სასამართლო გადაწყვეტილებების საზოგადოებრივი კონტროლი - რესტორან "ურმულის" წართმევის საქმე

16 ივნისი, 2024

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“, სასამართლო გადაწყვეტილებების საზოგადოებრივი კონტროლის სადისკუსიო ფორმატი შექმნა და პროფესიული საზოგადოების მონაწილეობით, პირველ შეხვედრა გამართა.

ახალი ინიციატივის მიზანი - გადაწყვეტილებების დასაბუთებულობის, სასამართლო ხელისუფლების ანგარიშვალდებულების გაზრდის, ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების პროცესში არსებული მიდგომების, მართლმსაჯულებაზე შესაძლო გავლენების კვლევისა და ინდივიდუალური მოსამართლის დამოკიდებულებების შეფასება იქნება. ამის შესახებ შეხვედრაზე ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა განაცხადა.

ორგანიზაციამ საჯარო დისკუსიის საგნად აქცია გარდაცვლილი ბიზნესმენ არსენ კუტალაძის ოჯახის საქმის განხილვა, რომელიც რესტორან „ურმულისა“ და საცხოვრებელი სახლის, მისამართზე: თბილისი, ესმა ონიანის ქუჩა, ნამდვილი მესაკუთრისთვის - გარდაცვლილის ოჯახისთვის დაბრუნების საკითხს შეეხება. კერძოდ, პროფესიული საზოგადოების დისკუსია შეეხო სარესტორნო, მოძრავი ტექნიკისა და დისტრიბუციის სფეროში ცნობილი ბიზნესმენის არსენ კუტალაძის გარდაცვალების შემდეგ გამოვლენილ ფაქტებს, რა დროსაც აღმოჩნდა, რომ შპს ,,A M D“-ის 100% წილი არსენ კუტალაძის მიერ უსასყიდლოდ იქნა დათმობილი ძმის - მერაბ კუტალაძის მიმართ, ხოლო მშენებარე სახლი - ჩუქების ხელშეკრულებით არასრულწლოვანი ძმისშვილის - მერაბ კუტალაძის შვილის, გიორგი კუტალაძის მიმართ.

გარდაცვლილი ბიზნესმენის ოჯახისთვის სადავო რესტორნისა და საცხოვრებელი სახლის გასხვისების თაობაზე ცნობილი არსენ კუტალაძის დაღუპვის - 2019 წლის 9 იანვრის შემდეგ, სამკვიდრო ქონებაზე სანოტარო მოქმედებების შედეგად გახდა. თბილისის საქალაქო სასამართლო მოსამართლე ლიანა კაჟაშვილის თავმჯდომარეობით, ვერ აღმოჩნდა გავლენებისგან თავისუფალი და გარიგებების ბათილად ცნობა მხოლოდ ერთადერთი მოტივაციით არ მოახდინა - დაეყრდნო მოწმეთა ჩვენებებს, რომლებიც სადავო სახლის მშენებლობის პროცესში მონაწილეობდნენ, როგორც მშენებლები, როგორც არქიტექტორები და ამბობდნენ, რომ დამკვეთს მხოლოდ მერაბ კუტალაძე წარმოადგენდა. რაც შეეხება სარესტორნო წილის უსასყიდლოდ გადასვლის გარემოებას, სასამართლომ აღნიშნა, რომ არსენ კუტალაძეს თავისუფალი ნება ჰქონდა გამოვლენილი, რაც ობიექტურ სინამდვილეს და წინაპირობებს არ შეესაბამება.

სასამართლო გადაწყვეტილების განხილვას სადისკუსიო ფორმატის ფარგლებში იურიდიული სფეროს წარმომადგენლები დაესწრო. სადისკუსიო ფორმატს ექნება მუდმივი ხასიათი და ჩატარდება ორგანიზაციის დამოუკიდებელი ინიციატივის ფარგლებში. მომდევნო შეხვედრა 2024 წლის ივლისში შედგება.



კომენტარები