"ახალგაზრდა ადვოკატების" კონფერენცია დედაქალაქის არქიტექტურულ მოწყობაზე

7 დეკემბერი, 2013

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ თემაზე: „სამშენებლო პოლიტიკა და 9–წლიანი მმართველობის გავლენა თბილისის არქიტექტურულ იერ–სახეზე“ კონფერენცია გამართა. შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ მომზადებული სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის პროექტი, აგრეთვე სამშენებლო საქმიანობასთან დღეს არსებული საკანონმდებლო რეგულაციები. კონფერენციაზე განხილულ იქნა 2003–2012 წლებში დამკვიდრებული სამშენებლო პოლიტიკა და თბილისის არქიტექტურული იერ–სახე. ამ კონტექსტში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მეტეხის პლატოზე მიმდინარე მშენებლობების საკითხს და თბილისის ისტორიული უბნის სავალალო არქიტექტურულ იერ–სახეს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტის, ლევან ბერაძის მიერ წარმოდგენილი მასალით, შემაშფოთებელია ის ინტენსიური სამშენებლო პროცესი, რომელსაც ადგილი აქვს დედაქალაქში, კერძოდ, მეტეხის პლატოზე. ვახტანგ გორგასლის ძეგლიდან დაახლოებით 100–150 მეტრის მოშორებით მრავალსართულიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობით, რომელიც, თავისი არსით ამახინჯებს ძველი თბილისის ისტორიულ იერ–სახეს და ფაქტობრივად, გამოუსწორებელ შედეგამდე მიყავს და ცვლის მეტეხის პლატოს ტრადიციულ განაშენიანებას.

„ახალგაზრდა ადვოკატები“  გაეცნენ ამ მშენებლობასთან დაკავშირებულ ისტორიას და გამოარკვიეს შემდეგი: ნაგებობა ამ ეტაპზე, ხუთსართულიანია, ტროტუარის ნიშნულს ქვემოთ არის ორი სართული, ხოლო ზემოთ - სამი სართული. მშენებლობა მიმდინარეობს ჯორბენაძის №11/13-ში, რომელიც ადრე რუისის ქუჩის სახელით იყო ცნობილი. მშენებლობას აწარმოებს და დამკვეთი არის ბორის პაიჭაძე (შპს. „მეტეხის წარბი“) და არსებობს მშენებლობის ნებართვაც. გაირკვა ისიც, რომ ამ მშენებლობის თანამესაკუთრე არის, როგორც ჩანს, უკვე ბიზნეს–სექტორში გადასული, დიდუბის ყოფილი გამგებელი და ქალაქის საკრებულოს ყოფილი წევრი გიორგი ჩაჩანიძე, რასაც არც ის უარყოფს მედიასთან საუბარში.

გამოირკვა, რომ 2012 წლის მარტში, მერიის არქიტექტურულმა სამსახურმა გასცა ნებართვა  და აღნიშნული სარეკრეაციო ზონა (სადაც ყოველგვარი მშენებლობა დაუშვებელია) საცხოვრებელ ზონად გადააქცია. სწორედ ამის შემდეგ გაჩაღდა მეტეხის პლატოსთან შეუსაბამო მაღალსართულიანი სასტუმროს მშენებლობა. 

