მივმრთავთ პროკურატურას, დაიცვას ბიზნესმენ ნიაზ ხალვაშის ინტერესები მამუკა სხვიტარიძის თვითნებობებისგან

5 მაისი, 2026

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ განცხადებით მიმართავს საქართველოს გენერალურ პროკურატურას და ბიზნესმენ ნიაზ ხალვაშის მიმართ კომპანია „ტრანსკავკასიის კრისტალისა“ და მისი მფლობელის, მამუკა სხვიტარძის მხრიდან განხორციელებულ უკანონო მოქმედებებსა და ძალადობის ფაქტებზე დაუყოვნებლივ რეაგირებას მოითხოვს.

„ახალგზრდა ადვოკატების“ განცხადებით, საქმე შეეხება ქ. ბათუმში, დაბა ხელვაჩაურში, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 05.35.27.057 ქვეშ, არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 30022.00 კვ.მ, შენობა-ნაგებობების საერთო ფართი: 6971 კვ.მ, არსებული მინის ქარხნის თავდაპირველ მესაკუთრეს ბიზნესმენ ნიაზ ხალვაშსა და მოქმედ მესაკუთრეს ბიზნესმენ მამუკა სხვიტარიძეს შორის სამართლებრივი კონფლიქტის მიმდინარეობას. კერძოდ, 2026 წლის 21 აპრილს, მამუკა სხვიტარიძე თავის თანმხლებ პირებთან ერთად უნებართოდ შევიდა ნიაზ ხალვაშის მფლობელობაში არსებული საწარმოს ტერიტორიაზე, მოახდინა ტერიტორიის ბლოკირება, თვითნებურად დაიკავა საწარმოს სამირიგეო ნაწილი და ძალის გამოყენებით შეეცადა ნიაზ ხალვაშისა და მისი წარმომადგენლების ადგილიდან გაძევებას, რამაც დაპირისპირება გამოიწვია.

ამასთან, 2026 წლის 21 აპრილს, მამუკა სხვიტარიძემ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელთან ერთად, უარი განაცხადა საწარმოს ტერიტორიაზე არსებული სადავო დანადგარების ერთობლივ დათვალიერებაზე, როდესაც საზიარო უფლების მქონე ფართში მამუკა სხვიტარიძის შემოჭრის საფუძვლად სააღსრულებლო წარმოების პროცესში აღნიშნული დანადგარების ფოტო-მასალის მომზადება გახლდათ. მიუხედავდ იმისა, რომ ნიაზ ხალვაშის მხრიდან სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ დოკუმენტურად წარდგენილი იქნა დანადგარების ფართში არსებობის დამადასტურებელი ფოტო-მტკიცებულებები, მამუკა სხვიტარიძემ უარი განაცხადა ტერიტორიის დატოვებაზე.

2026 წლის 22 აპრილს, ღამის სათებში, მამუკა სხვიტარიძემ ნიაზ ხალვაშის მფლობელობაში არსებული საწარმოს ალაყაფის ბოქლომი გატეხა და თანხმლებ პირებთან ერთად ძალის გამოყენებით მოხდა სადავო ფართის ტერიტორიაზე შეჭრა. ავტომანქანას მართავდა მამუკა სხვიტარიძე, რომელიც დამიზნებით მოძრაობდა საწარმოს ტერიტორიის სიღრმეში და დააჯახა ნიაზ ხალვაშს, რა დროაც მარჯვენა ქვედა კიდურზე მიღებული იქნა დაზიანება. ნიაზ ხალვაშს გაეწია სამედიცინო მომსახურება, ავტომობილი გადაყვანილი იქნა პოლიციის განყოფილებაში, მამუკა სხვიტარიძე კი გადაყვანილი იქნა პოლიციის განყოფილებაში, რომელმაც გამოკითხვის შემდეგ დატოვა პოლიციის შენობა.

