ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ მედიაციის ინსტიტუტის საქმიანობის, ხარვეზებისა და შესაძლო ახალი რეგულაციების შემოღების თემაზე კონფერენცია: „სამედიცინო მედიაციის კომპეტენციის ფარგლები საქართველოში“ – მოამზადეს.
კონფერენციაზე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: „სამედიცინო მედიაციის სასამხური საქართველოში“; „მსგავსებები და განსხვავებები კლასიკურ მედიაციასა და საქართველოში არსებულ სამედიცინო მედიაციას შორის“, „სამედიცინო მედიაცია საზღვარგარეთის ქვეყნებში“ და „სამედიცინო მედიაციის პროცესი და სასამართლოს მონაწილეობა აღნიშნულ პროცესში“. პრობლემატური საკითხები კონფერენციაზე თსუ დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის წარმომადგენელმა, გიორგი ცერცვაძემ. პრაქტიკოსმა ადვოკატმა ირაკლი ჩიკაშუამ და ორგანიზაციის ერთ–ერთმა ხელმძღვანელმა, მარიკა არევაძემ წარმოადგინეს.
როგორც შესავალ სიტყვაში, „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა აღნიშნა, ფართო საზოგადოების ყურადღების ცენტრშია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი „სამედიცინო მედიაციის სამსახური“, რომელიც განიხილავს დაინტერესებული პირების განცხადებებსა თუ საჩივრებს ჯანმრთელობის სფეროში წარმოშობილ პრობლემურ საკითხებთან დაკავშრებით. სამედიცინო მედიაციის სამსახურს, განსხვავებით მედიაციის კლასიკური ფორმისა, დღეს მოქმედი კანონმდებლობით, მინიჭებული აქვს განსხვავებული ფუნქციები. კერძოდ, მედიაციის სამსახური განსახილველად შესულ განცხადებებსა თუ საჩივრებზე იღებს რეკომენდაციებსა ან/და გადაწყვეტილებებს, ეს უკანასკნელი კი მხარეთათვის შესასრულებლად სავალდებულოა.
ამასთან, მედიაციის სასამხური უფლებამოსილია გამოიყენოს სანქციები სამედიცინო დაწესებულებებისა და სადაზღვევო კომპანიების მიმართ. მედიაცია დავის გადაწყვეტის ერთ-ერთი ალტერნატიული ფორმაა. კლასიკური გაგებით მედიაცია წარმოადგენს პროცესს, რომელსაც მხარეები მიმართავენ რათა მედიატორის დახმარებით სწრაფად და ეფექტურად მიაღწიონ შეთანხმებას და ამოწურონ სადაო საკითხი. ამასთან მედიატორი არ იღებს გადაწყვეტილებებს სადაო საკითხის შესახებ, არამედ მხარეებს ეხმარება შეთანხმების მიღწევაში და შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებაში. 2011 წლის ბოლოდან საქართველოში ამოქმედდა სასამართლო, სანოტარო და სამედიცინო მედიაციის ინსტიტუტები.
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ მიზანშეწონილად მიიჩნიეს სამედიცინო მედიაციის შესახებ საქართველოში არსებული საკანონმდებლო ბაზის მიმოხილვა, პრობლემური საკითხების გამოვლენა და მათი აღმოფხვრის მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება. ამ მიმართულებით, პროექტ „ინსტიტუციური დიალოგი აღმასრულებელ, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლებასთან“ ფარგლებში, ორგანიზაცია სფეროს წარმომადგენლებთან ფართო დისკუსიის ფონზე, მოამზადებს სარეკომენდაციო პაკეტს და წარმოადგენს საკითხზე დასკვნას. „ახალგაზრდა ადვოკატები“ დოკუმენტს 2014 წლის მარტში გამოაქვეყნებს.
კონფერენციას ესწრებოდნენ სადაზღვევო კომპანიის, სამედიცინო დაწესებულებების, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, სახალხო დამცველისა და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზციების წარმომადგენლები. ასევე, დისკუსიაში მონაწილოება მიიღეს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა.