საქართველოს პრემიერ–მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს
ბატონო პრემიერო,
უფლებადაცვით არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებს“, გვაქვს პატივი მოგილოცოთ საქართველოს პრემიერ–მინისტრის თანამდებობაზე დამტკიცება, გამოცხადებული ნდობა, რომელიც თქვენი სახით, საქართველოს მომავლისთვის, განსაკუთრებულ მისიას და ფუნქციას გულისხმობს.
მიგვაჩნია, რომ საქართველოს, ამ საპასუხისმგებლო და ისტორიულ მომენტში, თქვენი სახით, გამორჩეული ლიდერი და თვალსაჩინო მოღვაწე ჰყავს, რადგანაც თქვენმა ხანმოკლე პოლიტიკურმა საქმიანობამ აჩვენა, რომ პოლიტიკა შეიძლება იყოს ზნეობრივი, პრინციპებზე, ღირებულებებზე, სიმართლეზე და ღირსებაზე დაფუძნებული.
გვჯერა, თქვენი შემდგომი გადაწყვეტილებებიც მაღალი პასუხისმგებლობით და საზოგადოების ინტერესების დაცვით იქნება მიღებული. თქვენი პოლიტიკა იქნება საეტაპო საქართველოსთვის, რომელიც ქვეყანას გაიყვანს სამშვიდობოზე, მოიტანს რეალურ დემოკრატიულ მმართველობას, განამტკიცებს სახელმწიფო ინსტიტუტებს, შექმნის შესაძლებლობებს ქვეყნის გამთლიანებისა და მოსახლეობის კეთილდღეობისათვის, უზრუნველყოფს ახალგაზრდების ჩართულობასა და თანამონაწილეობის როლის გაზრდას დემოკრატიულ ცხოვრებაში.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ იმედს გამოვთქვამთ, რომ ნაყოფიერი თანამშრომლობა გვექნება საქართველოს პრემიერ–მინისტრის ადმინისტრაციასთან.
გისურვებთ წარმატებულ მოღვაწეობას ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ.
ღრმა პატივისცემით,
ა(ა)იპ „ახალგაზრდა ადვოკატების“
სადამფუძნებლო საბჭო
20 ნოემბერი, 2013 წ
ქ. თბილისი