მოკვლევის შედეგები - ბათუმის N7 ბაღის აღმზრდელების არც ერთი უკანონო ქმედება და გადაცდომა არ დადასტურდა

5 აპრილი, 2024

ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების N7 საბავშვო ბაღში ორი ამღზრდელის საკითხთან დაკავშირებით დაწყებული დისციპლინური წარმოება, დისციპლინური გადაცდომის არარსებობის გამო შეწყდა. აღმზრდელებს კანონსაწინააღმდეგო არც ერთი მოქმედება არ დაუდასტურდათ, მათ შორის არასრუწლოვანებზე რაიმე ფორმით ზემოქმედება. ასევე, არ დადასტურდა ერთ-ერთი აღსაზრდელის კანონის გვერდის ავლით ჩარიცხვის პროტექცია თანხის - 100 აშშ დოლარის თითქოსდა მშობლისგან მიღების სანაცვლოდ. შესაბამისად, ორი აღმზრდელი - ზაირა ბ. და ირინა პ, რომლებიც დროებით სხვა საამღზრდელო დაწსებულებაში აგრძელებდნენ მუშაობას, N7 საბავშვო ბაღში დაბრუნდებიან. 

წინამდებარე გადაწყვეტილება 2024 წლის 5 აპრილს, ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორმა მიიღო, რომლის საფუძვლადაც მითითებულია საქმისწარმოების ფარგლებში შესწავლილი მასალა, მხარეთა ახსნა-განმარტებები, დასაქმებულების მოხსენებითი ბარათები, რითაც N7 ბაგა-ბაღში მომხდარ ფაქტეთან დაკავშირებით, გადაცდომა არ დაფიქსირებულა. შესაბამისად, მიღებულმა გადაწყვეტილებამ აჩვენა, რომ ორი აღმზრდელის მიმართ ადგილი ჰქონდა პიროვნული შეუთავსებლობისა და შურისძიების მოტივებით წარმოებულ უკანონო მმართველობით ღონისძიებას, რომელიც დაგეგმა და განახორციელა N7 ბაგა-ბაღის გამგე სოფიო ჩიჩუამ. სამწუხაროდ, ამ პროცესის მონაწილე, ნებსით და უნებლიეთ, გახდა არასრულწლოვანთა მშობლები, რომელთა მცირე ნაწილიც დაკავშირებულია ბაღის მოქმედი გამგის პირად ურთიერთობებთან. 

„ახალგაზრდა ადვოკატები“, მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, საქმის მასალებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ შემთხვევის ისტორია იწყება N7 ბაგა-ბაღში სოფიო ჩიჩუას გამგედ დანიშვნის პერიოდიდან. სოფიო ჩიჩუა ფიქრობდა, რომ კონკრეტულად ზაირა ბ.-ს არ სურდა მისი კანდიდატურის დაწინაურება ქ. ბათუმის N7 ბაგა-ბაღის დირექტორის პოზიციაზე და თითქოსდა ზაირა ბ. მხარს უჭერდა დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, რომელთაც მრავალწლიანი და მეგობრული ურთიერთობა გააჩნდა. ამდენად, მას შემდეგ, რაც სოფიო ჩიჩუა დაინიშნა ბაღის დირექტორად, სრულიად დაუმსახურებლად და უპატიებლად, წარსულში არსებული ე.წ. წყენა გამოიყენა ზაირა ბ.-ძის წინააღმდეგ, რათა მოეშორებინა საკუთარი ტერიტორიული სივრციდან, წინასწარი შეცნობით, უზრუნველყო კანონსაწინააღმდეგო მტკიცებულების მოპოვება და შექმნა, განახორციელა პირის იძულება და დაშინება, დანაშაულის პროვოკაცია და უკანონო მმართველობითი ღონისძიების განხორციელება, პირადი მიზნებით, რასაც შედეგად მოჰყვა ზაირა ბ.-ძის, ასევე მისი შვილის, ამავე ბაღის აღმზრდელის, ირინა პ.-ს სამუშაო ადგილიდან დროებით გადაყვანა და სსიპ ბათუმის ბაღების გაერთიანების ასეთი გადაწყვეტილების მართლზომიერების საკითხში. 

