2014 წლის 13 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი უნგრეთში ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის ქართველ სტუდნტებს შეხვდა. პარლამენტის თავმჯდომარემ ქართველ სტუდენტებთან საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების შესახებ ლექცია წაიკითხა. შეხვედრას, უნივერსიტეტის 30 სტუდენტს შორის, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ საერთაშორისო მიმართულების მენეჯერი, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტი, ნინი ჯაჯანიძეც დაესწრო. როგორც ტელეკომპანია „რუსთავი 2“–თან ინტერვიუში ნინი ჯაჯანიძემ განაცხადა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის ძირითადი თემა განათლების საკითხებს დაეთმო. პარლამენტის თავმჯდომარე დაინტერესდა სტუდენტების საქართველოში დაბრუნების შემდგომი სურვილებით. შეხვედრა კითხვა–პასუხის რეჟიმში წარიმართა. ქართველმა სტუდენტებმა დავით უსუფაშვილს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის მიმართულებების შესახებ კითხვები დაუსვეს.