არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საკითხზე: „ქართული რეიტინგული კომპანიები შრომის კოდექსის ახალ სტანდარტებთან იმპლემენტაციაში“, განხორციელებული მონიტორინგის შედეგები წარმოადგინეს. ორგანიზაციამ გაითვალისწინა საზოგადოების მაღალი ინტერესი საქართველოს შრომის კანომდებლობაში განხორციელებული ცვლილებების მიმართ და მოახდინა ცნობილი ქართული კომპანიების მონიტორინგი, რათა განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით, საჯარო გამხდარიყო დამსაქმებლისა და დასაქმებულის უფლებრივი მდგომარეობა, პრობლემების იდენტიფიცირება და არსებული ხარვეზების საკანონმდებლო დონეზე წარდგენა და ლობირება.
ორგანიზაციამ მონიტორინგის განხორციელების პროცესში, ქართულ რეიტინგულ კომპანიებში შრომის კოდექსის ახალი სტანდარტების იმპლემენტაციის შემოწმება, რამდენიმე პრინციპს დაუქვემდებარა. კერძოდ: კვლევაში მონაწილე კომპანიები უნდა ყოფილიყვნენ საზოგადოებისთვის სანდო და ცნობილი; კვლევაში მონაწილე კომპანიები არ უნდა შეადგენდნენ სამომხმარებლო ერთ სფეროს და კვლევაში მონაწილე კომპანიებს უნდა ჰქონოდათ მსხვილი გადამხდელის სტატუსი. ორგანიზაციამ საქართველოს შემოსავლების სამსახურიდან მიღებული მონაცემთა ბაზის გათვალისწინებით, კვლევისთვის, სულ 22 შემდეგი კომპანია შეარჩია: კომპანია ალდაგი’’, ,,ბარამბო’’, ,,ელიტ=ელექტრონიქსი’’, ,,გუმბათი ჯგუფი’’, ,,კავკასუს ონლაინი’’, ,,კაზინო აჭარა’’, ,,კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია’’, ,,მაგთიკომი’’, ,,ლომისი’’, ,,ნიკორა’’, ,,ნიუ ჰოსპიტალი’’, ,,პოპული“, ,,პროკრედიტ ბანკი’, ,,პსპ ფარმა’’, ტელეკომპანია ,,რუსთვი 2’’, ,,თაღლაურა მენეჯმენტ კომპანია’’, ,,თეგეტა მოტორსი’’, ,,თელასი’’, ,,ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია’’, ,,ყაზტრანსგაზ-თბილისი’’, ,,საქართველოს ფოსტა’’ და ,,საქართველოს რკინიგზა“. კვლევაში შერჩეული 22 ცნობილი კომპანიიდან მონაწილეობა მიიღო მხოლოდ 7–მა, სხვადასხვა მიზეზით გამოხმაურებისგან თავი შეიკავა 12–მა, ხოლო ორგანიზაციასთან კომუნიკაცია საერთოდ არ უზრუნველყო 3–მა კომპანიამ.
მონიტირინგის განხორციელების შედეგად გამოიკვეთა, რომ კომპანიებმა: „კოკა-კოლა ბოოთლერს ჯორჯია“, „ყაზტრანსგაზ-თბილისი“, „საქართველოს ფოსტა“, „ნიუ ჰოსპიტალსი“, „თეგეტა მოტორსი“, „მაგთიკომი“ და „გუმბათი ჯგუფი“, შრომის კოდექსში შესული ცვლილებების შემდეგ, უზრუნველყვეს ახალი შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება, მათ შორის 2013 წლის ივნისის თვის შემდგომ მიღებულ თანამშრომლებთან და 2013 წლის დეკემბრის მდგომარეობით, მოქმედი კოდექსის საფუძველზე, მოახდინეს არსებული ყველა შრომითი ხელშეკრულებების განახლება.
მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ „კოკა-კოლა ბოოთლერს ჯორჯიამ“ შრომითი ხელშეკრულებები განაახლა კომპანიაში დასაქმებულ 365 თანამშრომელთან, „ყაზტრანსგაზ-თბილისმა“ 983 თანამშრომელთან, „გუმბათი ჯგუფმა“ 85 თანამშრომელთან, „თეგეტა მოტორსმა“ 780 თანამშრომელთან, „ნიუ ჰოსპიტალსმა“ 808 თანამშრომელთან, „საქართველოს ფოსტის“ ინფორმაციით კი, 2013 წლის 1 სექტემბრიდან ახალი ხელშეკრულებები დაიდო ორგანიზაციაში დასაქმებულ ყველა თანამსრომელთან, კომპანია „მაგთიკომმა“ კი მიუთითა, რომ „კომპანიაში დასაქმებულია ასეულობით ადამიანი და მათი რიცხვის ცვალებადობა არ გამოუწვევია შრომის კოდექსში შეტანილ ცვლილებებს“.
მონიტორინგმა ცხადყო, რომ კვლევაში მონაწილე კომპანიებმა თანამშრომლებთან გააფორმეს 1–წლიანი კონტრაქტები. შრომის კოდექსში განხორციელებულ ცვლილებამდე, დასაქმებულებთან ფორმდებოდა 1–თვიანი ხელშეკრულებები ან/და 6–თვიანი გამოსაცდელი ვადით. ორგანიზაციამ მონიტორინგის ფარგლებში სურვილი გამოთქვა მოეხდინა ახალი შრომითი ხელშეკრულებების სამართლებრივი ექსპერტიზა, თუმცა ახალი შრომითი ხელშეკრულების ნიმუშის მოწოდება მხოლოდ კომპანიებმა: „ნიუ ჰოსპიტალსმა“ და „გუმბათი ჯგუფმა“ უზრუნველყვეს. კვლევაში მონაწილე ყველა სხვა კომპანიამ, ხელშეკრულების ერთი ეგზემპლარის მოუწოდებლობა კონფედენციალური შინაარსით დაასაბუთა.
ორგანიზაცია აღნიშვნვას, რომ კვლევაში მონაწილე არც ერთი კომპანიას არ გააჩნდა სამართლებრივი ვალდებულება, უპირობოდ მიეღო მონაწილეობა საკითხის: „ქართული რეიტინგული კომპანიები შრომის კოდექსის ახალ სტანდარტებთან იმპლემენტაციაში“ შესწავლაში, თუმცა კომპანიებმა, რომლებმაც მონაწილეობა არ მიიღეს შეთავაზებულ ინიციატივაში, ვერ უზრუნველყვეს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის დაკმაყოფილება შრომის კოდექსში განხორციელებული რადიკალური ცვლილებებთან მიმართებით.
ორგანიზაცია მონიტორინგის შედეგების გამოქვეყნების მიუხედავად, იმის გათვალისწინებით, რომ დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შრომითი ურთიერთობები კანონში განხორციელებული ცვლილებების მიუხედავად, საქართველოში კვლავ პრობლემურ სფეროდ რჩება, რეკომენდაციით მიმართავს, როგორც კვლევაში არმონაწილე კომპანიებს, ასევე აღნიშნულ კომპანიაში დასაქმებულ მოქალაქეებსაც, რათა მაღალი საზოგადოებრივი და დასაქმებულთა ინტერესების გათვალისწინებით, ასევე გამჭვირვალობის პრინციპებიდან გამომდინარე, მოხდეს შემდეგი მოქმედებების განხორციელება:
- 2014 წლის 10 თებერვლამდე, კომპანიებმა, რომლებმაც უარი განაცხადეს მონაწილეობა მიეღოთ კვლევაში: „ქართული რეიტინგული კომპანიები შრომის კოდექსის ახალ სტანდარტებთან იმპლემენტაციაში“, უზრუნველყონ მათ წინაშე ორგანიზაციის მიერ 2013 წლის 16 აგვისტოს მიმართვით დასმულ საკითხებზე სრულყოფილი ინფორმაციის მომზადება და გამოქვეყნება კომპანიების ოფიციალურ ელექტრონულ გვერდზე.
