ბიზნესმენი მამუკა სხვიტარიძე ბიზნესმენ ნიაზ ხალვაშთან დავაში არსებულ საზიარო ფართში უკანონოდ შეიჭრა

22 აპრილი, 2026

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს აღკვეთოს ბიზნესმენ მამუკა სხვიტარიძისა და მისი თანხლები პირების უკანონო მოქმედებები, პროვოკაცია და ფიზიკური დაპირისპირების საფრთხე, რომელიც მიმართულია კომპანია „ბიზონის“ დირექტორის, ნიაზ ხალვაშის კანონიერი ინტერესებისა და უფლებების საზიანოდ. კერძოდ, ბიზნესმენი მამუკა სხვიტარიძე, ვინმე რამაზ ცეცხლაძესთან და სხვა პირების მონწილეობით, დღეს დილიდან შეჭრილია ქ. ბათუმში, აკ. შანიძის ქუჩა N16-ში მდებარე სადავო მინის ქარხნის ტერიტორიაზე და არ ახდენს ტერიტორიის დატოვებას, ახდენს ნიაზ ხალვაშის იძულებას და ახორციელებს ფსიქოლოგიურ ტერორს, იმის მიუხედავად, რომ საერთო სასამართლოების წესით განსახილველია არეართი დავა მიწის ნაკვეთის საზიარო უფლებსა თუ უკანონო მფლობელობიდნა ნივთის გამოთხოვის საქმეებზე. განცხადებას აღნიშნულის შესახებ „ახალაგზრდა ადვოკატები“ ავრცელებს, რომელიც საქმეზე პრესკონფერენციის მოწვევას გეგმავს.

საქმე შეეხება ქ. ბათუმში, დაბა ხელვაჩაურში, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 05.35.27.057 ქვეშ, არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 30022.00 კვ.მ, შენობა-ნაგებობების საერთო ფართი: 6971 კვ.მ, არსებული მინის ქარხნის თავდაპირველ მესაკუთრეს ბიზნესმენ ნიაზ ხალვაშსა და მოქმედ მესაკუთრეს ბიზნესმენ მამუკა სხვიტარიძეს შორის სამართლებრივი კონფლიქტის მიმდინარეობას. ორგანიზაციამ 2026 წლის თებერვალში საქმეზე ვრცელი კვლევა და რეკომენდაციები გამოაქვეყნა, რამაც მამუკა სხვიტარიძის მხილება და გაღიზიანება გამოიწვია.

ორგანიზაცია, შესწავლილი საქმის მასალების საფუძველზე, აღნიშნავს, რომ ნიაზ ხალვაშის საკუთრების ხელყოფა და ბიზნესის წართმევა წარმოადგენდა სახელმწიფოს ძალმომრეობითი პოლიტიკის შედეგს და ნიაზ ხალვაშის მიმართ (და მისი ოჯახის წევრების მიმართ) განხორციელებული იქნა პოლიტიკური ნიშნით დევნა, რასაც მოჰყვა სახელმწიფო აპარატის მონაწილეობით, უკანონო მმართველობითი ღონისძიების გამოყენება, როგორც პიროვნული დასჯის, ასევე ბიზნესის ხელში ჩაგდებისა და ეკონომიკური საქმიანობის შეჩერება/შეფერხების მიზნით.

ნიაზ ხალვაშის ქონება სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მხრიდან ნატურით გადადის ს.ს. თიბისი ბანკის საკუთრებაში (24 დეკემბერი, 2010 წელი). დგინდება, რომ ამ ფაქტიდან, დაახლოებით 4 თვეში, ნიაზ ხალვაშის ქონების დასაკუთრების ინტერესს გამოთქვამს ბიზნესმენი მამუკა სხვიტარიძე და მისი კომპანია - ჯერ შპს „ტრანსკავკასიის კრისტალი“, შემდეგ ასევე შპს „ბაზალტ ტრანსი“ და შპს „ტრანსკავკასიის ენერჯი“. კერძოდ, მამუკა სხვიტარიძე განმეორებით აუქციონზე ყიდულობს შპს „ბათუმის საშენ მასალათა კომბინატის“ სახელზე რიცხულ მოძრავ ქონებას: ბეტონის ნაკეთობათა ქარხნის (ROSACOMETTA) 1 კომპლექტს (14 აპრილი, 2011 წელი). ელექტრონულ აუქციონზე ყიდულობს „DECO”-ს საკუთრებაში რიცხულ მოძრავი ნივთის - სატრანსპორტო საშუალების მკვებავს (19 მაისი, 2011 წელი), ხოლო უძრავი ნივთის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, სადავო უძრავი ქონება გადადის შპს „ტრანსკავკასიის კრისტალის“ მფლობელობაში (28 სექტემბერი, 2011 წელი).