2026 წლის 24 აპრილს, ნიაზ ხალვაშმა საჩივრით მიმართა ხელვაჩაური რაიონულ პოლიციას, მოთხოვნილი იქნა დაზარალებულად ცნობა, შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის დადგომა, თუმცა - უშედეგოდ. მამუკა სხვიტარიძის არც ერთ ქმედებას ამ დრომდე იურიდიული შეფასება არ მისცემია. ინციდენტებისა და საფრთხეების მითითების შესახებ, რეაგირების გარეშე რჩება ნიაზ ხალვაშისა და მისი წარმომადგენლის სატელეფონო შეტყობინებები. პოლიციის მოქმედებას არ აქვს ჯეროვანი და მყისიერი გამოხატულება. განხორციელებული ზარიდან პოლიციის წარმომადგენელი ადგილზე ცხადდება რამდენიმე საათის შემდეგ, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების მიზნით.

მამუკა სხვიტარიძე თავის თანმხლებ პირებთან ერთად, დღემდე აგრძელებს საზიარო ფართში გადაადგილებას, უნებართვოდ აქვს დაკავებული ფართის სამორიგეო სივრცე, ახდენს ნიაზ ხალვაშისა და მისი  ოჯახის წევრების სიტყვიერ შეურაცხყოფას. 2026 წლის 26 აპრილს, საწარმოოს ტერიტორიაზე მამუკა სხვიტარიძე გამოჩნდა ტყვიაგაუმტარი ბრონის ჟილეტით და დაუზუსტებელი ინფორმაციით, მას ჰქონდა იარაღი. ამასთან, ცალკე ყურადღებას მოითხოვს თანმხლები პირების ვინაობის დადგენაც, რომლის იდენტიფიცირებაც პოლციიას ამ დრომდე არ აქვს მოხდენილი. დღის განმავლობაში, საზიარო ფართში, მამუკა სხვიტარიძისა და მისი თანხმლები პირების მხრიდან ადგილი აქვს პროვოკაციულ ქცევასა და კონფლიქტების ინსცენირებას.

ამდენად, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მთელი 15 დღის განმავლობაში, სახელმწიფოს შესაბამისი უწყებები აბსოლუტურად სრულ იგნორირებას უკეთებს ბიზნესმენ ნიაზ ხალვაშის კანონიერ მოთხოვნებსა და ხელს უწყობს მამუკა სხვიტარიძის მხრიდან სადავო ფართში თვითნებური მოქმედებების განხორცეილებასა და ლეგიტიმაციას, რაც აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ სამართალდამცავი ორგანოები შეგნებულად უარს ამბობენ მათი უფლებამოსილების განხორციელებაზე, კანონის უზენაესობასა და სამართალდარღვევების შეფასებაზე. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც ბიზნესმენი მამუკა სხვიტარიძე არღვევს კანონს, შეჭრილია ბიზნესმენ ნიაზ ხალვაშთან დავაში არსებულ საზიარო ფართში და არ ემორჩილება მართლწერიგს, აღნიშნული ქმედება შესაძლებელია მხარდაჭერილი იყოს კონკრეტული თანამდებობის პირების მეშვეობით, ვინც ნიაზ ხალვაშის წართმეული ქონების საქმეზე სამართლიანობის აღგენის პროცესში უაღრესად ნეგატიური შედეგებითაა დაინტერესებული.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ ვიდრე მამუკა სხვიტარიძე სასამართლო გზით არ მიიღებს უფლებას უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვაზე და არ აღსრულდება სასამართლოს გადაწყვეტილება, ნიაზ ხალვაში მართლზომიერ მფლობელად ითვლება იმ უძრავი ნივთისა და მასზედ განლაგებული შენობა-ნაგებობებისა, რომელის მიმართაც ვანდალური წესით მამუკა სხვიტარიძე პრეტენზიას გამოთქვამს. კერძოდ, მამუკა სხვიტარიძე შეგნებულად მალავს იმ ფაქტს, რომ არსებობს მის კომპანია - შპს „ტრანკავკასიის კრისტალსა“ და ნიაზ ხალვაშის კომპანია - შპს „ბიზონს“ შორის 2019 წლის 16 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც დგინდება, რომ საზიაროა ის მიწის ნაკვეთი და საკუთრების უფლება, რომელიც არ ეკუთვნის მამუკა სხვიტარიძის კომპანიას და ვიდრე არ მოხდება სრული სამართლებრივი სიცხადის დადგენა, შეუძლებელი ხდება სასამართლოს რომელიმე გადაწყვეტილების აღსრულება, რადგანაც მიმდინარეობს სხვა სასამართლო დავები.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ მოუწოდებს საქართველოს გენერალურ პროკურატურას

