სასამართლო გადაწყვეტილებების საზოგადოებრივი კონტროლის ფარგლებში, პირველი შეხვედრა იმართება

15 ივნისი, 2024

2024 წლის 16 ივნისს, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“, სასამართლო გადაწყვეტილებების საზოგადოებრივი კონტროლის სადისკუსიო ფორმატს ქმნის და პროფესიული საზოგადოების მონაწილეობით, პირველ შეხვედრას გამართავს.

ახალი ინიციატივის მიზანია - გადაწყვეტილებების დასაბუთებულობის, სასამართლო ხელისუფლების ანგარიშვალდებულების გაზრდის, ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების პროცესში არსებული მიდგომების, მართლმსაჯულებაზე შესაძლო გავლენების კვლევისა და ინდივიდუალური მოსამართლის დამოკიდებულებების შეფასება.

სასამართლო გადაწყვეტილებების საზოგადოებრივი კონტროლის სადისკუსიო ფორმატის ფარგლებში შეხვედრას დაესწრებიან იურიდიული სფეროს მოწვეული წარმომადგენლები, ადვოკატები. სადისკუსიო ფორმატს ექნება მუდმივი ხასიათი და განხორციელდება ორგანიზაციის დამოუკიდებელი ინიციატივის ფარგლებში.



კომენტარები