„საქართველოს ბანკმა“ „American Express Plus”-ის ბარათების საქმე სააპელაციო სასამართლოშიც წააგო

19 ივნისი, 2024

2024 წლის 19 ივნისის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, არ დაკმაყოფილდა ს.ს. „საქართველოს ბანკის“ სააპელაციო საჩივარი, რომელიც American Express Plus”-ის ბარათების საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვებას ეხებოდა. სასამართლომ „American Express Plus”-ის ბარათების არასწორად გაცემის საქმეზე საცალო ფილიალების ქსელის მართვის დეპარტამენტის დირექტორ გრიგოლ უშვერიძის ბრძანება ფილიალის მმართველის გათავისუფლებაზე უკანონოდ ცნო და  ბანკს იძულებითი შრომის ანაზღაურებისა და უკანონოდ გათავისუფლების ფაქტის გამო, დამატებითი კომპენსაციის გადახდა დაევალა. განცხადებას აღნიშნულის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ავრცელებს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“, საქმის მასალებზე დაყრდნობით, აღნიშნავს, რომ დასაქმებულ ფილიალის მმართველსა და ბანკს შორის არსებობდა უვადო შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა. მმართველი ს.ს. „საქართველოს ბანკში“ დასაქმებული გახლდათ 2013 წლიდან და მასთან უკანასკნელად შრომითი ხელშეკრულება გაფორმდა 2014 წლის თებერვალში. პირი გათავისუფლებამდე საქმიანობდა საცალო ფილიალების ქსელის მართვის დეპარტამენტის სერვის ცენტრის მმართველის პოზიციაზე. საქმის მასალებით დგინდება, რომ მხარეთა შორის ხანგრძლივი შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის განმავლობაში, მმართველი კეთილსინდისიერად და მაღალი პროფესიონალიზმით ასრულებდა დაკისრებულ უფლებებსა და მოვალეობებს. დროის არც ერთ ეტაპზე, მის მიმართ გამოყენებული არ ყოფილა დისციპლინური სახდელი.

2022 წლის 6 იანვარს, ბანკმა ფილიალის მმართველი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. გათავისუფლების სადავო ბრძანება დაეფუძნა საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ" ქვეპუნტი. გათავისუფლების ბრძანების გადაცემის მცდელობის მომენტში და არც შემდეგ, ბანკის მხრიდან არ ყოფილა განმარტებული გათავისუფლების მიზეზების თაობაზე. გათავისუფლების ბრძანების მიღებამდე, მხარეთა ახსნა-განმარტების, მოწმეთა ჩენებებისა და სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით დგინდება, რომ ს.ს. „საქართველოს ბანკის“ შიდა კონტროლის დეპარტამენტი ინტერესს გამოხატავდა შესწავლილიყო 2021 წლის ნოემბრის თვეში, ახალი პროდუქტის „American Express Plus”-ის ბანკის სახელფასო პროგრამაში მონაწილე ერთ-ერთი იურიდიული პირის მიმართ გაცემის პროცედურა. დგინდება, რომ მმართველის ფილიალიც ბანკში დაწყებული 1-თვიანი აქციის ფარგლებში, აქტიურ მონაწილეობას იღებდა „American Express Plus”-ის იურიდიული პირების მიმართ შეთავაზების პროცესში და ყველა დეტალი შეთანხმებული იქნა ბანკის რეგიონულ მენეჯერ მიხეილ ძნელაძესთან, რომელიც თანამდებობრივად წარმოადგენდა ფილიალის მმართველის უშუალო ხელმძღვანელს - ზედამხედველს.

დგინდება, რომ 2021 წლის დეკემბრის თვეში, ფილიალის მმართველსა და მიხეილ ძნელაძეს შორის საკითხზე მსჯელობის მიზნით განხორციელებულია, როგორც შეხვედრა, ასევე სატელეფონო კონტაქტიც. დგინდება, რომ ბანკის შიდა კონტროლის დეპარტამენტი დაინტრესებული იქნა მხოლოდ მმართველის ახსნა-განმარტებით და საკითხის შესწავლის ხარისხიდან გამომდინარე, გამოკითხული არ იქნა არც ბანკის რეგიონული მენეჯერი მიხეილ ძნელაძე (როგორც დავალების გამცემი და როგორც ხელმძღვანელი, რომელიც ყველა ნიუანსზე იმყოფებოდა საქმის კურსში) და არც საცალო ფილიალების ქსელის მართვის დეპარტამენტის სერვის ცენტრის სხვა თანამდებობრივი უფლებამოსილების მქონე პირები.