  • დაუყოვნებლივ განხორციელდეს საპროცესო ზედამხედველობაში ხელვაჩაურის რაიონული პოლიციის საქმიანობაზე, რომელიც 2026 წლის 24 აპრილიდან არ იხილავს და სამართლებრივ რეაგირებას არ ახდენს ბიზნესმენ ნიაზ ხალვაშის საჩივარსა და განცხადებაზე, არ ხდება ბიზნესმენ ნიაზ ხალვაშისა და მისი წარმომადგენლის „112“-ში დაფისირებულ შეტყობინებებზე რეაგირება და მყისიერი გამოხმაურება, ძალადობის ფაქტზე არ არსებობს მამუკა სხვიტარიძის მიმართ სამართლებრივი წარმოება და ნიაზ ხალვაში არ არის დაზარალებულად ცნობილი, 

„ახალგაზრდა ადვოკატები“ მოუწოდებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს:

  • შეჩერდეს ნებისმიერი სახის სააღსრულებლო წარმოება, რომელიც მამუკა სხვიტარიძის განცხადების საფუძველზე, მიზნად ისახავს საწარმოს დანადგარების ფართიდან გატანას. უდავოდ დგიდნება, რომ სადავო დანადგარები იმყოფება საწარმოს ტერიტორიაზე. ვიდრე არ მოხდება დაპირისპირებული მხარეების განცალკევება, მამუკა სხვიტარიძე თავის თანმხლებ პირებთან ერთად, არ დატოვებს საწარმოს ტერიტორიას, შეუძლებელია სააღსრულებლო პროცესის გაგრძელება და კონსენსუსამდე მისვლა.

ორგანიზაცია, შესწავლილი საქმის მასალების საფუძველზე, აღნიშნავს, რომ ნიაზ ხალვაშის საკუთრების ხელყოფა და ბიზნესის წართმევა წარმოადგენდა სახელმწიფოს ძალმომრეობითი პოლიტიკის შედეგს და ნიაზ ხალვაშის მიმართ (და მისი ოჯახის წევრების მიმართ) განხორციელებული იქნა პოლიტიკური ნიშნით დევნა, რასაც მოჰყვა სახელმწიფო აპარატის მონაწილეობით, უკანონო მმართველობითი ღონისძიების გამოყენება, როგორც პიროვნული დასჯის, ასევე ბიზნესის ხელში ჩაგდებისა და ეკონომიკური საქმიანობის შეჩერება/შეფერხების მიზნით.

ნიაზ ხალვაშის ქონება სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მხრიდან ნატურით გადადის ს.ს. თიბისი ბანკის საკუთრებაში (24 დეკემბერი, 2010 წელი). დგინდება, რომ ამ ფაქტიდან, დაახლოებით 4 თვეში, ნიაზ ხალვაშის ქონების დასაკუთრების ინტერესს გამოთქვამს ბიზნესმენი მამუკა სხვიტარიძე და მისი კომპანია - ჯერ შპს „ტრანსკავკასიის კრისტალი“, შემდეგ ასევე შპს „ბაზალტ ტრანსი“ და შპს „ტრანსკავკასიის ენერჯი“. კერძოდ, მამუკა სხვიტარიძე განმეორებით აუქციონზე ყიდულობს შპს „ბათუმის საშენ მასალათა კომბინატის“ სახელზე რიცხულ მოძრავ ქონებას: ბეტონის ნაკეთობათა ქარხნის (ROSACOMETTA) 1 კომპლექტს (14 აპრილი, 2011 წელი). ელექტრონულ აუქციონზე ყიდულობს „DECO”-ს საკუთრებაში რიცხულ მოძრავი ნივთის - სატრანსპორტო საშუალების მკვებავს (19 მაისი, 2011 წელი), ხოლო უძრავი ნივთის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, სადავო უძრავი ქონება გადადის შპს „ტრანსკავკასიის კრისტალის“ მფლობელობაში (28 სექტემბერი, 2011 წელი).

