ქართული ღვინის ბრენდს „Etiquette“ 2022 წლის საუკეთესო მომსახურებისათვის სპეციალური ნომინაცია გადაეცა

30 დეკემბერი, 2022

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ ქართული ღვინის ბრენდს „Etiquette“-ს 2022 წლის საუკეთესო მომსახურებისთვის სპეციალური ნომინაცია გადასცა. ტრადიციული ტექნოლოგიით დაყენებულმა ქვევრის ღვინომ მომხმარებლის მოწონება და მაღალი შეფასება დაიმსახურა. „Etiquette“-ის ღვინოების განსაკუთრებულობა და წარმატება მის გემოვნებით თავისებურებაშია. სავენახე მიწის ადგილმდებარეობა, ქვევრში ღვინის დაყენების მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია, მწარმოებლის კეთილსინდისიერება და ცოდნა, ღვინოს განსაკუთრებულ გემოვნებით და სამკურნალო ღირებულებას სძენს. აკეთე სიყვარულით და იდექი იმ ტრადიციაზე, რაც მხოლოდ შენია. ეს ღვინის ბრენდ „Etiquette“-ის შექმნის მთავარი იდეაა. ნაფიქრი მალევე იქცა საქმედ და ღვინის ქვეყნის რვაათასწლიანი ისტორიის უწყვეტ ჯაჭვს, ხუთი წლის წინ, საოჯახო მარნის მიერ წარმოებული ქვევრის ღვინოებიც შეემატა (ქისი, ხიხვი, რქაწითელი, საფერავი, პინო).

ჩვენ გვსურს პროფესიულ საზოგადოებას და არამხოლოდ მათ გავაცნოთ „Etiquette“, როგორც ღვინის ბრენდი და ბრენდის შემქმნელებს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ არამხოლოდ ღვინის ტრადიციების მიმართ აღდგენილი და გამოხატული პატივისცემისთვის, არამედ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისთვის. ორგანიზაცია, უკვე წლებია კარგად იცნობს „Etiquette“-ის გუნდს და მათი შესაძლებლობების დამფასებელია.  ამიტომაც, აღმასრულებელმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება ორგანიზაციის წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე, ჯილდო: „წლის საუკეთესო მომსახურებისთვის“, სწორედ  ქართული ღვინის ბრენდისთვის - „Etiquette“-სთვის გადაგვეცა. ორგანიზაცია, ამ ჯილდოს თანამშრომლობის პროცესში ან საზოგადოებრივი მაღალი ნდობის პირობებში, ყოველწლიურად სხვადასხვა შემოქმედებით ჯგუფს ან ბრენდს გადასცემს. „Etiquette“-მა მიღებული ჯილდო ორივე კომპონენტით დაიმსახურა. მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობასთან ერთად, ორგანიზაციის 2022 წლის შემაჯამებელი ღონისძიების ნომინანტებს  საჩუქრად სწორედ „Etiquette“-ის „ქისი“ და „ხიხვი“ გადაეცათ. ორგანიზაცია ამ ინსტიტუციური თანამშრომლობისთვის ბრენდის შემოქმედებით გუნდს უხდის მადლობას.

ცნობისთვის: ორგანიზაციის სპეციალური ნომინაცია - წლის საუკეთესო მომსახურებისთვის, 2021 წელს გადაეცა - სასტუმრო: „Shota Rustaveli boutique hotel“-ს, 2019 წელს - სასტუმრო: „Wyndham Grand Tbilisi“-ს, 2018 წელს - სსიპ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს, 2017 წელს - გამომცემლობას: „წიგნები ბათუმში“, 2016 წელს - „საქართველოს რკინიგზას“, 2014 წელს კი - „საქართველოს ფოსტას“.



კომენტარები