ორგანიზაცია, უტყუარ მტკიცებულებებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ შემდეგს: 2023 წლის ივლისის თვეში, ერთ-ერთი მშობლის, თამრიკო ღორჯომელაძის შვილი დარეგისტრირებული იქნა N7 ბაგა-ბაღში, თუმცა ადგილების შევსების გამო, ჩარიცხვა ვერ ხერხდებოდა. ბაღის ადმინისტრაციასთან კონტაქტის დროს, თამრიკო ღორჯომელიძეს ეუბნებოდნენ, რომ ბავშვი სექტემბერში მიიღებოდა, თუმცა არსებობდა კვლავ დიდი ნაკადი და ბავშვის სექტემბერში ჩარიცხვა, შესაძლებელია ვერ მოხერხებულიყო. თამრიკო ღორჯომელიძე და ზაირა ბ. გახლდათ ახლო მეზობლები, ამ უკანასკნელმა კი ზაირა ბ.-ს სთხოვა - თუკი ფიზიკურად მოხერხდებოდა, ბაღის გამგისთვის ეთხოვა, რომ 2023 წლის სექტემბრის თვეში ბავშვის ჩარიცხვა მოხერხებულიყო. ამ თხოვნიდან რამდენიმე დღეში, ზაირა ბ.-მ თამრიკო ღორჯომელიძეს მიაწოდა ინფორმაცია, რომ თხოვნა გადაცემული იყო სოფიო ჩიჩუასთვის და გამგე ზეპირსიტყვიერადაც განმარტავდა, რომ შეძლებისდაგვარად მოხდებოდა გადაწყვეტილების მიღებაც. ბავშვის ჩარიცხვაზე გადაწყვეტილების მიმღები პირი არ იყო და კანონმდებლობიდან გამომდინარე, ვერც იქნებოდა აღმზრდელი ზაირა ბ. შესაბამისად, მას არ აუღია ბავშვის ჩარიცხვაზე რაიმე ფორმით პასუხისმგებლობა. შესაბამისად, მშობელი ელოდებოდი ბაღის გამგის გადაწყვეტილებას.

2023 წლის ოქტომბრის თვეში, თამრიკო ღორჯომელიძეს დაეკონტაქტა სოფიო ჩიჩუა და მიაწოდა ინფორმაცია, რომ ბავშვის ჩარიცხვის საკითხზე სურდა მასთან გასაუბრება. შესაბამისად, თამრიკო ღორჯომელიძე სოფიო ჩიჩუამ მასთან დაიბარა ბაღში, სადაც შედგა კიდეც შეხევედრა სამუშაო კაბინეტში. სოფიო ჩიჩუა თამრიკო ღორჯომელიძეს დაჰპირდა, რომ თუ სურდა შვილი ჩარიცხულიყო ბაღში, უნდა ეთქვა, რომ ზაირა ბ.-ვის ამ ჩარიცხვის გამო გადახდილი ჰქონდა 100 აშშ დოლარი. სოფიო ჩიჩუამ იძულების, შანტაჟის, მუქარისა და ზემოქმედების ქვეშ, მართლსაწინააღმდეგოდ, თამრიკო ღორჯომელიძეს  ათქმევინა, რომ თითქოსდა ზაირა ბ.-მ მისი შვილის ჩარიცხვისთვის აიღო 100 აშშ დოლარი და დაჰპირდა, რომ საქმეს შესაბამისს სვლელობას მისცემდა. თამრიკო ღორჯომელიძე სოფიო ჩიჩუას სთხოვს, რომ არ სურს შემდგომი პრობლემების შექმნა, პოლიციასთან ურთიერთობა, რაზეც სოფიო ჩიჩუა პასუხობს, რომ მაქსიმალურად შეეცდებოდა ამ სირთულეების გარეშე გარკვეულიყო საქმე. აუდიო-ჩანაწერში სოფიო ჩიჩუა ამბობს, რომ ზაირა ბ.-ს მიმართ აქვს შეუთავსებლობა, აღმზრდელს მოიხსენიებს არაერთიკურად, შეხვედრა კი მიმდინარეობს თამრიკო ღორჯომელიძის სულიერი აღელვების ფონზე, განწირული ტირილის ფონზე, რომ იმ უსიამოვნო საქმეში, რისთვისაც სოფიო ჩიჩუას სურდა მშობლის უკანონო აღიარება, თავად თამრიკო ღორჯომელიძე არ გარეულიყო. 