ფილიალის მმართველის გათავისუფლების ბრძანება მიღებულია ს.ს. „საქართველოს ბანკის“ შიდა კონტროლის დეპარტამენტის დასკვნის გარეშე. შესაბამისად, ინტერესს იწვევდა სადავო ბრძანების კანონიერება იმ კუთხითაც, რომ თუ ს.ს. „საქართველოს ბანკის“ შიდა კონტროლის დეპარტამენტში მიმდინარეობდა ერთ-ერთი იურიდიული პირის მიმართებით „American Express Plus”-ის გაცემის პროცედურასთან დაკავშირებული შესწავლა, მოსმენილი იქნა ფილიალის მმართველის ახსნა-განმარტება, საცალო ფილიალების ქსელის მართვის დეპარტამენტის დირექტორი (სადავო ბრძანების მიმღები) რატომ არ დაელოდა შედეგების წარმოდგენას. სადავო ბრძანებაში მითითებულია მხოლოდ გათავისუფლების საფუძვლები, მმართველისთვის კი გათავისუფლების მომენტში უცნობი იყო, თუ რომელი სადავო ფაქტის გამო წყდებოდა შრომითი ხელშეკრულება.

შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც ს.ს. „საქართველოს ბანკმა“ მოისმინა ფილიალის მმართველის ახსნა-განმარტება, რაც თავისი არსით არ მიემართებოდა ს.ს. „საქართველოს ბანკის“ მხრიდან დასახელებულ პრეტენზიებს, არ მომხდარა სადავო ფაქტების ყოველმხრივი შესწავლა და გამოკვლევა, არ გამოკითხულან სადავო ფაქტებზე დავის საგანთან შემხებლობაში მყოფი ს.ს. „საქართველოს ბანკის“ სხვა უფლებამოსილების მქონე პირები, ფილიალის მმართველს არ მისცემია სათანადო არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობა, მხარეს მიაჩნდა, რომ გასაჩივრებული გათავისუფლების ბრძანების კანონიერების შემოწმება მით უფრო მოითხოვდა სასამართლოს კონტროლს.

ბანკის პრეტენზია მდგომარეობდა შემდეგში - თითქოსდა ფილიალის მმართველმა დაარღვია ს.ს. „საქართველოს ბანკში“ ორგანიზაციის სახელფასო პროგრამით მომსახურების პროცედურა. კერძოდ, მმართველის მიერ ერთ-ერთი იურიდიული პირის თანამშრომლის მეილზე (რომელიც არ არის გაწერილი ბანკის პროგრამაში ორგანიზაციის ოფიციალურ საკონტაქტო პირად) მოხდა საინფორმაციო შეტყობინების/პრეზენტაციის გაგზავნა ს.ს. „საქართველოს ბანკის“ „American Express Plus”-ის ბარათის თაობაზე და არაუფლებამოსილი პირის თანხმობით ბარათების შეკვეთა. პროცედურით დადგენილი წესის თანახმად, თანამშრომლების სია უნდა წარმოადგინოს კომპანიამ, რომელიც ითხოვს სახელფასო ბარათების დამზადებას. ნაცვლად აღნიშნულისა, თანამშრომელთა რეესტრი მმართველმა ამოიღო ბანკის პროგრამიდან, რომელიც არ იყო შეთანხმებული კომპანიასთან და შესაბამისად, მისი ბეჭდვური ვერსიაც არ იყო ხელმოწერილი. კომპანიის მიერ მოგვიანებით იქნა ხელმოწერილი  ოფიციალური მომართვა/განაცხადი ბარათების დამზადებაზე, ხოლო ბარათები გადაეცა არაუფლებამოსილ წარმომადგენელს.

საქმის მასალების მიხედვით, მოწმეთა ჩვენებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების შედეგად, სასამართლო დარწმუნდა ბანკის პრეტენზიების უსაფუძვლობაში. კერძოდ, დაცვის მხარემ შესძლო მტკიცების ტვირთის დაძლევა და დასაბუთება, რომ პროცედურა ს.ს. „საქართველოს ბანკში“ ორგანიზაციის სახელფასო პროგრამით მომსახურების შესახებ არ უნდა ყოფილიყო  გამოყენებული და არ არის კავშრირში „American Express Plus”-ის ბარათების გაცემის პროცესში. პროცედურა ს.ს. „საქართველოს ბანკში“ ორგანიზაციის სახელფასო პროგრამით მომსახურების შესახებ წესის გამოყენება ხდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევების დროს, როდესაც სახელფასო პროგრამაში ახალი სუბიექტის დამატება უნდა მომხდარიყო. ასეთ დროს ბარათების დამზადება ექცეოდა ცენტრალიზებული წესით, რომელშიც სერვის ცენტრის თანამშრომლების ჩაართულობა არ იყო საჭირო.

ამასთან, სერვის ცენტრებსა და ფილიალებს გააჩნდათ უფლებამოსილება, არაცენტრალიზებული წესით ეწარმოებინათ ბარათების დამზადებისა და შეთავაზების პროცესი, შეევსოთ შაბლონები ხელით, რაც ეფუძნებოდა სახელფასო პროგრამაში უკვე ჩართულ იურიდიულ პირებთან ელექტრონული კომუნიკაციის სტანდარტს და ფორმებს.

