„ახალგაზრდა ადვოკატები“ - სასამართლო დავალებებისგან დამოუკიდებელი არ არის

12 თებერვალი, 2014

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის მეტი პოლიტიკური გადაწყვეტილებების ინიციატივით გამოდის და მიუთითებს, რომ მართლმსაჯულების სისტემაში სამოსამართლო შინაგანი რწმენის საკითხი კვლავ პოლიტიკურ პროცესებზეა დამოკიდებული.

ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს სასამართლო გადაწყვეტილებებზე, რომელიც დაკავშირებულია ყოფილ მაღალჩინოსნების საქმეებთან და მიუთითებს, რომ მიღებული გადაწყვეტილებები, ხშირ შემთხვევებში დაუსაბუთებელია. ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელშემშლელ ფაქტორებზე და მიუთითებს, რომ ცნობილ საქმეებზე იკვეთება საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, კოტე კუბლაშვილის ჩარევის მცდელობები. ორგანიზაცია ყურადღებას დაუთმობს გარემოებას და ცალსახად განმარტავს, რომ კონსტატნტინე კუბლაშვილის უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარედ ყოფნა მართლმსაჯულებაში პოლიტიკური ოპოზიციის გავლენას ზრდის. კონსტანტინე კუბლაშვილი ვერ სარგებლობს პოლიტიკური ნეიტრალიტეტით, რადგანაც არსებობს რეალობა, როდესაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ძმა პავლე კუბლაშვილი ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერია, რითაც ევროპული სტანდარტით ეჭვქვეშ დგება სასამართლოს ავტონომიურობისა და პოლიტიკური მიუმხრობლობის საკითხი.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ აზრით, ქართულ მართლმსაჯულებას ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის თვალსაზრისით სასიცოცხლო ფუნქცია გააჩნია, თუმცა ცნობილ საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებები მიუთითებს, რომ ქართული მართლმსაჯულება დამოუკიდებლობის პრინციპებიდან შორს დგას. „ახალგაზრდა ადვკატებმა“ სრულყოფილად შეისწავლეს მართლმსაჯულების ზარვეზები და მოამზადეს 10 საჯარო შეკითხვა უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარის, კონსტანტინე კუბლაშვილის მიმართ. უზენაესმა სასამართლომ უარი განაცხადა ორგანიზაციის პროექტში: „ინსტიტუციური დიალოგი აღმასრულებელ, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლებასთან“ მონაწილეობაზე, ამიტომაც „ახალგაზრდა ადვოკატები“ დამდეგ კვირას გაასაჯაროებს კითხვებს, რომელიც სასამართლოს დამოუკიდებლობას და მისი პირველი პირის პოლიტიკური ნეიტრალიტეტის საკითხებს ეხება.



კომენტარები