„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ წლის საპატიო ჯილდო - „ორგანიზაციის მეგობარი“ ქეთი ხოსიტაშვილს გადასცა

30 დეკემბერი, 2022

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ აღმასრულებელი გუნდის გადაწყვეტილებით, ორგანიზაციის ყველაზე საპატიო ჯილდო - ნომინაცია „ორგანიზაციის მეგობარი“, 2022 წელს ჟურნალისტსა და მედია-მენეჯერს ქეთი ხოსიტაშვილს გადასცა. ქეთი ხოსიტაშვილმა თანამშრომლობის პროცესში, აჩვენა საერთო პროფესიული ღირებულებების მიმართ განსაკუთრებული პატივისცემა, ქომაგობა და დამოკიდებილება.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 2014 წლიდან საფუძველი ჩაუყარა ტრადიციას, როდესაც წლის საქმიანობის ღონისძიებაზე აღინიშნება პროფესიული წრისა და იმ ინსტიტუციების დამსახურებული როლი, რომლებმაც ორგანიზაციასთან თანამშრომლობის პროცესში ან საზოგადოებრივი მაღალი ნდობის პირობებში, საკუთარი უფლებამოსილება და ვალდებულება კეთილსინდისიერად შეასრულეს.

2022 წელს, ორგანიზაციის აღმასრულებელი გუნდის გადაწყვეტილებით, 1 სასამართლო ინსტანცია, 3 საჯარო უწყება, 2 ინსტიტუცია, 3 მედია-გამოცემა და 9 ჟურნალისტი დაჯილდოვდა. მათთან ერთად, ორგანიზაციის განსაკუთრებულ ჯილდოს „ორგანიზაციის მეგობრის“ სტატუსი წარმოადგენს და ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვან ღირებულებას წარმოადგენს.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ აღნიშნული ნომინაცია 2021 წელს - აკადემიური საზოგადოებიდან ცნობილ იურისტს, მაია თორდიას, 2020 წელს ცნობილ ადვოკატს ნიკა სადრაძეს, 2019 წელს - საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტსა და ბრენდის მენეჯერ ანა ბოკუჩავას. მასთან ერთად, საქართველოს უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალიზაციის სტუდენტებს - ციცი ჭელიძეს, მარიამი ბარსონიძეს, სოფიო ჯიჭონაიას, ანა გაგუას, მარიამ შათირიშვილს, სოფიო თვალაბეიშვილსა და თამარ სტეფანიშვლს, 2018 წელს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასულებელი საბჭოს წევრ ტარიელ კაკაბაძეს, 2017 წელს - ცნობილ ადვოკატსა და უფლებადამცველს გია ტაბლიაშვილს, 2016 წელს - ლია მუხაშავრიას (ევროსასამართლოს ექსპერტი, უფლებადამცველი) და ირაკლი ყანდაშვილს (ადვოკატი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი), 2015 წელს - ზაზა ხატიაშვილს (უფლებადამცველი, ადვოკატი) და ლია ელიავას (ეკონომიკის ექსპერტი), ხოლო 2014 წელს - სოფიო აზარიაშვილს (პიარის სპეციალისტი, ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი 2013-2014 წლებში) გადასცა.



კომენტარები