ნიაზ ხალვაშმა აღნიშნულ საკუთრებაზე მფლობელობა დაკარგა სახელმწიფოს მიერ წარმოებული უკანონო მმართველობითი ღონისძიების შედეგად, ქონება მისი მფლობელობიდან გავიდა ნების საწინააღმდეგოდ და ნების გარეშე.  მხარეს დროის არც ერთ მონაკვეთში არ დაუკარგავს ინტერესი ქონებაზე საკუთრების უფლების აღდგენის (მოპოვებისა) და შესაბამისად, ფართში ბიზნესს-საქმიანობის განხორციელება-გაგრძელების მიზნებისთვის. შესაბამისად, სათანადო სამართლებრივი ვითარების შექმნისა და იურიდიული ინტერესის პირობებში, ნიაზ ხალვაშმა უკვე კომპანია „ბიზონის“ სახით, სახელმწიფოს მიერ ჩატარებული აუქციონის ყველა მოთხოვნის შესაბამისად, 2017 წლის 30 მარტს, ხელახლა და მეორედ შეიძინა თავისი ქონება. შესაბამისად, ნიაზ ხალვაში და მისი კომპანია აღიჭურვა ყველა იმ სამართლებრივი სიკეთით, რომელიც გამომდინარეობდა კეთილსინდისიერი შემძენის ინსტიტუტიდან.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ 2022 წლის 14 ივლისის საქართველოს უზენაესი სასამართლოს უაღრესად საკამათო გადაწყვეტილებით, სასამართლო მამუკა სხვიტარიძის კომპანიას უკმაყოფილებს მოთხოვნას და ნიაზ ხალვაშის კომპანია კარგავს აუქციონის გზით შეძენილ ქონებაზე - დაბრუნებულ ბიზნესზე საკუთრების უფლებას. აღნიშნული გადაწყვეტილება პირველია ქართულ სამართლებრივ და ეკონომიკური ბრუნვის სტაბილურობის სისტემაში, რომელიც მნიშვნელოვან დარტყმის ქვეშ აყენებს კეთილსინდისიერი შემძენის ინსტიტუტს და სამართლის განვითარების ან ერთგვაროვანი პრაქტიკის დამკვიდრების მოტივით, იურიდიულ საფუძველს აცლის სააღსრულებლო წარმოებათა სანდოობას, საკუთრების უფლების დაცულობას, სამართლიანობისა და თანასწორუფლებიანობის პრინციპებს. სასამართლო აუქმებს ნიაზ ხალვაშის შეძენილ ქონებაზე აუქციონის შედეგებს, მაგრამ არ გამოთქვამს დასაბუთებულ პოზიციას, რა უფლებრივი მდგომარეობის წინაშე რჩება შემდგომში ქონების კეთილსინდისიერი შემძენი.

2013 წელს, ნიაზ ხალვაში უდანაშაულოდ იქნა ცნობილი, დაბრუნდა საქართველოში, მას მიეცა ეკონომიკური საქმიანობის თავისუფლად განხორციელების საშუალება, თუმც ნეგატიური შედეგები, რომელიც უკანონო მმართველობითი ღონისძიების შედეგად მას და მის ბიზნესს მიადგა, დღემდე არ არის აღმოფხვრილი - დაკარგული ქონების, შელახული საკუთრების უფლების და განცდილი ეკონომიკური ზარალის ფონზე (მიუღებელი შემოსავალი), ნიაზ ხალვაში კვლავ სახელმწიფოსგან დაზარალებულია.



კომენტარები