- ორგანიზაცია კონფიდენციალობის მაღალი ხარისხის დაცვით, გამოთქვამს მზადყოფნას შეხვდეს და გაეცნოს აღნიშნულ კომპანიებში დასაქმებულ თანამშრომლებს, რათა არსებობდეს უტყუარი და მიუკერძოებელი ინფორმაცია, ახალი შრომის კოდექსის იმპლემენტაციასთან დაკავშირებით, დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის სამუშაო გარემოს დადებითი და პრობლემური მხარეების შესახებ
- იმ შემთხვევაში, თუკი აღნიშნული კომპანიები უყურადღებოდ დატოვებენ მონიტორინგის შედეგად დასმული საკითხების გასაჯაროებას ორგანიზაციის მიერ შეთავაზებული დროითა და ფორმატით, კვლევის ავტორებს გვექნება აზრი, რომ აღნიშნულ კომპანიებში დღემდე არ მომხდარა ახალი შრომის კოდექსის იმპლემენტაცია, რაც გახდება საჯარო სივრცეში შემდეგი დისკუსიისა და მსჯელობის საგანი.
ორგანიზაცია მოზმადებულ დოკუმენტს შემდგომი გაცნობისათვის მიაწვდის საქართველოს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას, სხვადასხვა ორგანიზაციებსა და თემით დაინტერესებულ ჯგუფებს, რათა შრომის კოდექის შემდგომი გაუმჯობესების პროცესში, მხედველობაში იქნეს მიღებული კომპანიების მოსაზრებები და შენიშვნები. კვლევა 2013 წლის აგვისტოში დაიწყო და დეკემბრის ბოლოს დამთავრდა.
# |
კომპანიები |
მონაწილეობა მიიღო |
შედგა კომუნიკაცია, მაგრამ მონაწილეობა არ მიიღო |
კომუნიკაცია არ შედგა, თუმცა კვლევის შესახებ ეცნობათ |
1 |
სადაზღვევო კომპანია „ალდაგი’’ |
|
√ |
|
2 |
‘’ბარამბო’’ |
|
√ |
|
3 |
‘’ელიტ ელექტრონიქსი’’ |
|
√ |
|
4 |
‘’გუმბათი ჯგუფი’’ |
√ |
|
|
5 |
‘’კავკასუს ონლაინი’’ |
|
√ |
|
6 |
‘’კაზინო აჭარა’’ |
|
√ |
|
7 |
‘’კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია’’ |
√ |
|
|
8 |
‘’მაგთიკომი’’ |
√ |
|
|
9 |
‘’ლომისი’’ |
|
√ |
|
10 |
‘’ნიკორა’’ |
|
√ |
|
11 |
‘’ნიუ ჰოსპიტალსი’’ |
√ |
|
|
12 |
‘’პოპული’’ |
|
|
√ |
13 |
‘’პროკრედიტ ბანკი’’ |
|
√ |
|
14 |
‘’პსპ ფარმა’’ |
|
√ |
|
15 |
‘’რუსთავი 2’’ |
|
|
√ |
16 |
‘’თაღლაურა მენეჯმენტ კომპანი’’ |
|
√ |
|
17 |
‘’თეგეტა მოტორსი’’ |
√ |
|
|
18 |
‘’თელასი’’ |
|
|
√ |
19 |
‘’ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია’’ |
|
√ |
|
20 |
‘’ყაზტრანსგაზ-თბილისი’’ |
√ |
|
|
21 |
‘’საქართველოს ფოსტა’’ |
√ |
|
|
22 |
‘’საქართველოს რკინიგზა’’ |
|
√ |
|