არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების" ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის პროცესი ხარვეზებით მიმდინარეობს. ამის შესახებ კაიკაციშვილმა, დღეს, „რეპორტიორში" გამართიულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„2013 წლისთვის, სამართლიანობის აღდგენა იყო ხელისუფლებისთვის მთავარი გამოწვევა. თუმცა, აღნიშნული პროცესი არ იყო ადექვატური იმ ინტერესებისა, რომელიც საზოგადოებას გააჩნია", - განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა.
მისი თქმით, საზოგადოების მოლოდინი სამართლიანობის აღდგენის საკითხში გადაჭარბებული იყო.
„საზოგადოებას თავიდანვე გადაჭარბებული მოლოდინები ჰქონდა სამართლიანობის აღდგენასთან მიმართებაში, დისკუსია ამ საკითხთან მიმართებაში დღესაც აქტიურად მიმდინარეობს როგორც საზოგდოებაში, ასევე ხელისუფლებაში, მაგრამ სამწუხაროდ, არ არსებობს მოდელი, თუ როგორ უნდა აღდგეს სამართლიანობა და ხელისუფელბასაც არ გაუკეთებია არანაირი განცხადება იმის თაობაზე, თუ როგორ აპირებს ის სამართლიანობის აღდგენას", -განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა.
მისივე თქმით, წლის მანძილზე სამართლიანობის აღდგენას არაერთი პრობლემა ახლდა, თუმცა თვლის, რომ ხელისფლების ნება სამართლიანობის აღდგენის საკითხში მისასალმებელია.
„მთავარია, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი დაწყებულია. ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად გამოიკვეთა ხელისუფლების პოლიტიკური ნება, რომ ის მზად არის სამართლიანობის აღდგენის თვალსაზრისით სერიოზული ნაბიჯები გადადგას", - აღნიშნაკაიკაციშვილმა.
"რეპორტიორი"
დიანა ლიპარტელიანი