ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ეხმაურება სხვადასხვა სააგენტოს გვერდზე, 2014 წლის 2 აპრილს, ორგანიზაციის სახელით გამართული ბრიფინგის გაშუქებას, სადაც საუბარია შემდეგ აღნიშვნაზე: „სახალხო დამცველის ოფისს დოკუმენტი სათანადოდ არა აქვს შესწავლილი და არაკომპეტენტურ დასკვნებს აკეთებს.“. ორგანიზაცია ემიჯნება მედია–საშუალებების ასეთ შეფასებას, რადგანაც „ახალგაზრდა ადვოკატებს“, არც პრესკონფერენციაზე და არც გავრცელებულ ოფიციალურ მედია–რელიზში, რომელიც გამოქვეყნებულია ორგანიზაციის ვებ–გვერდსა და სოციალურ გვერდზე, მათ შორის ინგლისურენოვან ვერსიაში, არც ერთ მონაკვეთშო არ გამოუთქვამს მოსაზრება, რომ „სახალხო დამცველის შეფასებები „ხუდონჰესის“ თემაზე, არაკომპეტენტურია“. პირიქით, ორგანიზაცია სწორედ ის აღნიშნა, რომ ეთანხმება ანგარიშს, თუმცა ვერ გაიზიარებს შეფასებებს „ხუდონჰესის“ თემაზე. „არაკომპეტენტურობასა“ და „ვერ გაზიარებას“ შორის, არსებობს სერიოზული ზღვარი. ვწუხვართ, რომ მედია–საშუალებებმა, განცხადება არასწორად გაიგეს. შესაბამისად, ორგანიზაცია, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან მჭიდრო თანამშრომლობის პრაქტიკიდან გამომდინარე, საჭიროდ მიიჩნევს გამოეხმაუროს მედიის მცდარ ინტერპრეტაციას და პასუხისმგებლობა აიღოს მხოლოდ იმ ოფიციალურ შეფასებაზე, რომელიც ორგანიზაციამ საკუთარ ვებ–გვერდსა და მედია–სივრცეში გაავრცელა.