„ახალგაზრდა ადვოკატები“ კონფერენციის მონაწილეების მიერ სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის პროექტის მიმართ, ასევე სამშენებლო პოლიტიკასთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებებს იმ სარეკომენდაციო პაკეტის შემადგენელ ნაწილად აქცევს, რომელიც სამშენებლო კოდექსის პროექტის ავტორებს და საქართველოს პარლამენტს გადაეგზავნება. კონფერენციამ უკვე გამოკვეთა ის მნიშვნელოვანი სასკითხები, რომელიც სადღეისოდ სამშენებლო პროცესში აქტუალობას არ კარგავს. მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა მიუთთეს, რომ სახელმწიფოს არ გააჩნია მკაფიოდ ჩამოყალიბებული სამშენებლო პოლიტიკა – განსახლებისა და ე.წ. გენერალური გეგმა, პრინციპების დონეზეა სამშენებლო რეჟიმი, შექმნას საჭიროებს ერთიანი ხედვის დოკუმენტი, რომელიც სამშენებლო სივრცეს განსაზღვრავს. ცალკე ყურადღებას საჭიროებს დაცვითი ზონების შესახებ საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრება და ურბანული ძეგლის სტატუსის მქონე შენობების საკითხის მოწესრიგება. სახელმწიფოს მკაფიო რეგულაციები მშენებლობასა და ბიზნესის ინტერესებს შორის. ამასთან, ერთ–ერთ პრობლემურ საკითხად გამოიკვეთა არქიტექტურის სამსახურებში პროფესიით არქიტექტორი ხელმძღვანელების ყოფნის გარემოებაც. კონფერენციის მონაწილეებმა ყურადღება დაუთმეს მშენებლობების მიმდინარეობის პროცესში ადგილმდებარეობის სესმურად შემოწმების თემასაც. კონფერენციაზე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის პროექტის საჯარო განხილვას 2014 წლის თებერვლიდან განაახლებს. ახალი საკანონმდებლო ცვლილებები მოქმედ რამდენიმე სამართლებრივ აქტს ჩაანაცვლებს. მიღებული ინფორმაციით, კოდექსის პროექტის განხილვაში სპეციალესტების თანამონაწილეობა მწირია, რაც, ერთი მხრივ, კრიტიკას ვერ უძლებს.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ კონფერენციაზე  გამოთქვა მოსაზრება, რომლის თანახმადაც, სახელმწიფოს ახალი საკანონმდებლო რეგულაციების ამოქმედებამდე ეფიქრა ახალი მშენებლობების დაწყების პროცესში იმ შესაძლო აკრძალვებზე, რომელის რეგულაციებსაც კოდექსი მოახდენდა. ორგანიზაციის დასაბუთებით, დედაქალაქის მიმდინარე არქიტექტურული ექლექტიკა სწრაფ და მკაცრ გადაწყვეტიელებს საჭიროებს. ორგანიზაცია მიუთითა, რომ აღნიშნული წინადადებით საქართველოს მთავრობას, მათ შორის თბილისის მერობის სახელისუფლებო კანდიდატ დავით ნარმანიასაც მიმართავენ, რადგანაც თბილსიის მერიის მოქმედი ადმინისტრაცია არავითარ ზომებს არ იღებს დედაქალაქის არქიტექტურული იერ–სახის სტაბილურობისთვის და არ არსებობს პრობლემებიდან გამოსვლის პოლიტიკური ნება.

კონფერენციას უძღვებოდა ორგანიზაციის თანადამფუძნებელი და ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი. საკითხები: „სამშენებლო საქმიანობასთან არსებული საკანონმდებლო რეგულაციები“ წარმოადგინეს იურისტმა ანა კიკნაძემ, ხოლო სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის პროექტის შესახებ მოხსენება წარმოადგინა იურისტმა მარიამ ნეფარიძემ. თველი და ახალი თბილისის არქიტექტურის თავისებურებებზე ისაუბრა ახალგაზრდა არქიტექტორმა თორნიკე მათითაშვილმა. ორგანიზაციამ კონფერენციის მონაწილეებს 2013 წლის 6 დეკემბერს, თბილისში მოქალაქეების გამოკითხვაც შესთავაზა, სადაც საზოგადოების მიმართ დასმული იქნა შეკითხვა, თუ როგორ შეაფასებდნენ დედაქალაქის არქიტექტურულ მდგომარეობას, ბოლო 9 წლის განმავლობაში. რესპოდენტების აზრი არაერთგვაროვანი აღმოჩნდა.

კონფერენციას ესწრებოდნენ წარმომადგენლები კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოდან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი სამინისტროდან, საქართელოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფრასტრუტქურის დეპარტამენტიდან, საქართველოს არქიტექტორთა კავშირიდან, სამშენებლო კომპანია „აქსისიდან“, არასამთავრობო ორგანიზაციები: „ტიფლისის ჰამქარი“, „ანტი ტექტურა“, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნებსმენთა ასოციაცია – აფბა“; „ადამიანი, კანონი, თავისუფლება“, „ახალი ინიციატივა“, სხვადასხვა თაობის არქიტექტორები, ეკონომიკური მედიის წარმომადგენლები.

 

 



კომენტარები