ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, თბილისის მერია, იმ საეჭვო კორუფციულ სქემას, რომელიც დაკავშირებულია დედაქალაქის მაღალსართულიანი კორპუსებში ლიფტების მომსახურებიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობასთან, პასუხისმგებლობას მთლიანად იხსნის და დედაქალაქის მოსახლეობის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი საყოფაცხოვრებო პრობლემის მოგვარებაში პასუხსიმგებელ პირად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს ასახელებს. ორგანიზაციამ თბილისის მერიიდან საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა, რომლის თანახმადაც, თბილისის მერია პასუხისმგებლობას ირიდებს და მწყობრიდან გამოსული ლიფტების აღდგენას ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს აკისრებს. წერილში, ერთი მხრივ, მითითებულია, რომ ლიფტების შეკეთებისთვის თბილისის 2013 წლის ბიუჯეტიდან, 30 სექტემბრის მდგომარეობით, სულ 674,1 ლარი დაიხარჯა, მეორე მხრივ კი დედაქალაქის მერია „ლიფტების საქმესთან“ რაიმე სხვა სახის კავშირს უარყოფს, რაც კიდევ ერთხელ აჩენს კითხვებს და მიუთითებს დაინტერესებაზე, რა დროსაც თბილისის მერია მიზანმიმართულად ჩქმალავს და ბუდნოვანს ხდის მუნიციპალური საკითხის ხარჯვით ნაწილთან დაკავშირებულ მანიპულაციებს და მიღებულ სიკეთეს.
„ახალგაზრდა ადვოკატები“, უკვე რამდენიმე თვეა ვეხმაურებით თბილისის მოსახლეობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას, რომელიც მაღალსართულიან ბინებში ექსპლუატაციიდან გამოსული ლიფტების ბიზნესს უკავშირდება. ორგანიზაცია სამართლიანს უწოდებს მოსახლეობის პროტესტს, რა დროსაც, თბილისის მთავრობა ავარიული და ტექნიკურად გაუმართავი ლიფტებს შეკეთებისთვის/ექსპლუატაციისთვის უყურადღებობას იჩენს, მეორე მხრივ კი სფეროზე პასუხისმგებელ კომპანიებთან საეჭვო კორუფციულ გარიგებებში იმყოფება.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ აზრით, კომპანიები, რომლეთა ვალდებულებაცაა მაღალსართულიან ბინებში ლიფტების გამართული მუშაობა უზრუნველყოს, ფაქტობრივად, უმოქმედონი არიან. კერძოდ, უცვლელია შესწავლილი საკითხების ჩამონათვალი:
- აღნიშნული კომპანიები, პრაქტიკულად უმოქმედო ლიფტებით ხალხს ძარცვავენ, რადგან მოსახლეობა პროტესტს გამოთქვამს ე.წ. „ჩაყლაპულ“ 5 და 10 თეთრებზე;
- ლიფტით სარგებლობა, ხშირ შემთხვევაში, ერთ მოქალაქეს, 20-30 თეთრი უჯდება, რაც 2-3 სულიანი ოჯახისათვის, თვეში 25-30 ლარს შეადგენს;
- ხშირია მგზავრობის დროს, ლიფტების ავარიული გაჩერება, სამაშველო სამსახურის გამოძახება. ავარიულ მდგომარეობაში არსებული ლიფტები, საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ხოლო უბედური შემთხვევის დადგომის შემთხვევაში, ლიფტების მუშაობაზე პასუხისმგებელ კომპანიას სანქცია არ ეკისრება;
- არ ხდება ლიფტების გამართულ მუშაობაზე პასუხისმეგბელ კომპანიებზე ნებართვების ან ლიცენზიების გაცემა, რითაც თბილისის მერია სრულ ლოიალობას გამოხატავს პრობლემის მიმართ.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ მიიჩნევს, რომ მაღალსართულიან ბინებში ლიფტების გამართულობაზე პასუხისმგებელი კომპანიები თბილისის მერიასთან დაახლოებული ჯგუფების ხელშია და „ლიფტების საქმიდან“ შემოსული ფინანსების გამჭვირვალობა და ხარჯვითი ნაწილი, კორუფციულ ნიშნებს ატარებს. ორგანიზაცია, მოსახლეობის აზრის გათვალისწინებითაც, საფუძვლიანად მიიჩნევს, რომ აღნიშნული კომპანიები დღემდე მოქმდებენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თუ მოქმედი მაღალი თანამდებობის პირების ინტერესებით და ახალი ხელისუფლების პირობებში მწვავედ დასმული ეს საყოფაცხოვრებო პრობლემა, ხელოვნურად და მიზანმიმართულად დაგეგმილი ქმედება იყოს.
კომპანიები აგრძელებენ ხალხის ძართვას და შესაძლოა, ლიფტებიდან მიღებულ შემოსავალს პოლიტიკურ ინტერესებსაც ახმარდნენ. ამასთან, არ გამოვრიცხავთ ადგილი ქონდეს კომპანიების მხრიდან გადასახადებისგან თავის არიდებასაც, რადგან არანაირი კონტროლის მექანიზმი არ არსებობს, თუ რა შემოსავლებს ფლობს ეს კომპანიები. მოშლილია იმის კონტროლიც, თუ ერთი კვირის განმავლობაში, რამდენჯერ ივსება ლიფტის ყულაბები, რამდენია მისი შემოსავალი და ხდება თუ არა ამ შემოსავლების შესაბამისად, კომპანიების მხრიდან ბიუჯეტში გადასახადების გადახდა.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ აზრით, საჭიროა შემოღებულ იქნას ნებართვები ან ლიცენზიები კომპანიებისთვის, რომლებიც უზრუნველყოფენ ლიფტების გამართულ მუშაობას. კომპანიებს უნდა მოეთხოვოთ „ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაზღვევა“, რაც შეამცირებს ფატალური შედეგების ალბათობასაც.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ დედაქალაქის თვითმმართველობას პრობლემის გადაჭრის ერთ–ერთ გზასაც სთავაზობს და გამოდის ინიციატივით, რათა თბილისში, ევროპული გამოცდილების მსგავსად, შემოღებულ იქნეს ლიფტებით მომსახურების სრულიად ახალი სისტემა. კერძოდ, მოსახლეობას საშუალება მიეცეს მგზავრობისას ლიფტით მომსახურების საფასური გადაიხადოს მეტრომანის ბარათებით. მსგავსი სისტემა უფრო მოსახერხებელი იქნება მოქალაქეებისთვის და ხელს შეუწყობს გამჭვირვალე სისტემის ჩამოყალოიბებას.