"ახალგაზრდა ადვოკატები" პრემიერთან საახალწლო მიღებას დაესწრო

30 დეკემბერი, 2013

„ახალგაზრდა ადვოკატები“, 2013 წლის 30 დეკემბერს, საქართველოს პრემიერ–მინისტრის სახელით გამართულ საახალწლო მიღებას დაესწრო. როგორც პრემიერმა ექსპერტებთან, მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე აღნიშნა, ისინი წარმოადგენენ საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაზე.
ირაკლი ღარიბაშვილმა დამდეგი ახალი წელი მიულოცა დამსწრე საზოგადოებას და მათთან ერთად 2013 წელი შეაჯამა. მან მომავალი, 2014 წლის გამოწვევებზეც ისაუბრა.
„ჩვენმა ხელისუფლებამ ადამიანი გამოაცხადა მთავარ ღირებულებად. პირველი ნაბიჯები გადაიდგა სოციალურად სამართლიანი სახელმწიფოს ჩამოყალიბებისაკენ. პირველ რიგში, ჩვენ ვიზრუნეთ სოციალურად ყველაზე დაუცველ ჩვენს თანამოქალაქეებზე და გავაორმაგეთ მათი დახმარება, ჯანდაცვა ხელმისაწვდომი გახდა ყველასთვის. ამ პრინციპით დავგეგმეთ 2014 წლის ბიუჯეტიც და იგი მთლიანად ორიენტირებულია ხალხზე“ –განაცხადა პრემიერ–მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას. 



კომენტარები