პარლამენტმა უკრაინელი ბავშვების მინდობით აღზრდა, კანონში ცვლილების გარეშე, ჯანდაცვის სამინისტროს დაავალა

16 ნოემბერი, 2022

საქართველოს პარლამენტი, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ საკანონმდებლო წინადადებაზე დაყრდნობით, კანონში ცვლილების შეტანის გარეშე, უკრაინელი ობოლი, ნაპოვნი ან მიტოვებული ბავშვების საქართველოში მინდობით აღზრდაში მიღებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილების საკითხად განიხილავს და პარლამენტი მიუთითებს, რომ „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ კანონის მიხედვით, სამინისტროს უფლება აქვს დადოს უწყებათაშორისი ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულება იმ საკითხებზე, რომლებიც მის კომპეტენციას განეკუთვნება. განცხადებას აღნიშნულის შესახებ „ახალგაზრდა ადვოკატები“ ავრცელებს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, მართალია, პარლამენტმა მოცემულ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიიჩნია „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში შესაბამისი ცვლილების შეტანა, უკრაინელი ობოლი, ნაპოვნი ან მიტოვებული ბავშვების საქართველოში მინდობით აღზრდაში მიღების რეგულირებას შეეხებოდა, მაგრამ მოცემული საკითხის რეგულაცია მთლიანად დაუქვემდებარა საქართველოს მთავრობის სამინისტროს პასუხისმგებლობას და „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ კანონის მიხედვით, დასაშებად მიიჩნია შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების შექმნა.

კერძოდ, პარლამენტის პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის დასკვნაში აღნიშნულია, რომ სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამის“ (N11634, 31.12.2021.) დანართი N2-ის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, „მინდობით აღზრდის ქვეპროგრამის“, „მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამისადამიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამისმოსარგებლეები, გარდა საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებისა, არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც. ამრიგად, მინდობით აღზრდაში შესაძლებელია განთავსდეს უცხო ქვეყნის, მათ შორის უკრაინის მოქალაქეც. „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ კანონის მიხედვით, სამინისტროს უფლება აქვს დადოს უწყებათაშორისი ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულება იმ საკითხებზე, რომლებიც მის კომპეტენციას განეკუთვნება, ბავშვზე ზრუნვა და მასთან დაკავშირებული საკითხები კი შედის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენციაში. აქედან გამომდინარე, მოქმედი კანონმდებლობით, სამინისტროს აქვს უფლება გააფორმოს მსგავსი საერთაშორისო ხელშეკრულებები კანონში ცვლილების შეტანის გარეშე.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ საკანონმდებლო წინადადების თანახმად, საკითხის აქტუალობა გამოიწვია უკრაინაში მიმდინარე საომარმა მოქმედებებმა და ქართულ საზოგადოებაში გაჩენილმა მოთხოვნილებამ, რომ უკრაინელი ობოლი, ნაპოვნი ან მიტოვებული ბავშვების შვილება შემდგარიყო. საკითხის სამართლებრივმა შესწავლამ აჩვენა, რომ „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონი  საერთაშორისო შვილად აყვანის პროცედურების განხორციელების შესაძლებლობებს, ფაქტობრივად, გამორიცხავდა. კერძოდ, კანონის ჩანაწერით, შეუძლებელი ხდებოდა უკრაინელი ბავშვების შვილად აყვანა, მაგრამ კანონის და დამატებითი სამართლებრივი პროცედურების წარმოების შემთხვევაში, შესაძლებელი ხდებოდა მინდობით აღზრდის ინსტიტუტის ამოქმედება, სახელმწიფოს მიერ  საერთაშორისო შვილად აყვანის სფეროში თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით უკრაინასთან, რომელიც ჰააგის კონვენციის მონაწილე არ არის, შესაბამის ორგანოსთან ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება და საბრძოლო მოქმედებების შედეგად ობოლო, ნაპოვნი ან მიტოვებული ბავშვები, განსხვავებული საჭიროების მქონე არასრულწლოვნების საქართველოს სახელმწიფოს მიერ მინდობით აღზრდაში მიღება. სწორედ ამ მიმართულებით საკითხის გადაჭრას დაეთანხმა საქართველოს პარლამენტი.

ორგანიზაცია, სწორედ დაფიქსირებული საზოგადოებრივი შეხედულებების შესაძლებლობების პრაქტიკულ მდგომარეობაზე აკეთებდა აქცენტს და განმარტავდა, რომ არასრულწლოვნის შვილად აყვანა დაკავშირებულია რთულ პროცედურებთან, რომელიც რეგულირდებაშვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებსაქართველოს კანონის საფუძველზე. იმისათვის, რომ შვილად აყვანა საქართველოს მოქალაქემ კანონიერად შეძლოს, მნიშვნელოვანია იგი ინფორმირებული იყოს შვილად აყვანის/მინდობით აღზრდის კანონმდებლობით დადგენილ წესზე, პირობებზე და მოსალოდნელ შედეგებზე.

საკითხის განხილვის პროცესში, მხედველობაშია მისაღები ორი სამართლებრივი გარემოება; პირველი - უკრაინის სახელმწიფომ საომარი მდგომარეობის გათვალისწინებით, მიიღო გადაწყვეტილება გაშვილების პროცედურების შეჩერებაზე, მეორე გარემოება კი შეეხება იმ ფაქტს, რომ უკრაინა არ არის „ბავშვთა დაცვისა და ბავშვთა საერთაშორისო გაშვილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ჰააგის კონვენციის ხელმომწერი სახელმწიფო.

