უმცროსი იურისტი (სტაჟირების კონკურსი)

8 სექტემბერი, 2024

დასახელება: უმცროსი იურისტი (სტაჟირების კონკურსი)

გამოქვეყნება: 08 სექტემბერი/ბოლო ვადა 13 ოქტომბერი, 2024    

ადგილმდებარეობა:  თბილისი

სტაჟირების ხანგრძლივობა:  4 თვე

ორგანიზაცია აღმასრულებელი გუნდის ახალი წევრებით შევსების მიზნით, უმცროსი იურისტის პოზიციაზე, აცხადებს სტაჟირების კონკურს იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისთვის.

შერჩეულ წევრთან/წევრებთან, 4 თვის განმავლობაში, გაფორმდება სტაჟირების ხელშეკრულება, სტაჟირება კი მიზნად ისახავს ორგანიზაციაში არსებული პროფესიული გამოცდილების, კომპეტენციისა და შესაძლებლობების გაზიარებას. სტაჟირების პერიოდი არ ანაზღაურდება.

ორგანიზაციის აღმასრულებელი გუნდის წევრის მიმართ წარდგენილი აუცილებელი შერჩევის მოთხოვნებიდან გამომდინარე, კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

პირველ ეტაპზე, შეფასდება შემოსული აპლიკაცია;

მეორე ეტაპზე ორგანიზაცია გასაუბრებაზე დაუკავშირდება მხოლოდ დამაჯერებელი შესაძლებლობის, აქტიური და საინტერესო Cv–ის ავტორს;

მესამე ეტაპზე კანდიდატთან მოხდება გასაუბრება;

მეოთხე ეტაპზე ორგანიზაცია გამოავლენს შეჩეულ კანდიდატს.

საქმიანობა, რომელსაც ორგანიზაციის აღმასრულებელი გუნდის წევრი - უმცროსი იურისტი განახორციელებს:

  • ორგანიზაციის ხელმძღვანელთან ერთად, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების სტატუსით, მონაწილეობას მიიღებს მიმდინარე სასამართლო დავებში,
  • გაეცნობა სამართალწარმოების განხორციელების პრაქტიკულ საშუალებებს, სტრატეგიების დაგეგმვას, მისი აღსრულების მექანიზმს, პროცესუალური კანონმდებლობის მისადაგების ხერხებსა და ფარგლებს,
  • მოახდენს სამართლის, საზოგადოების, პოლიტიკისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მიმდინარე საკითხების ანალიზს და საჯარო გამოსვლების ფორმებით, გააცნობს საზოგადოებას,
  • მონაწილეობას მიიღებს სამართლებრივი დასკვნების მომზადებასა და წარდგენის პროცესში, ჩაერთვება მონიტორინგებისა და კანონის ექსპერტიზის პროცესში,
  • ჩაერთვება ორგანიზაციის სამოქალაქო კამპანიების მომზადებასა და განხორციელების პროცესში,
  • ორგანიზაციის სახელით, მიეცემა საჯარო და კერძო სტრუქტურებთან ურთიერთობის საშუალება,
  • მოუწევს უცხოენოვანი მასალის გაცნობა, თარგმნა და ანალიზი.

პროფესიული კომპეტენცია, რომლის ცოდნაც მოეთხოვება კანდიდატს:

  • საქართველოს კონსტიტუცია;
  • საქართველოს სამოქალქო კოდექსი;
  • საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
  • საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
  • საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსი;
  • საქართველოს შრომის კოდექსი;
  • ბავშვის უფლებათა კოდექსი;
  • სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ კანონი;

პრაქტიკული კომპეტენცია, ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომელიც განსაზღვრავს კანდიდატის შეფასების ფარგლებს

  • ორგანიზაციის საქმიანობის, სტრატეგიისა და საზოგადოებრივი ფუნქციის სიღმისეული გააზრება;
  • მოტივირებული და ინიციატივიანი ახალგაზრდა, რომელსაც შეუძლია ეფექტურად მუშაობა, როგორც გუნდთან და ხელმძღვანელთან ერთად, ისე დამოუკიდებლად;
  • კომუნიკაბელური, ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
  • თავისუფლების მაღალი ხარისხი და პოლიტიკური მიუმხრობლობა;
  • პროფესიული სტრესის მართვის უნარი;
  • განსხვავებული აზრის პატივისცემის უნარი;
  • ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა (სასურველია რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა);
  • კომპიუტერული პროგრამების (MS Office: Word, Excel; PowerPoint; Internet) სრულყოფილი ცოდნა.

კანდიდატი შეირჩევა შემდეგი მოთხოვნების მიხედვით:

განათლება:

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იურიდიული მიმართულების III, IV საფეხურის სტუდენტები. ორგანიზაცი განიხილავს II საფეხურის სტუდენტის განაცხადებსაც და მონაცემების მაღალი დარწმუნების პირობებში შერჩეული იქნება ასეთი რეზიუმეც, კონკურსის საერთო მოთხოვნების შესაბამისად.

კონკურში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ  შემდეგი დოკუმენტები:

  1. CV (მიუთითეთ საკონტაქტო ინფორმაცია, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ფაქტობრივი მისამართი, ტელეფონი, ფოტოსურათი);
  2. სამოტივაციო წერილი (სასურველია აპლიკანტმა იმსჯელოს და დაასაბუთოს ინიციატივა, რომელსაც მიიჩნევს გამოწვევად და ორგანიზაციაში საქმიანობის დაწყება დაეხმარება საკითხის აქტუალობასა და განხორციელებაში).

განსაკუთრებული აღნიშვნვა

  1. გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ მხოლოდ ქართულენოვანი Cv შემდეგ მისამართზე: vakanciayb@gmail.com
  2. სათაურში მიუთითეთ სიტყვა: „სტაჟირება“.

ორგანიზაცია მკაცრად იცავს კანდიდატის შერჩევის დროს შემდეგ პირობებს:

  • უპირატესობა მიენიჭება კანდიდატებს, რომლებიც იცნობენ ორგანიზაციის საქმიანობას;
  • გასაუბრებაზე დავუკავშირდებით მხოლოდ დამაჯერებელი შესაძლებლობის, აქტიური და საინტერესო Cv–ის ავტორს,
  • არ დავუკავშირდებით პირს, რომელიც საქმიანობს სხვა იურიდიულ ფირმასა თუ სამოქალაქო ორგანიზაციაში


კომენტარები