ფილიპ დიმიტროვი „ახალგაზრდა ადვოკატების“ ინიციატივას მიესალმება

21 მარტი, 2014

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, ფილიპ დიმიტროვმა ორგანიზაცია „ახალგაზრდა ავდოკატების“ მიმართ გამოგზვანილ წერილში დადებითი შეფასება გამოთქვა ორგანიზაციის სამოქალაქო კამპანიის მიმართ, რომლის მიზანია, სპეციალური გაზეთის: „საქართველო ევროკავშირის გზაზე“ მეშვეობით, ამაღლდეს საზოგადოების ინფორმირების ხარისხი საქართველო–ევროკავშირის ურთიერთობების შესახებ.

ევროკავშირის ელჩის მიერ გამოგზვანილ წერილში ნათქვამია:

„მადლობას გიხდით 2014 წლის 11 მარტს თქვენ მიერ გამოგზავნილი წერილისათვის.

ვაფასებთ თქვენი და თქვენი ორგანიზაციის მოტივაციას გაზარდოთ ინფორმირებულობის დონე ქართულ მოსახლეობაში ევროკავშირთან ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციიის მნიშვნელობის შესახებ.

მსურს დაგარწმუნოთ, რომ ამ უმნიშვნელოვანეს წელს, როდესაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება იდება, ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებთან და საქართველოს მთავრობასთან ერთად უდიდეს ყურადღებას უთმობს ინფორმირების შესახებ მუშაობას.  ჩვენ სრულად გვესმის სამოქალაქო საზოგადოების როლის მნიშვნელობა, რომელიც ცდილობს ფართო საზოგადოებას გააცნოს ასოცირების ხელშეკრულების მნიშვნელობა; ამ მიზნით ევროკავშირის დელეგაციამ საქართველოში  სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისათვის გამოაცხადა კონკურსი რათა ჩაეტარებინათ ინფორმირების შესახებ აქტივოებები ამ თემასთან დაკავშირებით. თუ ამგვარი შესაძლებლობა კიდევ იქნება მომავალში, მის შესახებ ინფორმაცია აუცილებლად განთავსდება ჩვენს ვებ-გვერდზე.

ამჟამად, ჩვენ მუდმივად ვაახლებთ ვებ-გვერდს ასოცირების ხელშეკრულების შესახებ სხვადასხვა ინფორმაციით; ვმუშაობთ ინფორმაციის ქართულად თარგმნაზე. იმედი გვაქვს ამ ინფორმაციას აუცილებლად გამოიყენებთ თქვენი ორგანიზაციის მიერ ჩატარებული სამოქალაქო კამპანისათვის.

გისურვებთ წარმატებებს თქვენს პროექტში,

პატივისცემით,

ფილიპ დიმიტროვი

ელჩი“

 



კომენტარები