„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ სოფიო ჩიჩუამ მშობელ თამრიკო ღორჯომელიძესთან საუბრის ჩანაწერი გადაუგზავნა ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებას და მოსთხოვა რეაგირება. მოკვლევის დაწყებამდე, ზაირა ბ. და მისი შვილი ირინა პ, რომელიც არავითარ შემხებლობაში არ იმყოფებოდა ფაქტის იმიტაციასთან, გადაყვანილი იქნა ბათუმის სხვა სააღმზრდელო დაწესებულებაში. აღსაზრდელების გადაყვანის გამო, სოფიო ჩიჩუამ თავის რამდენიმე თანამზრახველთან ერთად, გადაყვანილი პედაგოგების წინააღმდეგ დაიწყო ცილისწამებლური კამპანია და სახელის გამტეხი ცნობების გავრცელება. მას შემდეგ, რაც საკითხის სერიოზულობა წარმოჩნდა, გადაყვანილი პედაგოგების ინტერესების დაცვის მიზნით, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ წერილით მიმართეს ქ. ბათუმის მერიას, რომლის ააიპ-ს წარმოადგენს ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანება და აჭარის ა/რ უმაღლესს საბჭოს, რომელიც ახორციელებს საზედამხედველო უფლებამოსილებას. ასევე, არაერთი წერლობითი კომუნიკაცია იქნა წარმოებული ააიპ ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებასთან. მხარემ თავად მოითხოვა, დაუყოვნებლივ დაწყებული საქმისწარმოება და გარკვეულიყო სიმართლე. შედეგად, გაერთიანების დირექტორის 2023 წლის 21 დეკემბრის ბრძანებით, N7 საბავშვო ბაღში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, დაიწყო დისციპლინური წარმოება, რაც 2024 წლის 5 აპრილს აღმზრდელების გამამართელებლი შედეგით დასრულდა. 

„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ საქმეზე წარმოდგენილი იქნა მშობელი თამრიკო ღორჯომელაძის აღიარებითი ჩვენებაც, რომელიც სოფიო ჩიჩუასთან შეხვედრის შემდეგ გაკეთდა. თამრიკო ღორჯომელიძე აცხადებს, რომ დროის არც ერთ ეტაპზე, ბავშვის დასახელებულ დაწესებულებაში არც რეგისტრაციის, არც მიღების და არც ერთ ეტაპზე, ზაირა ბ.-ეს მისთვის არავითარი თანხა ან სარგებელი არ გადაუცია. ასეთი სარგებლის მიღების მოთხოვნაც კი არ ყოფილა. ის, რაც ნამდვილი ნების წინააღმდეგ წარმოითქვა სოფიო ჩიჩუასთან კაბინეტში, თამრიკო ღორჯომელიძის განმარტებით, იყო გაუაზრებელი, უსაფუძვლო და იმ ნების შესაბამისი, დამყოლი, რომლის თქმასაც მისგან მოითხოვდა სოფიო ჩიჩუა. თამრიკო ღორჯომელიძე გრძნობდა სინდისის ქენჯნას, რომ შესაძლებელია, მისი დაუკვირვებელი მოქმედებით შეელახა ზაირა ბ.-ს პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია. ბაღის გამგესთან შეხვედრის შემდეგ, თამრიკო ღორჯომელიძე ბოდიშს უხდიდა ზაირა ბეჟანიძეს შექმნილი უხერხულობების გამო. 

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ააიპ ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებაში დისციპლინური საქმისწარმოების პარარელურად, მას შემდეგ, რაც სოფიო ჩიჩუამ მიიღო ინფორმაცია, რომ დისციპლინური წარმოება აღმზრდელების სასარგებლოდ უნდა დასრულებულიყო, ბაღების გაერთიანება შერჩევითი სამართლით ხელმძღვანელობას არ გეგმავდა, შესწავლილი იქნებოდა ყველა სადავო გარემოება, მოსალოდნელი სამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით, დაიწყო მშობლების ნაწილის მიმხრობა, მათი არაჯეროვანი ინფორმირება და დარწმუნება, რათა ხმამაღლა ესაუბრათ აღმზრდელების მხრიდან ბავშვებზე ძალადობის თუ ზემოქმედების შესახებ. საქმის მასალებით დგიდნება, რომ ამ მიზნით, გამგესთან დაახლოებული მშობლების მცირე ჯგუფმა (მათი ვინაობები საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი) სოციალურ ქსელში შექმნეს საერთო საკონატქტო ჯგუფი და განახორციელეს საუბრები აღმზრდელების მხრიდან აღსაზრდელებზე თითქოსდა უდიერი მოპრობის განხილვებზე, რათა მიმოწერები, როგორც მტკიცებულება, წარედგინათ ააიპ ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებაში და დაესვათ საკითხი იმიტირებულ ძალადობის არარსებულ ფაქტებზე. მათი საუბრის თემა მოცულია იმგვარი განმარტებებით, რომ თითქოსდა ბავშვებს წარსულში არ სურდათ ბაღში წასვლა და მას შემდეგ, რაც აღმზრდელები დროებით გადაყვანილი იქნენ სხვა სააღმზრდელო დაწესებულებაში, ბავშვები თითქოსდა სიხარული მოითხოვდნენ ბაღში წასვლას. გამოგონილი ფაქტების ფონზე, მშობლები საუბრობენ ბავშვების სტრესზე. ერთ-ერთი მშობელი წერს, რომ თავისი შვილი სახლში „კოფთა შეჭმული მიიყვანა შიშისგან“ (სტილი დაცულია). 

