ევროკავშირის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებისთვის სამოქალაქო კამპანია

19 თებერვალი, 2014

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“, სამოქალაქო კამპანიის ფარგლებში, მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხზე, მოსახლეობის ინფორმირება მოახდინეს. ორგანიზაციამ სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება საქართველო–ევროკავშირის ურთიერთობის შესახებ გამართეს. ღონისძიების ფარგლებში მომზადდა სპეციალური გაზეთი: „საქართველო ევროკავშირის გზაზე“, რომელიც თბილისში, სხვადასხვა ხალხმრავალ ადგილას, უფასოდ დარიგდა. 

სამოქალაქო კამპანიის ფარგლებში მომზადებულ სპეციალურ გაზეთში ყურადღება დაეთმო აქტუალურ საკითხებს, თუ რა არის ევროკავშირი, როგორია გაერთიანების საშინაო და საგარეო პოლიტიკა, რას უნდა აკმაყოფილებდეს ევროკავშირის მსურველი ქვეყანა, რას გულისხმობს საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების პარაფირება, რას მოუტანს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, რა სტანდარტებს აკმაყოფილებს საქართველო ევროგაერთიანების წევრობისთვის, როგორია ქვეყნის სახელმწიფო პოლიტიკა, გეგმა, განსახორციელებელი რეფორმები და ვადები ინტეგრაციის წინაპირობებისთვის, რა უფლებამოსილება და მანდატი გააჩნია ევროკავშირს დღესდღეობით საქართველოში და სხვა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ერთ–ერთი ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებს ნაკლები, ხშირ შემთხვევაში კი მცდარი ინფორმაცია გააჩნიათ ევროკავშირის შესაძლებლობების შესახებ. საზოგადოებას ევროპულ ოჯახში ცხოვრება კეთილდღეობის საშუალებად წარმოუდგენია, თუმცა სათანადოდ არ არის გაზიარებული ის ღირებულებები და სამოქალაქო პასუხისმგებლობა, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნის დემოკრატიულ პროცესებს ახასიათებს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია გაძლიერდეს ძალისხმვა, რათა საქართველოს მოსახლეობას გააჩნდეს მყარი რწმენა და არჩევანი, რომელიც ევროკავშირთან სიახლოვით, პოლიტიკური, ეკონომიკური და სამართლებრივი სტაბილურებისთვის შესაბამის ნიადაგს მოამზადებს.

ორგანიზაციის შეფასებით, სამოქალაქო კამპანიის ჩატარება წარმოადგენს ევროკავშირის სტანდარტების მოსახლეობაში პოპულარიზაციის პირველ ეტაპს, რომელსაც სხვა აქტიურობებიც მოჰყვება. კერძოდ, ორგანიზაცია სამოქალაქო ჯგუფებთან, ახალგაზრდულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რეგიონში მცოხვრებ მოქალაქეებთან და სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავს, რათა სამოქალაქო საზოგადოებას გააჩნდეს უფრო მაღალი სამოქალაქო ხედვა და არჩევანის თავისუფლება.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ ევროკავშირის შესახებ სპეციალური გაზეთის განმეორებით გამოცემასა და საქართველოს რეგიონებში ანალოგიური სამოქალაქო კამპანიის მომზადებას, უახლოეს პერიოდში, არ გამორიცხავს. ორგანიზაციამ ინიციატივის მიმართ მხარდაჭერისა და პარტნიორობისთვის უკვე მიმართა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობას, დიდი ბრიტანეთის საელჩოს და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს. ამჟამად, გაზეთი: „საქართველო ევროკავშირის გზაზე“, სულ 500 ეგზემპლარი გამოვიდა, რომელიც, აგრეთვე, სხვადასხვა ორგანიზაციებში, საჯარო უწყებებსა და უნივერსიტეტებში გავრცელდება. 



კომენტარები