ბათუმის საქალაქო სასამართლო N7 ბაღში ორი გამართლებული პედაგოგის დაბრუნების საქმის განხილვას იწყებს

14 ივნისი, 2025

2025 წლის 17 ივნისს, ბათუმის საქალაქო სასამართლო ა(ა)იპ ბათუმის საბავშვი ბაღების გაერთიანების მიმართ ორი პედაგოგის: ზაირა ბ.-ისა და ირინა პ-ის საქმის განხილვას იწყებს, რომლითაც N7 ბაგა-ბაღში აღმზრდელის პოზიციაზე დაბრუნების მოთხოვნას შეეხება. სასამართლოს მეშვეობით მოთხოვნილია ბაღების გაერთიანების დირექტორის ბრძანებების ბათილად ცნობა, რომლითაც პედაგოგების სხვა სააღმზრდელო დაწესებულებაში გადაყვანა მათთან შეთანხმების გარეშე, მათი ნების საწინააღმდეგოდ განხორციელდა. მიუხედავად იმისა, რომ გაერთიანებამ ორი პედაგოგის საკითხზე დისციპლინური წარმოება დისციპლინური გადაცდომის არარსებობის გამო შეწყვიტა, დღემდე სრულიად უსაფუძვლოდ არ ხდება ზაირა ბ.-ისა და ირინა პ-ის პირვანდელ სამუშაო ადგილზე დაბრუნება, რაც დავის სასამართლო წესით გაგრძელების საფუძველი გახდა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განმარტებით, საქმის მასალებით დგინდება, რომ 2024 წლის 5 აპრილს, ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების N7 საბავშვო ბაღში ორი ამღზრდელის საკითხთან დაკავშირებით დაწყებული დისციპლინური წარმოება, დისციპლინური გადაცდომის არარსებობის გამო შეწყდა. აღმზრდელებს კანონსაწინააღმდეგო არც ერთი მოქმედება არ დაუდასტურდათ, მათ შორის არასრუწლოვანებზე რაიმე ფორმით ზემოქმედება. ასევე, არ დადასტურდა ერთ-ერთი აღსაზრდელის კანონის გვერდის ავლით ჩარიცხვის პროტექცია თანხის - 100 აშშ დოლარის თითქოსდა მშობლისგან მიღების სანაცვლოდ.

შესაბამისად, მიღებულმა გადაწყვეტილებამ აჩვენა, რომ ორი აღმზრდელის მიმართ ადგილი ჰქონდა პიროვნული შეუთავსებლობისა და შურისძიების მოტივებით წარმოებულ უკანონო მმართველობით ღონისძიებას, რომელიც დაგეგმა და განახორციელა N7 ბაგა-ბაღის გამგე სოფიო ჩიჩუამ. სამწუხაროდ, ამ პროცესის მონაწილე, ნებსით და უნებლიეთ, გახდა არასრულწლოვანთა მშობლები, რომელთა მცირე ნაწილიც დაკავშირებულია ბაღის ჯერ კიდევ მოქმედი გამგის პირად ურთიერთობებთან.  

მას შემდეგ, რაც სოფიო ჩიჩუა დაინიშნა ბაღის დირექტორად, სრულიად დაუმსახურებლად და უპატიებლად, წარსულში არსებული ე.წ. წყენა გამოიყენა ზაირა ბ.-ძის წინააღმდეგ, რათა მოეშორებინა საკუთარი ტერიტორიული სივრციდან, წინასწარი შეცნობით, უზრუნველყო კანონსაწინააღმდეგო მტკიცებულების მოპოვება და შექმნა, განახორციელა პირის იძულება და დაშინება, დანაშაულის პროვოკაცია და უკანონო მმართველობითი ღონისძიების განხორციელება, პირადი მიზნებით, რასაც შედეგად მოჰყვა ზაირა ბ.-ძის, ასევე მისი შვილის, ამავე ბაღის აღმზრდელის, ირინა პ.-ს სამუშაო ადგილიდან დროებით გადაყვანა

