„ახალგაზრდა ადვოკატები“ 2024 წლიდან მაღალი საჯარო ინტერესის მქონე საქმეებზე ციფრულ კვლევებს შექმნის

30 დეკემბერი, 2023

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ 2024 წლიდან ციფრული კვლევის მიმართულებას შექმნის და საზოგადოებას მაღალი საჯარო ინტერესის მქონე საქმეებზე დოკუმენტურ ფილმებს შესთავაზებს.

„ - ციფრული კვლევის მექანიზმი ახალი მოვლენაა ჩვენს სფეროში. ვგულისხმობ, მესამე სექტორს. შესაძლებელია, გარკვეულ მოწყვლად საქმეებთან დაკავშირებით გამოიცემა ანგარიშები, მიმდინარეობს დისკუსია, მაგრამ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია თითოეულ ასეთ გახმაურებულ საქმეზე დოკუმენტური ფილმები, როგორც ასეთი მიმართულება ჟურნალისტიკაში ჟურნალისტური გამოძიებებია. ჩვენთან, ასეთ პროდუქტს ციფრული კვლევის სახელით მოიხსენიებენ“ - აღნიშნულის შესახებ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა ვრცლად ორგანიზაციის 2023 წლის საქმიანობის შემაჯამებელი ინტერვიუს დროს ისაუბრა.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ 2024 წლიდან სასამართლო გადაწყვეტილებების საზოგადოებრივი კონტროლის სადისკუსიო ფორმატსაც შექმნის და პროფესიული საზოგადოების მონაწილეობით, არაერთ ღონისძიებას და განხილვას გამართავს.



კომენტარები