სწორედ ამ რეალობის გათვალისწინებით, საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად, საქართველოში შეუძლებელი ხდება საერთაშორისო შვილად აყვანის პროცედურების განხორციელება. კერძოდ, უკრაინელი ბავშვების შვილად აყვანა, მაგრამ კანონის და დამატებითი სამართლებრივი პროცედურების წარმოების შემთხვევაში, შესაძლებელი ხდება მინდობით აღზრდის ინსტიტუტის ამოქმედება, სახელმწიფოს მიერ  საერთაშორისო შვილად აყვანის სფეროში თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით უკრაინასთან, რომელიც ჰააგის კონვენციის მონაწილე არ არის, შესაბამის ორგანოსთან ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება და საბრძოლო მოქმედებების შედეგად ობოლო, ნაპოვნი ან მიტოვებული ბავშვები, განსხვავებული საჭიროების მქონე არასრულწლოვნების საქართველოს სახელმწიფოს მიერ მინდობით აღზრდაში მიღება (იხ. „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებსაქართველოს კანონის 26- მუხლის მე-4 მუხლი).

ასეთ შემთხვევაში, არასრულწლოვნების ბედზე პასუხისმგებლობას იღებს სახელმწიფო, ხოლო მათ ზრუნვაში შემოდის კერძო ოჯახები. ამდენად, არსებობს სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ უკრაინელი ბავშვების ზრუნვაში დაინტერესებული პირების მონაწილეობის გაზრდაც უზრუნველყოფილი გახდეს.

მინდობით აღზრდა, ვიანიდან სახელმწიფო ზრუნვის ფორმაა, რაც მიახლოებულია ოჯახურ ზრუნვასთან, მიზნად ისახავს მინდობით აღსაზრდელის მოვლასა და აღზრდას, ხორციელდება სახელმწიფოსა და მინდობით აღმზრდელს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ამ ნაწილში, მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და კერძო პირს შორის მინდობით აღზრდაზე გაფორმებული ხელშეკრულება გათავისუფლდეს სახელმწიფოს ფინანსური ვალდებულებებისგან და ხარჯებზე პასუხისმგებელი გახდეს თავად მიმღები ოჯახი.

მიგვაჩნია, რომ საქართველომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა მინდობით აღზრდაში მიიღოს უკრაინის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების შედეგად ობოლო, ნაპოვნი ან მიტოვებული ბავშვები, რომელთა შესახებ ინფორმაციას ფლობს უკრაინის კომპეტენტური ორგანოები. აგრეთვე, შეთავაზება უნდა გაკეთდეს განსხვავებული საჭიროების მქონე არასრულწლოვნების მიმართ, რომლებიც არიან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის ან ჯანმრთელობის პრობლემების ან/და ქცევითი პრობლემების მქონე ბავშვები, რომლებსაც სპეციფიკური ზრუნვა ესაჭიროებათ. ასეთი ჯგუფი ოფიციალურად რეგისტრირებულია უკრაინის შესაბამისს ორგანოში და სახელმწიფოსთან ერთად, მინდობით აღზრდის პროცესში, მნიშვნელოვანია აქტიური მონაწილეობა მიიღოს საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ. ცხადია, ასეთ ბავშვებთან უნდა განხორციელდეს ფსიქო-ემოციური მუშაობა და რეაბილიტაციის ღონისძიებები, რომლის რესურსი გააჩნია ჩვენს ეკლესიას.

როგორც წესი, ბავშვის მინდობით აღზრდის თაობაზე მიღებული ნებისმიერ გადაწყვეტილება უნდა ემსახურებოდეს მისთვის ისეთი სტაბილური ოჯახური გარემოს შექმნას, რომელიც ეფუძნება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს, აღემატება მინდობით აღზრდის მიზნით გადაცემისთვის სახელმწიფოს მიერ დადგენილ სტანდარტებს და რომელშიც ბავშვს ექნება იმაზე უკეთესი პირობები და განვითარების შესაძლებლობები, რომლებიც შვილად აყვანამდე ან მინდობით აღზრდამდე ჰქონდა.

ამასთან, მიმღები ოჯახები უნდა ითვალისწინებდნენ იმ საერთაშორისო ვალდებულებასა და პასუხისმგებლობას, რომელიც მათ დაეკისრებათ ეროვნული თუ საერთაშორისო კანონმდებლობის საფუძველზე. კერძოდ, სრულად უზრუნველყონ ბავშვის საცხოვრისი, კვება, განათლება, კულტურული ინტეგრაცია. ის, რაც აუცილებელი და საჭიროა ბავშვის სტაბილური განვითარებისათვის.

მიგვაჩნია, რომ საქართველომ უნდა შეასრულოს ჰუმანიტარული სამართლითა და ბავშვთა უფლებების შესახებ საერთაშორისო კონვენციებით განსაზღვრული ვალდებულებები, განახორციელოს პოლიტიკური და სამართლებრივი ღონისძიებები, აიღოს პასუხისმგებლობა მინდობით აღზრდაში მიიღოს უკრაინის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების შედეგად ობოლო, ნაპოვნი ან მიტოვებული ბავშვები, განსხვავებული საჭიროების მქონე არასრულწლოვნები.

ცნობისთვის: ორგანიზაცია, საქართველოს პარლამენტის მიერ წარმოდგენილი დასკვნის ფარგლებში, გააგრძელებს საკითხზე მუშაობას საქართველოს მთავრობასთან და მის სამინისტროსთან დიალოგის კუთხით. ორგანიზაციამ საკანონმდებლო წინადადებით საქართველოს პარლამენტს 2022 წლის 12 აპრილს მიმართა. საკითხის განმხილველ წამყვან კომიტეტად დასახელდა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, რომელმაც შესაბამისი დასკვნა 2022 წლის 3 ოქტომბერს გამოაქვეყნა. პარლამენტმა „ახალგაზრდა ადვოკატების“ უკვე მეექვსე საკანონმდებლო წინადადებას განიხილა.



კომენტარები