კერძოდ, სოფიო ჩიჩუამ იძულების, შანტაჟის, მუქარისა და ზემოქმედების ქვეშ, მართლსაწინააღმდეგოდ, ბაღის აღსაზრდელის ერთ-ერთ მშობელს, თამრიკო ღორჯომელიძეს ათქმევინა, რომ თითქოსდა ზაირა ბ.-მ მისი შვილის ჩარიცხვისთვის აიღო 100 აშშ დოლარი და დაჰპირდა, რომ საქმეს შესაბამისს მსვლელობას მისცემდა. თამრიკო ღორჯომელიძე სოფიო ჩიჩუას სთხოვს, რომ არ სურს შემდგომი პრობლემების შექმნა, პოლიციასთან ურთიერთობა, რაზეც სოფიო ჩიჩუა პასუხობს, რომ მაქსიმალურად შეეცდებოდა ამ სირთულეების გარეშე გარკვეულიყო საქმე. აუდიო-ჩანაწერი, რომელიც თავად ბაღის გამგემ შექმნა, სოფიო ჩიჩუა ამბობს, რომ ზაირა ბ.-ს მიმართ აქვს შეუთავსებლობა, აღმზრდელს მოიხსენიებს არაერთიკურად, შეხვედრა კი მიმდინარეობს თამრიკო ღორჯომელიძის სულიერი აღელვების ფონზე, განწირული ტირილით, რომ იმ უსიამოვნო საქმეში, რისთვისაც სოფიო ჩიჩუას სურდა მშობლის უკანონო აღიარება, თავად თამრიკო ღორჯომელიძე არ გარეულიყო

„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ სოფიო ჩიჩუამ მშობელ თამრიკო ღორჯომელიძესთან საუბრის ჩანაწერი გადაუგზავნა ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებას და მოსთხოვა რეაგირება. მოკვლევის დაწყებამდე, ზაირა ბ. და მისი შვილი ირინა პ, რომელიც არავითარ შემხებლობაში არ იმყოფებოდა ფაქტის იმიტაციასთან, გადაყვანილი იქნა ბათუმის სხვა სააღმზრდელო დაწესებულებაში. აღსაზრდელების გადაყვანის გამო, სოფიო ჩიჩუამ თავის რამდენიმე თანამზრახველთან ერთად, გადაყვანილი პედაგოგების წინააღმდეგ დაიწყო ცილისწამებლური კამპანია და სახელის გამტეხი ცნობების გავრცელება. საქმის მასალებით დგინდება, რომ  ბაღების გაერთიანებამ პედაგოგები ადგილიდან განარიდა, ხოლო შემდეგ დაიწო დოკუმენტური მასალის შედგენა დისციპლინური წარმოების საკითხებზე. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სოფიო ჩიჩუა აღმოჩნდა წამქეზებელი პედაგოგების წინააღმდეგ დაინტერესებული მშობლების მცირე ჯგუფის სახელით წარმოებულიყო ცილისწამებლური კამპანია, რაც ცალკე საქმედ განიხილება ბათუმის საქალაქო სასამართლოში.

2024 წლის 12 აპრილს, მხარემ N7 საბავშვო ბაღის გამგე სოფიო ჩიჩუას კანონსაწინააღმდეგო მოქმედებების შესწავლის მიზნით, აჭარის ა/რ პროკურატურას მიმართა. წარდგენილი მოთხოვნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) და 150-ე მუხლით (იძულება) გათვალისწინებული დანაშაულის არსებობის ფაქტებს მოიცავს და საჩივარი დეტალურ აღწერილობას შეიცავს იმ ფაქტების შესახებ, რომელიც ბათუმის N7 საბავშვო ბაღის გამგეის მხრიდან განხორციელებულ ქმედებებს მოიცაცს. საქმეზე არ მომხდარა შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება, ხოლო ბაღების გაერთიანებას არ მოუხდენია ბაღის გამგის უფლებამოსილების დროებით შეჩერება ან მის ქმედებებზე დისციპლინური წარმოების ჩატარება, რაც წარმოადგენს კანონის უპირობო მოთხოვნას და ტოვებს შერჩევითი სამართლის გამოყენების საფუძვლებს.

ცნობისთვის: საქმეს სასამართლოში მოსამართლე სალიხ შაინიძე განიხილავს. პედაგოგების ინტერესებს სამოქალაქო სამართალწარმოების სფეროში, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი, სისხლის სამართლის სფეროში კი, ადვოკატი ნიკა სადრაძე წარმოადგენენ.



კომენტარები