მხარემ წარმოადგინა არგუმენტები, რომლითაც სასამართლო დარწმუნდა, რომსაქართველოს ბანკსახალი პროდუქტი American Express Plus”-ის ბარათი არ დაუმზადებია სახელფასო პროგრამის ფარგლებში, ვინაიდან ბარათის შეთავაზება .. „საქართველოს ბანკმამოახდინა ფიზიკური პირების მიმართაც, რომლებიც არ იყვნენ არც .. „საქართველოს ბანკისსახელფასო პროგრამაში მონაწილე პირები. .. „საქართველოს ბანკმაახალი პროდუქტი „American Express Plus”-ის ბარათი დაამზადა წარმოებული 1-თვიანი აქციის ფარგლებში, რათა ახალი პროდუქტის მეშვეობით, მეტი გაყიდვით, ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ შეთავაზებით მოეხდინა დახარჯული თანხის მოძრაობის კონტროლი თავისსივე ტერმინალებზე და პირადი სერვისების პოპულარიზაცია. .. „საქართველოს ბანკმაახალი პროდუქტი „American Express Plus”-ის ბარათი შესთავაზა, მათ შორის სახელფასო პროგრამაში ჩართულ იურიდიულ პირებს. შეთავაზება მოხდა დამატებითი ბარათის სახით, უსასყიდლოდ, აქციის ფარგლებში.

რაც შეეხება ფილიალის მმართველის მიერ „American Express Plus”-ის ბარათის შეთავაზებას ბანკის სახელფასო პროგრამაში ჩართული ერთ-ერთი იურიდიული პირის მიმართ, დადგინდა, რომ დასახელებული იურიდიული პირის დასაქმებულთა მონაცემი დაცული გახლდათ ბანკის პროგრამაში. პროგრამის განახლებაზე პასუხისმგებელი არ ყოფილა მმართველი. სახელფასო პროგრამაში მონაწილე სუბიექტებთან დაკავშირებული საკითხები შედიოდა სახელფასო მენეჯერის და მის დაქვემდებარებაში არსებულ დეპარტამენტის უფლებამოსილებაში. ფილიალის მმართველს გააჩნდა ლეგიტიმური წვდომა ამ პროგრამათან და ამ პროგრამიდან მონაცემების გამოყენება წარმოადგენდა მისი სამსახურეობრივ ერთ-ერთ ფუნქციას. ფილიალის მიერ „American Express Plus”-ის ბარათების გაცემის წესი მმართველის მხრიდან უშუალოდ იქნა შეთანხმებული უშუალო ხელმძღვანელთან - ბანკის რეგიონულ მენეჯერ მიხეილ ძნელაძესთან. ამდენად, ფილიალის მმართველს „American Express Plus”-ის ბარათების იურიდიული პირის მიმართ შეთავაზების პროცესში, არ დაურღვევია ბარათების ან დამზადების ან გაცემის ან დაბრუნების ან განადგურების პროცედურა, კომუნიკაცია ან უშუალო ხელმძღვანელთან ინფორმირებისა ან/და ანგარიშვალდებულების სტანდარტი.

ორგანიზაციის განმარტებით, გაუგებარია, გათავისუფლების გადაწყვეტილების მიზანი ფილიალის საკადრო პოლიტიკის შეცვლას ემსახურებოდა თუ პერსონიფიცირებული მოტივებით იყო განპირობებული, რაც მოსარჩელესთან მიმართებით - არათანაზომიერი და დაუსაბუთებელი (დაუმსახურებელი) მოპყრობით გამოიხატა. მიღებული გადაწყვეტილება არ ემსახურებოდა არცლეგიტიმურ მიზანს“, ხოლო საუბარი შეუძლებელიაპროპორციულმიდგომაზე, ვინაიდან არ არსებობს ქმედება, რომელიც გადაწყვეტილებისპროპორციულობისშესახებ დასკვნებს გააჩენდა. იმ პრეტენზიებისა და საფუძვლების მხედველობაში მიღებითაც, რაც სადავო ბრძანების გამოცემის საფუძველი გახდა, ბანკის გასაჩივრებული გადაწყვეტილება ცდება ყოვეგვარ „ლეგიტიმურ მიზანს“ და „პროპორციულობის“ ტესტს, ვინაიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა არის უკიდურესი ღონისძიება, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს გამონაკლის და მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, მყარი საფუძვლის არსებობის პირობებში. სასამართლო, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების დროს, მხარის სწორედ ამ შეფასებას დაეყრდნო და გაიზიარა.

ცნობისთვის: მხარემ სასამართლოს 2022 წლის 7 თებერვალს მიმართა. საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ნათია მარშანიამ განიხილა, თბილისის სააპელაციო სასამართლოში კი - მერაბ ლომიძემ. ფილიალის მმართველის კანონიერი ინტერესები ორგანიზაციის სახელით ლიზი ზუხბაიამ (პირველი ინსტანციის სასამართლოში) და არჩილ კაიკაციშვილმა წარმოადგინეს.



კომენტარები