არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეგიდით შექმნილ ადვოკატის უფლებათა დაცვის კომისიის შემადგენლობაში სრულუფლებიანი წევრის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში კომისიის პირველი სხდომა 2014 წლის 3 თებერვალს გაიმართა. როგორც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ზაზა ხატიაშვილმა კომისიის საქმიანობის დასაწყისში აღნიშნა, ადვოკატის ინსტიტუტის გაძლიერების, განვითარებისა და დაცვის მიმართულებით, საერთაშორისო მხარდაჭერა და ინტერესი მნიშვნელოვნად გაიზარდა.
ადვოკატის უფლებათა დაცვის კომისიამ შეიქმნა ორი სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეისწავლის საერთაშორისო პრაქტიკას ადვოკატის ინსტიტუციური დაცვის საკითხებთან დაკავშირებით საკანონმდებლო დონეზე და მოამზადებს რეკომენდაციებს ადვოკატთა შესახებ კანონში ცვლილებების შესატანად და მეორე ჯგუფი მოამზადებს სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომლის თანახმად ადვოკატის პროფესიული საქმიანობისათვის ხელისშეშლა გახდება დასჯადი. „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქმიანობას ადვოკატის ინსტიტუციური დაცვის საკითხებთან დაკავშირებით შექმნილ ჯგუფში მიიღებს მონაწილებას და მომზადებულ ცვლილებების პაკეტს განსახილველად წარუდგენს ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოს.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში ადვოკატების უფლებების დაცვის კომისიის შექმნის ერთ–ერთი ინიციატორი ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებიც“ გახლდათ. ორგანიზაციამ აღნიშნული წინადადებით 2013 წლის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების პროცესში გამოვიდა, თუმცა ინიციატივა ეხებოდა მხოლდო ასაკით ახალგაზრდა ადვოკატების უფლებების დაცვის დროებითი კომისიის შექმნის საკითხს. GBA-ის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა შეთავაზებულ წინადადებას ყოვლისმომცველი სახე მიანიჭა, რაც ორგანიზაციის აზრით, ხელს შეუწყობს ადვოკატის პროფესიას და ინსტიტუციურ განვითარებას.