„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ ჯილდო: „ახალგაზრდული იდეების ქომაგი“ ELSA Georgia-ს გადასცა

30 დეკემბერი, 2022

„ახალგაზრდა ადვოკატების“ აღმასრულებელი გუნდის გადაწყვეტილებით, 2022 წელს „ახალგაზრდული იდეების ქომაგის“ ჯილდო ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია - საქართველოს (ELSA Georgia) გადაეცა. ჩვენ, წლების მანძილზე, ყურადღებით ვაკვირდებით ELSA Georgia-ს საქმიანობას და იმ ინიციატივებს, რომელიც საუკეთესოდ აისახება ახალგაზრდების პროფესიული განვითარებისა და ინსტიტუციური შეხედულებების ჩამოყალიბებისთვის. ამდენად, ჩვენ ვაფასებთ ამ საქმიანობას და გვსურს მეტი მოტივაციის განვითარება.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 2014 წლიდან საფუძველი ჩაუყარა ტრადიციას, როდესაც წლის საქმიანობის ღონისძიებაზე აღინიშნება პროფესიული წრისა და იმ ინსტიტუციების დამსახურებული როლი, რომლებმაც ორგანიზაციასთან თანამშრომლობის პროცესში ან საზოგადოებრივი მაღალი ნდობის პირობებში, საკუთარი უფლებამოსილება და ვალდებულება კეთილსინდისიერად შეასრულეს.

2022 წელს, ორგანიზაციის აღმასრულებელი გუნდის გადაწყვეტილებით, 1 სასამართლო ინსტანცია, 3 საჯარო უწყება, 2 ინსტიტუცია, 3 მედია-გამოცემა და 9 ჟურნალისტი დაჯილდოვდა. 

ორგანიზაციის ნომინაცია „ახალგაზრდული იდეების ქომაგი“ 2021 წელს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელზე გადაცემას: ტელსკოლას გადასცა, 2020 წელს - საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელზე ახალგაზრდულ ლიტერატურულ გადაცემას: „წიგნების თაროს“ გადაეცა, 2019 წელს საკონსულტაციო ჯგუფს: „ჯეპრა“, 2018 წელს - „ორბელიანი-საქართველოს“, 2017 წელს - გამომცემლობა: „წიგნები ბათუმში“, 2016 წელს - ქალთა ფონდს საქართველოში, 2015 წელს - ეთნოსთა შორის თანამშრომლობისა და კონსულტაციების ანალიტიკურ ცენტრს ACICC, ხოლო 2014 წელს - ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდს.



კომენტარები