ნინო ჯაჯანიძე CEU–ს სახელით Willem C. Vis–ის ეტაპზე წარმატებით გამოვიდა

12 მარტი, 2014

2014 წლის 6–8 მარტის შუალედში, გერმანიის ქალაქ ჰანოვერის ლაიბნიცის უნივერსიტეტში „საპროცესო კანონმდებლობის და საადვოკატო რეგულაციის ინსტიტუტისა“ (IPA) და „ჰანოვერის კურსდამთავრებულთა ასოციაციის“ (HVAA) ორგანიზებით, მე-8 კომერციული არბიტრაჟის იმიტირებული პროცესი გაიმართა. აღნიშნული პროცესი წარმოადგენდა მოსამზადებელ ეტაპს Willem C. Vis სახელობის იმიტირებული პროცესისათვის, რომელიც გულისხმობს საერთაშორისო შეჯიბრს სამართლის სკოლებისათვის საერთაშორისო კომერციული სამართლისა და კომერციული არბიტრაჟის შესწავლის მიზნით.

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ საერთაშორისო მიმართულების მენეჯერი ნინო ჯაჯანიძე „ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის“ (CEU) სახელით შეხვდა კოზმინისკის სამართლის სკოლას, კრაკოვის ჟაგიელლონიან უნივერსიტეტს, ტუებინგენის ებერჰარდ კარლს უნივერსიტეტს.

Willem C. Vis სახელობის იმიტირებული პროცესი გაიმართება ავსტრიაში, ქ. ვენაში მიმდინარე წლის 10-17 აპრილს.



კომენტარები