„ახალგზარდა ადვოკატები“ მამუკა მდინარაძეს შეხვდნენ

5 დეკემბერი, 2013

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნებთან დაკავშირებით, საარჩევნო პროგრამების გაცნობის მიზნით, კანდიდატებთან შეხვედრებს განაგრძობს. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ორგანიზაციამ მეორე შეხვედრა თავმჯდომარეობის კანდიდატთან, მამუკა მდინარაძესთან გამართა. შეხვედრას ორგანიზაციის სამუშაო გუნდის მთლიანი შემადგენლობა და წევრი ადვოკატები ესწრებოდნენ.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ მომზადებულ შეხვედრაზე ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატმა ორგანიზაციას სამომავლო გეგმები გააცნო და მის პრიორიტეტებზე ისაუბრა. მამუკა მდინარაძემ ადვოკატებს საარჩევნო პროგრამა „აირჩიე ახალი“ შესთავაზა. მისივე განცხაებით, თავმჯდომარედ გახდომის შემთხვევაში, ადვოკატთა ასოციაციის მმართველი რგოლი – თავმჯდომარე, აღმასრულებელი საბჭო, ეთიკისა და სარევიზიო კომისია უფლებამოსილებას შეიმცირებს და ორი წლის ვადით ჩამოყალიბდება. მამუკა მდინარაძემ ადვოკატებს საკანონმდებლო ინიციატივებზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით შემდეგ ცვლილებებს განახორციელებს: აამაღლებს ადვოკატის პროცესუალურ იმუნიტეტს, დაწესდება საგადასახადო შეღავათები საადვოკატო მომსახურებისთვის, სახაზინო ადვოკატს აღარ ექნება ყველა საქმეში ჩართულობის უფლება, ადვოკატთა ასოციაცია გახდება კერძო სამართლის იურიდიული პირი და სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელდება ცვლილება, რომლითაც ადვოკატისთვის ხელის შეშლა იქნება დასჯადი. ამასთა, მამუკა მდინარაძემ იმ პრიორიტეტებზეც ისაბრა, რომლიც დაკავშირებულია ადვოკატთა ასოციაციის რებრენნდინგთან და აღნიშნა, რომ ასოციაციის ბიუჯეტი იქნება გამჭვირვალე და ყველა ადვოკატი ონლაინ რეჟიმში შეძლებს გაეცნოს ხარჯვით ნაწილს. მამუკა მდინარაძის თქმით, ადვოკატთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტთან ურთიერთობის დროს შემოიღებს საპარლამენტო მდივნის ინსტიტუტს, რათა საკანონმდებლო ორგანოსთან კომუნიკაცია იყოს ეფექტური და შედეგიანი.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ მამუკა მდინარაძეს ახალი ინიციატივა გააცნეს. კერძოდ, ორგანიზაცია გამოვიდა წინადადებით, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში შეიქმნას ახალგაზრდა ადვოკატების უფლებების დაცვის დროებითი კომისია, რომელიც იტვირთებდა უფლებამოსილებას ასოციაციის საქმიანობაში, ასაკით ახალგაზრდა ადვოკატების მეტი ჩართულობისა და თანამონაწილეობისათვის. კომისია მოახდენდა ახალგაზრდა ადვოკატების მიერ წარმოდგენილი საჩვრებისა თუ განცხადებების ეფექტურ განხილვას. მისი კომპეტენციის ფარგლებში, შექმნიდა ისეთ სისტემას, რომელიც ახალგაზრდა ადვოკატების პროფესიულ განვითარებას და საერთაშორისო კონტაქტებს უზრუნველყოფდა. მამუკა მდინარაძემ ინიციატივის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მიუთითა, რომ წინადადებას, თავმჯდომარედ გახდომის შემთხვევაში, აღმასრულებელ საბჭოსთან განიხილავს და იდეის მხარდამჭერი იქნება.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, ორგანიზაცია ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის თანამდებობაზე, ჯერ–ჯერობით, ღია მხარდაჭერას არც ერთი კანდიდატის მიმართ არ გამოხატავს. ორგანიზაციის ყველა წევრი თავის არჩევანს შინაგანი რწმენის საფუძველზე, საარჩევნო პროგრამების მიხედვით მიიღებს. არჩილ კაიკაციშვილის თქმით, „ახალგაზრდა ადვოკატები“ 7 დეკემბერს სპეციალურ განცხადებას გაავრცელებენ, სადაც შეფასებული იქნება არჩევნებში მონაწილე ორი ძლიერი კანდიდატის – ზაზა ხატიაშვილისა და მამუკა მდინარაძის საარჩევნო პროგრამები.

ცნობისთვის: საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ახალ თავმჯდომარეს, აგრეთვე აღმასრულებელ საბჭოს, ეთიკისა და სარევიზიო კომისიებს 2013 წლის 8 დეკემბერს, საერთო კრებაზე აირჩევს. 



კომენტარები