წართმეულ ქონებაზე ქონების ეროვნული სააგენტოს დირექტორის პირადი დაინტერესება იკვეთება

16 ივლისი, 2023

კინორეჟიოსრები და დოკუმენტალისტები სამეცნიერო პოპულაური ფილმების სტუდიის შენობის დაბრუნების მოთხოვნით საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს კულტურის მინისტრსა და საქართველოს ეკონომიკის მინისტრს მიმართავენ და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს უმოქმედობასა და სააგენტოს დირექტორის, გიორგი დუგლაძის პირად დაინტერესებაზე საუბრობენ.

2011 წლის ივნისი, ივლისი და აგვისტო, საბედისწერო აღმოჩნდა სტუდიის საქმიანობის მომავლისათვის. დროის ამ მონაკვეთში, კინო-დოკუმენტალისტებმა გამოაქვეყნეს ჟურნალისტური გამოძიება - დოკუმენტური ფილმი: „გიფსოკარდონი: თბილისის დანაშაულებრივი რეაბილიტაციის ქრონიკა“, რომელიც შეეხებოდა დ. აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციის პროცესში არსებულ კორუფციას. ხელისუფლების უკანონო ჩარევით, სტუდიის საქმიანობა შეჩერდა, ხელოვანი ადამიანები დაისაჯა და 2011 წლის 1 აგვისტოს, სახელმწიფომ ძალის გამოყენებით მოახდინა შენობის დარბევა. შედეგად, სახელმწიფომ ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიისაკუთრა სტუდიის მართლზომიერ საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობა, ქალაქის ცენტრში,  მარჯანიშვილის 9 ნომერში მდებარე 211.40 კვ.მ შენობა-ნაგებობის ფართი, რომელიც ჯერ გადავიდა თბილისის განვითარების ფონდის, შემდეგ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და დღევანდელი მდგომარეობით მთავრობის საჯარო სამართლის იურიდიული პირის -  სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკუთრებაში.

კინორეჟიოსრები და დოკუმენტალისტები შერჩევით სამართალზე საუბრობენ და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დირექტორის გიორგი დუგლაძის უმოქმედობას პირადი დაინტერესებით და სამართლინობის აღგენის იდეის მიმართ პოლიტიკური საბოტაჟის მოწყობად თვლიან. სტუდიის მესვეურები მოუწოდებენ მთავრობას და მინისტრებს, მოხდეს დაინტერესება, რა განაპირობებს წართმეული ქონების მიმართ, ქონების დღევანდელი მესაკუთრე საჯარო სამართლის იურიდიული პირის -  სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 5 წლის წინ, მთავრობიდან წასული მინისტრ გიორგი ქობულიას მიერ დანიშნული კადრის, მოქმედი დირექტორის გიორგი დუგლაძის ხისტ პოზიციას, რომ დოკუმენტალისტებს არ ხვდება, სტუდიის უფლების დარღვევის ფაქტს არ აღიარებს, უარით პასუხობს მორიგების მიზით ორგზის წერილობით წარდგენილ საქმიან წინადადებას, უარს ამბობს საკითხის მედიაციაში გადატანაზე და ქონების წართმევის ფაქტს არათუ 2011 წელს ვერ ხედავს, არამედ ვერც 2023 წლის მდგომარეობით ხედვას.

გიორგი დუგლაძე ან მაშინ ამართლებდა ან ახლა ამართლებს ქონებების წართმევის პოლიტიკას, რასაც მოწმობს მისი დღევანდელი დამოკიდებულება ცნობილი ქართველი რეჟისორების, დოკუმენტალისტებისა და სამეცნიერო წრის მოთხოვნაზე, რომ „რაკურსს“ დაუბრუნდეს წართმეული ქონება, ფართი, რომლის გამოყენებაც კვლავ კინოს შექმნას და მის შემდგომ აღორძიენებას მოხმარდება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 14 სექტემბრის განჩინება, რომლითაც გიორგი დუგლაძის უწყებას აეკრძალა სტუდია რაკურსის სადავო ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა. ეს გადაწყვეტილება გიორგი დუგლაძის უწყებამ გაასაჩივრა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 15 დეკემბრის განჩინებით, ქონების გასხვისებაზე სააპელაციო პალატამაც უარი უთხრა გიორგი დუგლაძის უწყებას. სასამართლოს მხრიდან სააგენტოს უარი ეთქვა საქმის წარმოების შეწყვეტაზე და სტუდია „რაკურსის“ სარჩელის განუხილველად დატოვებაზე. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დასკვნა ადგენს, რომ ქონების მთლიანი საბაზრო ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენს 278 400 აშშ დოლარს ექვივალენტ ლარში, მაგრამ სააგენტო ამ დოკუმენტზე აცხადებს, რომ მას არ აქვს საქმისთვის მნიშვნელობა. ამდენად, ყოველივე ეს ბადებს ლეგიტიმურ შეკითხვებს - აქვს თუ არა ადგილი  პრობლემის მიმართ პირადი მიზნებით მოქმდებას და არის თუ არა ამ ქონების ბედით დაინტერესებული რომელიმე მაღალჩინოსანი.

ჩვენი მივმართავთ მთავრობას, რომ მოხდეს საკითხის ძირფესვიანი შესწავლა და კანონიერი გადაწყვეტილებების მიღება დარღვეული უფლებების სასარგებლოდ. მოხდეს დავის მორიგებით დასრულების მიზნით, ჩვენი საქმიანი წინადადებების განხილვა, უწინარესს ყოვლისა, შეხვედრა სააგენტოში, რათა მოხდეს წართმეული ქონების ნამდვილი, ერთადერთი და პირვანდელი მართლზომიერი მფლობელების, მოსარგებლეებისა და მესაკუთრეების მიმართ დაბრუნება.

საქმეს ადვოკატირებას ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ უწევს.



კომენტარები