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ წარმოდგენილ სამართალ-ურთიერთობაში, გარიგების მონაწილე ორივე სუბიქტისთვის - როგორც ს.ს. თიბისი ბანკისთვის, როგორც მეგაკოსთვის, ასევე მამუკა სხვიტარიძისა და მისი კომპანიებისთვის იმთავითვე ცნობილი იყო ნიაზ ხალვაშის ქონების სამართლებრივი სტატუსი და მისი პირვანდელი და ნამდვილი მესაკუთრის - ნიაზ ხალვაშის ინტერესები ქონების დაბრუნების იურიდიულ ინტერესთან მიმართებით. კერძოდ, იძულებით ემიგრაციაში მყოფი ოჯახი დაუკავშირდა მამუკა სხვიტარიძეს და დაუფიქსირა პოზიცია, რომ ქონების მიმართ კვლავ არსებობდა იურიდიულ ინტერესს, პოლიტიკური ცვლილების პირობებში კი, ამ მიზნისთვის გადაიდგმებოდა სამართლებრივი ნაბიჯი. შესაბამისად, ქონების შემძენს მართებდა წინდახედულება და ვერასდროს ჩაითვლებოდა კეთილსინდისიერ მესაკუთრედ. ამასთან, საქართველოში დაბრუნებული ნიაზ ხალვაში, მონაწილე პირების მეშვეობით, იმავე პოზიციას გამოთქვამდა მამუკა სხვიტარიძესთან ურთიერთობისას.

ნიაზ ხალვაშმა აღნიშნულ საკუთრებაზე მფლობელობა დაკარგა სახელმწიფოს მიერ წარმოებული უკანონო მმართველობითი ღონისძიების შედეგად, ქონება მისი მფლობელობიდან გავიდა ნების საწინააღმდეგოდ და ნების გარეშე.  მხარეს დროის არც ერთ მონაკვეთში არ დაუკარგავს ინტერესი ქონებაზე საკუთრების უფლების აღდგენის (მოპოვებისა) და შესაბამისად, ფართში ბიზნესს-საქმიანობის განხორციელება-გაგრძელების მიზნებისთვის. შესაბამისად, სათანადო სამართლებრივი ვითარების შექმნისა და იურიდიული ინტერესის პირობებში, ნიაზ ხალვაშმა უკვე კომპანია „ბიზონის“ სახით, სახელმწიფოს მიერ ჩატარებული აუქციონის ყველა მოთხოვნის შესაბამისად, 2017 წლის 30 მარტს, ხელახლა და მეორედ შეიძინა თავისი ქონება. შესაბამისად, ნიაზ ხალვაში და მისი კომპანია აღიჭურვა ყველა იმ სამართლებრივი სიკეთით, რომელიც გამომდინარეობდა კეთილსინდისიერი შემძენის ინსტიტუტიდან.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ 2022 წლის 14 ივლისის საქართველოს უზენაესი სასამართლოს უაღრესად საკამათო გადაწყვეტილებით, სასამართლო მამუკა სხვიტარიძის კომპანიას უკმაყოფილებს მოთხოვნას და ნიაზ ხალვაშის კომპანია კარგავს აუქციონის გზით შეძენილ ქონებაზე - დაბრუნებულ ბიზნესზე საკუთრების უფლებას. აღნიშნული გადაწყვეტილება პირველია ქართულ სამართლებრივ და ეკონომიკური ბრუნვის სტაბილურობის სისტემაში, რომელიც მნიშვნელოვან დარტყმის ქვეშ აყენებს კეთილსინდისიერი შემძენის ინსტიტუტს და სამართლის განვითარების ან ერთგვაროვანი პრაქტიკის დამკვიდრების მოტივით, იურიდიულ საფუძველს აცლის სააღსრულებლო წარმოებათა სანდოობას, საკუთრების უფლების დაცულობას, სამართლიანობისა და თანასწორუფლებიანობის პრინციპებს. სასამართლო აუქმებს ნიაზ ხალვაშის შეძენილ ქონებაზე აუქციონის შედეგებს, მაგრამ არ გამოთქვამს დასაბუთებულ პოზიციას, რა უფლებრივი მდგომარეობის წინაშე რჩება შემდგომში ქონების კეთილსინდისიერი შემძენი.

2013 წელს, ნიაზ ხალვაში უდანაშაულოდ იქნა ცნობილი, დაბრუნდა საქართველოში, მას მიეცა ეკონომიკური საქმიანობის თავისუფლად განხორციელების საშუალება, თუმც ნეგატიური შედეგები, რომელიც უკანონო მმართველობითი ღონისძიების შედეგად მას და მის ბიზნესს მიადგა, დღემდე არ არის აღმოფხვრილი - დაკარგული ქონების, შელახული საკუთრების უფლების და განცდილი ეკონომიკური ზარალის ფონზე (მიუღებელი შემოსავალი), ნიაზ ხალვაში კვლავ სახელმწიფოსგან დაზარალებულია.



კომენტარები