სამართალდამცველმა უწყებამ ქობულეთში, შებან ღაღაიშვილის ოჯახის წართმეულ ნახევარ მილიონი სამკვიდრო ქონების დაბრუნებას საქმეზე, სადავო ქონების ამჟამად არაკეთილსინდსიერი შემძენის, ბიზნესმენ ჯემალ ბათაძის ოჯახის მართლსაწინააღმდეგო ქმედებები აღკვეთა, რა დროსაც, ჯემალ ბათაძე შეეცადა დაერღვია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დაწესებული აკრძალვა და სადავო ტერიტორიაზე სამშენებლო მიზნებისთვის შეეყვანა მძიმე ტექნიკა და დაეწყო ტერიტორიის გამოყენება. განცხადებას აღნიშნულის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ავრცელებს, რომელიც დაზარალებული ოჯახის ინტერესები დამცველია.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 11 ივნისის განჩინებით გამოყენებული იქნა უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც სადავო ქონების დღევანდელ მფლობელს - მოპასუხეს, ჯემალ ბათაძის ოაჯხის წევრს - შვილს ვაჟა ბათაძეს, საქმეზე სასამართლოს მიერ კანონიერ ძალაში გადაწყვეტილების შესვლამდე, აეკრძალა სადავო უძრავი ნივთის დაყოფა, გაერთიანება სხვა საგანთან, გასხვისება, იპოთეკით დატვირთვა და ნებისმიერი სახის სამშენებლო საქმიანობის განხორციელება. სასამართლოს მიერ გამოყენებული აკრძალვის მიუხედავად, სადავო ტეროტორიაზე გამოჩნდა 1 ერთეული მძიმე ტექნიკა და დაიწყო აღნიშნული ტერიტორიის გასწორება სამშენებლო სამუშაოების განხორციელების მიზნით. დაზარალებული ოჯახის წევრები მივიდნენ მძღოლთან და მიიღეს ინფორმაცია, რომ მუშაობდნენ ჯემალ ბათაძის დავალებით და ტერიტორიაზე უნდა განეხორციელებიათ სამშენებლო სამუშაოები. განიმარტა, რომ მძიმე ტექნიკა ეკუთვნოდა შპს „გზას“, რომელი კომპანიის მეწილეც საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი ჭყონიაა.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ განმარტავს, რომ ფაქტის გადამოწმების მიზნით, ორგანიზაციის ხელმძღვანელი, მოსარჩელე ოჯახის წარმომადგენელი არჩილ კაიკაციშვილი დაუკავშირდა ჯემალ ბათაძეს და მოითხოვა შექმნილ ვითარებაზე განმარტება. ჯემალ ბათაძეს, აგრეთვე დაუკავშირდა მოსარჩელე ოჯახის წარმომადგენლებიც. შედეგად, ჯემალ ბათაძემ მიმოწერის დროს დაადასტურა მისი ნებართვით ტექნიკის ადგილზე მუშაობის ფაქტი და აღნიშნა, რომ სამუშაოებს ნამდვილად შპს „გზას“ კუთვნილი ტექნიკა ახორციელებდა. ვინაიდან ღია და აშკარა გახდა თვითნებობა, სასამართლოს გადაწყვეტილების გვერდის ავლით უკანონო მოქმედება და შეუქცევადი ხასიათი მიიღო მოსარჩელე ოჯახის წინააღმდეგ ბიზნესმენ ჯემალ ბათაძის მხრიდან ძალის დემონსტრირებამ, ორგანიზაციის ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი „112“-ის მეშვეობით დაუკავშირდა სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს და ითხოვა რეაგირება. ამასთან, ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ოფიციალური წერილით მიმართა საქართველოს პარლამენტის წევრს, გიორგი ჭყონიას, საქმის კურსში ჩააყენა წარმოებული დავის შინაარსა და მის სახელთან დაკავშირებულ ჯემალ ბათაძის პოზიციებზე და მოთხოვნილი იქნა უკანონო საქმიანობის აღკვეთა.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ განმარტავს, რომ ფაქტის მიმართ მყისიერი და დროული რეაგირება იქნა განხორციელებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს ხუცუბნის პოლიციის განყოფილების მხრიდან. პოლიცია გავიდა სადავო ტერიტორიაზე, მოახდინა ფაქტის კონსტანტირება, ჩაატარა საპროცესო მოქმედებები და ჯემალ ბათაძე და საკითხთან დაკავშირებული სხვა პირები გადაყვანილნი იქნენ პოლიციის განყოფილებაში, სადაც მოხდა გამოკითხვის უზრუნველყოფა. ამასთან, მძიმე ტექნიკამ ადგილზე შეწყვიტა სამუშაოები და დღემდე, უზრუნველყოფია თბილსის საქალაქო სასამართლოს მიერ დაწესებული აკრძალვების მოქმედება.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ სასამართლოს დროებითი გადაწვეტილების უპატივცემულობის ფაქტზე მოპასუხე ვაჟა ბათაძემ თავისი ჩვენების ოქმში განმარტა, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე, შპს „გზას“ მძიმე ტექნიკა მუშაობდა არა - ჯემალ ბათაძის თანხმობით, არამედ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის მოთხოვნით, გაწმენდითი სამუშაოების განხორციელების მიზნით, ვინაიდან უხვი ნალექის შედეგად გაძნელდა საავტომობილო მოძრაობა, რაც ორგანიზაციის შეფასებით, არის სიცრუე, ვინაიდან საავტომობილო გზა ექცევა ისეთ გეოგრაფიულ არეალში, რაც გამორიცხავს სადავო მიწის ნაკვეთიდან წყლის მასის დაგროვებას და მოძრაობის შეფერხებას. ასეთ ფაქტს, მრავალი ათეული წლის განმავლობაში, ამ მონაკვეთზე, ადგილი არ ჰქონია. ამასთან, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიას არ დაუდასტურებია თავისი ინიციატივით შპს „გზის“ მიმართ მსგავსი ტიპის დავალების მიცემა, ხოლო ბიზნესმენი ჯემალ ბათაძე უხვი ნალექის არსებობის გამო შექმნილი მდგომარეობის მიზნით გაწმენდით სამუშაოებზე, თავის არც ერთ კომენტარში, რომელიც მოსარჩელე ოჯახის წევრებთან გააჩნდა, არ საუბრობდა.
ცნობისთვის: ორგანიზაცია თალიკო ღაღაიშვილის ოჯახისთვის წართმეული სამემკვიდრეო ქონების დაბრუნების საკითხზე აგრძელებს მასშტაბურ და მრავალხმრივ სამართალწარმოებას სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული მოთხოვნების კუთხით. ორგანიზაცია ყურადღებით აკვირდება ყველა გამოვლინებას, რომელიც შესაძლებელია სამართლიანობის აღდგენის წინააღმდეგ, სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებზე ბიზნესმენთა გავლენების ან რესურსის გამოყენების დაშვების საკითხს უკავშირდებოდეს. ასეთი ყველა ფაქტი, მიმდინარე მონიტორინგის ფარგლებში, იქნება გამოაშკარავებული და მხილებული. გასაჯაროვდება დოკუმენტური ფილმიც და პასუხი გაეცემა არაკეთილსინდისიერთა ჯგუფს.
თალიკო ღაღაიშვილის ინტერესებს, ორგანიზაციის სახელით, ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი წარმოადგენს.





