„ახალგაზრდა ადვოკატები“ უსახლკაროთა თავშესაფრებში სარეგისტრაციო პროცესის შესახებ

13 დეკემბერი, 2013

ორგანიზაცია „ახალაზრდა ადვოკატები“ მიესალმება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, უწყებათაშორისი კომისიის შექმნის თაობაზე, რომელიც  უბინაო ადამიანებისთვის დროებითი თავშესაფარის მოწყობას უზრუნველყოფს და მიმართავს საქართველოს საჯარო სამსახურში დასაქმებულ მოხელეებსა და საზოგადოების ყველა ჯგუფის წარმომადგენელს, გამოიჩინონ განსაკუთრებული სოლიდარობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მყოფი უსახლკარო მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების მიმართ.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტის, ჯაბა სირაბიძის განცხადებით, სახელმწიფო განსაკუთრებული პასუხისმგებლობის  წინაშე დგას, ვინაიდან მოსალოდნელი მკაცრი ზამთრის პირობებიდან გამომდინარე, მოსახლეობის ის ფენა, რომელსაც საცხოვრებელი არ გააჩნია და ღამის გათევა ქუჩაში უწევს მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და საფრთხის წინაშე დგას მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება.

ორგანიზაციის შეფასებით, მთავრობის ინიციატივა, მოცემულ ეტაპზე მოამზადოს შესაბამისი ადგილები, სადაც სპეციალური კარვები დაიდგმება, სწორი გადაწყვეტილებაა, რადგან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით, დახმარებას 10 000 ადამიანი საჭიროებს. „ახალგაზრდა ადვოკატების“ აზრით, ინიციატივა ნამდვილად პრევენციულ ხასიაათს ატარებს, თუმცა ამით პრობლემის სრულად გადაჭრა მაინც ვერ მოხდება.

„ახლაგაზრდა ადვოკატები“ მოუწოდებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, შეასრულონ საქართველოს კანონში „სოციალური დახმარების შესახებ“  ჩადებული უსახლკაროებისთვის თავშესაფრით უზრუნველყოფის ვადებულება, სრულად დაიცვან  აღნიშნული კანონი და უზრუნველყონ უბინაო მოქალაქეები, მათი მოთხოვნის შესაბამისად, ზედმიწევნით დადგინდეს ექვემდებარებიან თუ არა ასეთი ადამიანები თავშსაფრით დაკმაყოფილებას, რათა გამოირიცხოს მანიპულაციის შემთხვევები და თვითმმართველობებმა დააჩქარონ ასეთი ადამიანებისთვის უსახლკაროს სტატუსის მინიჭება, თავშსაფრით უზრუნველყოფა.

„ახალაგაზრდა ადვოკატები“ მიმართავს თვითმმართველობებს და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რათა დროულად მოხდეს მოსახლეობის საჯარო ინფორმირება ასეთი ბანაკების ადგილმდებარეობის შესახებ, რათა საზოგადოებამ კეთილი ნების გამოხატვისა და დახმარების სურვილის შემთხვევაში, შეძლოს დროებით თავშესაფარში მყოფი ადამიანებისთვის პირველადი მოხმარებისა თუ სხვა ნივთების გადაცემა.



კომენტარები