„ახალგაზრდა ადვოკატები“ – 2023 ჩვენს საქმიანობაში ჯანდაცვის სფეროში უფლებებზე მუშაობის წელი იქნება

30 დეკემბერი, 2022

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 2023 წელი საქმიანობაში ჯანმრთელობის დაცვის სფეროში უფლებების საკითხზე მუშაობის წლად გამოაცხადეს. ორგანიზაციის არჩევანი განპირობებულია იმ სტატისტიკითა და მომართვიანობით, რომელიც სფეროში დარღვეული უფლებების საკითხების სიმრვალეს შეეხება. ამასთან, ადვოკატირების პროცესი არ მოიცავს მხოლოდ პაციენტის უფლებების დაცვას, არამედ ორგანიზაციის ინტერესი მიმართული იქნება ჯანდაცვის სისტემაში სხვადასხვა აქტუალური საკითხების შესწავლითა და შეფასებით.

„ახალგაზრდა ადვოკატებს“ აქვს მიდგომა, როდესაც საქმიანობას წლის მანძილზე უკავშირებს რომელიმე ჯგუფის უფლებეზე განსაკუთრებულ მუშაობას. ორგანიზაციისთვის 2022 წელი განათლების უფლებების საკითხებზე მუშაობის წლად გამოაცხადეს, 2021 წელი შრომის უფლებებზე მუშაობის წელი იყო, 2020 წელი ბავშვთა უფლებებზე მუშაობის წელი, 2019 წელი სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების წლად იქნა გამოცხადებული, 2018 - კანონშემოქმედებით საქმიანობაში მონაწილეობის წლად, 2017 - სასამართლოს პრობლემატიკის კვლევის წლად, 2016 - ბანკების მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევის საქმეებზე მუშაობის წლად, 2015 - სამართლიანობის აღდგენის პრობლემებზე მუშაობის წლად, 2014 - ბავშვთა უფლებების დაცვის წლად.



კომენტარები