ამასთან, სოფიო ჩიჩუამ იმ ალიბის შესაქმნელად, რომ არავითარი პიროვნული უთანხმოება არ გააჩნდა ზაირა ბ.-სთან, მოამზადა კოლექტიური განცხადება ააიპ ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებაში წარდგენის მიზნით, სადაც ბაღის კოლეგა აღმზრდელებს ხელი მოაწერინა ტექსტზე, რომ „სოფიო ჩიჩუას მხრიდან არასოდეს არ ჰქონია ძალადობრივი, არაჯანსაღი და კონფლიქტური დამოკიდებულება არამხოლოდ ზაირა ბ.-სა და ირინა პ.-ს მიმართ, არამედ არცერთი თანამშომლის მიმართ“ (სტილი დაცულია). 

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც სოფიო ჩიჩუა დარწმუნდა, რომ ააიპ ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანება დისციპლინურ წარმოებაზე კანონიერ გადაწყვეტილებას იღებდა, განიზრახა შანტაჟისა და ზემოქმედების გზით მისაღები გადაწყვეტილებისთვის დაბრკოლების შექმნა. შედეგად, 2024 წლის 3 აპრილს, N7 ბაღთან შეიკრიბა იმ მშობლების მცირე ნაწილი, რომლებმაც პროტესტი გამოთქვეს ბაღში აღმზრდელების დაბრუნებაზე. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ პირები, რომლებიც ზაირა ბ.-ს და ირინა პ.-ს დაბრუნებას არ ემხრობოდნენ, არც ერთი მათგანის შვილი, გარდა ერთი მშობელისა, არ ირიცხებოდა აღმრდელებთან ჯგუფში. ამასთან, მედიასთან კომენტარს აკეთებდა სოფიო ჩიჩუას ოჯახის ნათესავები ან პირადი მეგობრები. აღნიშნული, კიდევ ერთხელ ხაზს უსმევს სოფიო ჩიჩუას მხრიდან განხორციელებულ საბოტაჟს, რომელიც ემსახურებოდა კანონიერი გადაწყვეტილების მიღებაზე პირდაპირ ზეწოლას და გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებელი პირის - ააიპ ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორის დავით დიასამიძის პერსონალურ შანტაჟს, რაც არ შედგა. აღსანიშნავია, რომ ცილისაწმებლურ განცხადებებს, რომელიც სოფიო ჩიჩუას დავალებით ცალკეულმა პირებმა გააკეთეს, აუცილებლად მიეცემა სამართლებრივი გაგრძელება. 

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ არც ზაირა ბ.-ს და არც ირინა პ.-ს, მათი სამსახურეობრივი მუშაობის მანძილზე, დროის არც ერთ მონაკვეთში, არავითარი დისციპლინური გადაცდომა არ ჰქონიათ და ორივე მათგანი სარგებლობდა მშობლებისა და აღსაზრდელების განსაკუთრებული პატივისცემითა და სიყვარულით. ზაირა ბ., 34 წლის განმავლობაში, ირინა პ. კი 14 წლის განმავლობაში, როგორც საუკეთესო აღმზრდელები, ისე ემსახურებოდნენ საამღზრდელო სფეროს და მათ მიმართ მომჩივანის სტატუსით არავინ გამოსულა. ორგანიზაციას მიაჩნია, რომ N7 ბაღის გამგის სოფიო ჩიჩუას ქმედებები ცილისწამებასთან ერთად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებსაც შეიცავდა, რასაც იურიდიული გაგრძელება მიეცემა.



კომენტარები