„ახალგაზრდა ადვოკატებმა” 2022 წლის საქმიანობა შეაჯამეს და სასამართლო, მედია, ინსტიტუციები დააჯილდოვეს

30 დეკემბერი, 2022

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 2022 წლის საქმიანობის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს და წლის ბოლოს, „ნომინანტები და ნომინაციები 2022“-ის გამარჯვებულები გამოავლინეს. ორგანიზაციამ ჯანმრთელობის სფეროში შექმნილი აკრძალვებისა თუ ცხოვრების განსაკუთრებული რეჟიმის გამო, ღონისძიების ფორმატი შეცვალა და ნომინანტებს ჯილდო ინდივიდუალურ რეჟიმში გადაეცათ, საზოგადოებას წლის საქმიანობა სრული სახით სოციალური მედიის მეშვეობით გაეცნო.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 2014 წლიდან საფუძველი ჩაუყარა ტრადიციას, როდესაც წლის საქმიანობის ღონისძიებაზე აღინიშნება პროფესიული წრისა და იმ ინსტიტუციების დამსახურებული როლი, რომლებმაც ორგანიზაციასთან თანამშრომლობის პროცესში ან საზოგადოებრივი მაღალი ნდობის პირობებში, საკუთარი უფლებამოსილება და ვალდებულება კეთილსინდისიერად შეასრულეს. 2022 წელს, ორგანიზაციის აღმასრულებელი გუნდის გადაწყვეტილებით, 1 სასამართლო ინსტანცია, 3 საჯარო უწყება, 2 ინსტიტუცია, 3 მედია-გამოცემა და 9 ჟურნალისტი დაჯილდოვდა. ჯილდო გადაეცათ შემდეგ ინსტიტუციებს, კერძო ორგანიზაციებსა და ჟურნალისტურ კორპუსს:

  • ღია სასამართლო ინსტანცია“ – ადიგენის მაგისტრატი სასამართლო
  • ყველაზე ღია საჯარო უწყება“ – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო;
  • საუკეთესო თანამშრომლობისთვის და ინსტიტუციური დიალოგისთვის“ – საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა;
  • ყველაზე კომუნიკაბელური უწყება“ – სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი;
  • წლის საუკეთესო მომსახურებისათვის“ – ქართული ღვინის ბრენდი: „Etiquette“;
  • ახალგაზრდული იდეების ქომაგი“ – ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველო (ELSA Georgia);
  • დაბალანსებული და სანდო ინფორმაციისთვის“ – საინფორმაციო გამოშვება: „სტრიმი“, ტელეკომპანია „GeorgiaTimes“;
  • საზოგადოების ხმა“ –  გადაცემა„დღის არხი“, რადიო: „იმედი“;
  • ღია საზოგადოების მხარდამჭერი“ –გადაცემა: „ღია სტუდია“, საქართველოს საზოგადოებრივი რადიო.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ პროფესიული მოვალეობების მაღალი სტანდარტით შესრულების გამო, წლის მანძილზე ორგანიზაციის საქმიანობის გაშუქებისთვის ნომინაცია: „თავისუფალი სიტყვის დამცველი - 2022“ გადასცეს ტელეკომპანიებისა და მედიის შემდეგ წარმომადგენლებს:

  • ნუცა მამულაშვილი, ტელეკომპანია „იმედი“, ჟურნალისტი;
  • ლელა ვაშაკიძე, საქართველოს საზოგადოებრივი რადიო, პროდიუსერი;
  • ნინი გოგიშვილი, ტელეკომპანია „პალიტრანიუსი“, ჟურნალისტი; 
  • მარიამ ჩიქოვანი, ტელეკომპანია „ფორმულა“, გამოშვება: „ფორმულაNews“, ჟურნალისტი;
  • სოფიო ვარდიაშვილი, ტ/კ „ფორმულა“, გამოშვება: „ფორმულაNews“, ჟურნალისტი;
  • მარიამ მაკასარაშვილი, ტელეკომპანია „პირველი“, ახალი ამბების ჟურნალისტი;
  • ლანა ახმეტელი, ტ/კ „ობიექტივი“, გამოშვება: „ნამდვილი ამბები“, ჟურნალისტი;
  • გვანცა წულაია, გაზეთი „რეზონანსი“, ჟურნალისტი;
  • სოფიო მურთაზაშვილი, დამოუკიდებელი ჟურნალისტი;

„ახალგაზრდა ადვოკატების“ წლის საპატიო ჯილდო და ნომინაცია - „ორგანიზაციის მეგობარი“, 2022 წელს გადაეცა ჟურნალისტსა და მედია-მენეჯერს ქალბატონ ქეთი ხოსიტაშვილს, რომელმაც 2022 წელს ორგანიზაციასთან თანამშრომლობისა და პროფესიული ერთგულების მაგალითი აჩვენა.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 2022 წელი საქმიანობაში ჯანმრთელობის დაცვის სფეროში უფლებების დაცვის წლად გამოაცხადეს. ორგანიზაციის შეფასებით, გადაწყვეტილება ეფუძნება სფეროში არსებულ გამოწვევებს, რომელიც კიდევ უფრო მეტად რთული პანდემიამ და მისმა შედეგებმა გახადა. მოხდა წლის საქმიანობის შესახებ ტრადიციული ჟურნალის პრეზენტაციაც, რომლის პირველი გვერდის თემატიკა შეეხება პანდემიისა და უკრაინაში ომის შედეგებს - დროსთან და ომთან შეწირული ადამიანების ბედს. ამასთან, მომზადდა საქმიანობის შესახებ ოფიციალური ვიდეო-რგოლიც და აღმასრულებელი გუნდის წევრების წლის შემაჯამებელი ვიდეო-სათქმელი, რაც საზოგადოებას მიეწოდა ორგანიზაციის ოფიციალური არხების მეშვეობით.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, 2022 წელს აქტიურად განხორციელდა კვლევითი საქმიანობა. წარმატებული შედეგებით დასრულდა სტრატეგიული სამართალწარმოება საერთო სასამართლოებში. სტატისტიკამ აჩვენა, რომ აღმასრულებელი გუნდი, წლის განმავლობაში, 339 სასამართლო სხდომაზე მონაწილეობდნენ. საოჯახო, შრომისა და სახელშეკრულებო დავებში, მიღებული ცალკეული სასამართლოს გადაწყვეტილებები აღიარებული იქნა, როგორც სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკისთვის მნიშვნელოვანი საქმეები. საქართველოში, პირველად, ორგანიზაციამ განახორციელა პროექტი: „ბავშვთა უფლებების დაცვა საქართელოში ჰააგის კონვენციის მიხედვით“, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროექტის ფარგლებში მომზადდა. პარლამენტმა განიხილა ორგანიზაციის საკანონმდებლო წინადადება უკრაინელი ობოლო, ნაპოვნი ან მიტოვებული ბავშვები, მინდობით აღზრდაში მიიღებაზე, რომლის მოწესრიგებაც კანონში ცვლილების გარეშე, დაევალა ჯანდაცვის სამინისტროს. ამასთან, ორგანიზაცია გახდა არასამთავრობო ორგანიზაციების მსოფლიო ასოციაციის (WANGO) სრულუფლებიანი წევრი, ხოლო წლის ბოლოს, საქართველოში მინიმალური ხელფასის საკითხზე წარდგენილი ხედვის გამო, „პასუხისმგებლიანი ბიზნესი 2022“-ის ფარგლებში, მიიღო სპეციალური ჯილდო.



კომენტარები