"ახალგაზრდა ადვოკატები" სტაჟირების პროგრამას აცხადებს

9 დეკემბერი, 2013

ახალგაზრდული უფლბადაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ აცხადებს სტაჟირებას იურისტის პოზიციაზე. სტაჟირებაზე მიიღებიან უმაღლესი სასწავლებლის III ან IV კურსის სამართლისმცოდნეობის სპეციალობის სტუდენტები. სტაჟირებაზე მიიღება 5 სტუდენტი. სტაჟირების საერთო ხანგრძლივობა შეადგენს 3 თვეს. სტაჟირების პერიოდი, მოცემულ ეტაპზე, არ იქნება ანაზღაურებადი. სტაჟირების ადგილმდებარეობაა ქ. თბილისი. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

1. პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი

2. თვითკრიტიკულობა

3. კრეატიულობა

4.  ანალიტიკური აზროვნების უნარი

5. კომუნიკაბელურობა

6. განსხვავებული აზრის პატივისცემა

7. მობილურობა

8. გუნდური მუშაობის განსაკუთრებული უნარი

9. პრეზენტაბელურობა

10. ინგლისური ენის კარგად ცოდნა (სასურველია რუსულიც)

11. კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ცოდნა.

მთავარი ფუნქცია–მოვალეობები:

1. მონაწილეობა სამართლებრივი პრობლემების ანალიზში

2. მონაწილოება დოკუმენტაციის მომზადებაში

3. წარმომადგენლობა საქმისწარმოებაში

4. მოქალაქეთა კონსულტაცია

5. პროექტების მომზადებაში თანამონაწილეობა

6. ურთიერთობა სახელმწიფო და კერძო ინსტიტუციებთან

7. საჯარო ღონისძიებებში მონაწილეობა

განსაკუთრებული აღნიშვნვა

  1. გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ ქართულენოვანი Cv შემდეგ მისამართზე: pryoungbarristers@yahoo.com
  2. სათაურში მიუთითეთ სიტყვა: „სტაჟირება“.
  3. ორგანიზაცია გასაუბრებაზე დაუკავშირდება მხოლოდ დამაჯერებელი შესაძლებლობისა და აქტიური Cv–ის ავტორს.
  4. ორგანიზაცია არ დაუკავშირდება კანდიდატს, რომელიც წარსულში უკვე დარეგისტრირებული იყო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებულ რომელიმე ვაკანტურ თანამდებობასა თუ სტაჟირების პროგრამაზე. 
  5. განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 2013 წლის 20 დეკემბერი


კომენტარები