პარლამენტის კანონშემოქმედებითი საქმიანობა, 2012 წელთან შედარებით, 2013 წელს გაიზარდა

12 ნოემბერი, 2013

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის მიერ 2013 წლის  პერიოდში მიღებული საკანონმდებლო რეგულაციების შესახებ განხორციელებული მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც,

ორგანიზაციის იურისტის, მარიამ ნეფარიძის განცხადებით, 2013 წლის მდგომარეობით, საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტმა, სულ 333 კანონი მიიღო. მათ შორის 1 კონსტიტუციური,  33 ორგანული და 299 საქართველოს კანონი.  

„ახალგაზრდა ადვოკატების“ თქმით, აღნიშნული მონაცემები 2012 წლის პერიოდში შემდეგნაირად გამოიყურებოდა: საქართველოს პარლამენტს 4 კონსტიტუციური, 24 ორგანული და 261 საქართველოს კანონი ჰქონდა მიღებული, ჯამში სულ 298 კანონი.

ორგანიზაციამ იმ კანონების სტატისტიკაც გამოაქვეყნა, რომლებზეც 2013 წლის 25 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა დასჭირდა. „ახალგაზრდა ადვოკატების“ მონაცემებით, ასეთი სულ 18 კანონი იყო.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ინფორმაციით, 2013 წლის 25 სექტემბრის მდგომარეობით, საპარლამენტო უმცირესობის მიერ მომზადებული და საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენი იქნა 34 კანონის პროექტი, მათ შორის: ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ - 11, დანარჩენი 23  კანონპროექტი შემდეგი პარლამენტის წევრების მიერ: დ. დარჩიაშვილი, მ.მაჭავარიანი, ზ.ჯაფარიძე, გ.მელაძე, პ. კუბლაშვილი, პ.ლეჟავა, ლ.ბეჟაშვილი, ჩ. თაქთაქიშვილი, მ. საჯაია.

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ, მომზადებული და საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ იქნა 293 კანონის პროექტი, მათ შორის 1 კანონპროექტი ფრაქციების „ქართული ოცნება“ და „ქართული ოცნება - ეროვნული ფორუმი“, დანარჩენი 291 კანონპროექტი შემდეგი პარლამენტის წევრების მიერ: ვ. ხმალაძე, დ. ბერძენიშვილი, ზ. ქუცნაშვილი, ი. ჩიქოვანი, ი. სესიაშვილი, ი. იმერლიშვილი, ე. ბესელია, გ. ფოფხაძე, ზ. კვაჭანტირაძე, დ. ონოფრიშვილი, ნ. ებანოიძე, ზ. ტყემალაძე, ზ. ძიძიგური, გ. აგულაშვილი, მ. დუმბაძე, ა. ქანთარია, თ. ხიდაშელი, ბ. გუჯაბიძე, გ. მაღრაძე, ე. ტრიპოლსკი, გ. ჟორჟოლიანი, თ. ჯაფარიძე, ი. ჯაჭვლიანი, გ. ცაგარეიშვილი, ე. ჩაფიძე, ზ. პაპუაშვილი, ი. კიღურაძე, შ. კიკნაველიძე, კ. ოქრიაშვილი, ფ. საყვარელიძე, მ. კაჭახიძე, თ. მაისურაძე, გ. თოფაძე, გ. ბუკია, ვ. დოლიძე, თ. ავდალიანი, დ. ხუნდაძე, მ. წიკლაური, გ. კახიანი, მ. წერეთელი, თ. ჯაფარიძე, ა. მიროტაძე, ზ. აბაშიძე, შ. შავგულიძე, თ. კორძაია, მ. ვახტანგაშვილი.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, ინიცირებული კანონპროექტების გამო, პარლამენტის არც ერთ წევრს, დამატებითი ფინანსური დანამატი არ მიუღია.

 „ახალგაზრდა ადვოკატები“ პროექტ: „ინსტიტუციური დიალოგი აღმასრულებელ, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლებასთან“ ფარგლებში, აქტიურად თანამშრომლობს საკანონმდებლო ორგანოსთან და წარმოადგენს პარლამენტთან დიალოგში მყოფი არასამთავრობო ორგანიზაციათა ჯგუფის სრულფასოვან წევრს. ორგანიზაცია, 2014 წელს, ყურადღებას საკანონმდებლო ცხოვრების სხვა მნიშვნელოვან საქმიანობასაც დაუთმობს

ინფორმაცია კანონპროექტების შესახებ, რომლზედაც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა,

მიხეილ სააკაშვილმა ვეტო გამოიყენა

1. „ამნისტიის შესახებ (202 -რს, 28.12.12.) - აღნიშნული კანონის პარლამენტის მიერ მიღებას, „ახალგაზრდა ადვოკატები“ დადებითად ვაფასებთ, საპატიმროებში არსებული ვითარების ანალიზისა და  „ნაციონალური მოძრაობის“ 9 წლიანი მმართველობის პერიოდში გატარებული მკაცრი სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის ანალიზის ფონზე.

 2. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე (582-IIს, 01.05.13), -  აღნიშნული კანონპროექტი სხვა ცვლილებებთან ერთად ითვალისწინებს მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადით დანიშვნის საკითხს, ასევე, მოსამართლეთა მონიტორინგისა და შეფასების კრიტერიუმებს, აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით, „ახალგაზრდა ადვოკატები“ მივიჩნევთ, რომ საერთაშორისო ნორმებითა და ქვეყნის შიდა კანონმდებლობით არავის არ აქვს უფლება მოსამართლეს მოსთხოვოს ანგარიში კონკრეტულ საქმეზე. გამოსაცდელი ვადით მოსამართლის დანიშვნასთან დაკავშირებით, „ახალგაზრდა ადვოკატები“ ვიზიარებთ ეუთოსა და ვენეციის კომისიის მოსაზრებას და ვთვლით, რომ გამოსაცდელი ვადით დანიშვნამ, შესაძლოა სერიოზული საფრთხე შეუქმნას მოსამართლეთა დამოუკიდებლობას.

3. „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“, საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (581-IIს, 01.05.13),

4. „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (582-IIს, 01.05.13),

5. „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“  (583-IIს, 01.05.13),

6. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (649-IIს, 30.05.13),

7. „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (651-IIს, 30.05.13),

8. „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“(741-IIს, 17.06.13),

9. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (741-IIს, 12.07.13),

10. „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (834-რს, 12.07.13),

11. „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (835-რს, 12.07.13),

12. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (837-რს, 12.07.13),

13. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (903-რს, 29.07.13),

14. „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (1075-Iს, 06.09.13),

15. ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (1076-Iს, 06.09.13),

16. „საქართველოს დედაქალაქის „თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (1077-Iს, 06.09.13),

17. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (1081-Iს, 06.09.13),

18. „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (1079-Iს, 06.09.13).

 



კომენტარები