არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საქართველოს მთავარ პროკურატურაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტებზე, გამოძიების დაჩქარების მოთხოვნით, განცხადება შეიტანეს. ორგანიზაციის ინტერესს წარმოადგენს, ოფიციალური ინფორმაციის ხელმისწავდომობა, მიმდინარეობს თუ არა საქართველოს მთავარ პროკურატურაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, 2013–2014 წლების განმავლობაში, ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება, რა ეტაპზეა გამოძიება და რა გონივრულ ვადებს საჭიროებს პროკურატურა ბრალის გამოკვეთისთვის ან/და საქმეზე შედეგების გამოქვეყნებისთვის. ამასთან, ორგანიზაცია თავდაცვის სამინისტროში, 2013–2014 წლების პერიოდში, გამოცხადებული სახელმწიფო ტენდერების კანონიერების შესწავლის საკითხითაც დაინტერესდა და პროკურატურას მიმართა, მიმდინარეობს თუ არა ამ მიმართულებით მუშაობა და რა ეტაპზეა, ამ მიმართულებით, კომპანია „დელტაკომის“ ცნობილი საქმე.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია საკითხით საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილიც დაინტერესდეს. ორგანიზაცია მოითხოვს, პრემიერმა, წინამორბედის მსგავსად, დაინტერესდეს, ჯარისკაცების მოწამვლის საქმეები, კვლავ რატომ სრაგებლობს „გრიფით საიდუმლოს“ სტატუსით. ამასთან, არჩილ კაიკაციშვილი ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს დაინტერესდეს, მთავრობის კაბინეტის წევრის, ირაკლი ალასანიას სამინისტროში, ხდება თუ არა სახელმწიფო ტენდერების მოგება შერჩევითი პრინციპით.
ცნობისთის: ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ თავდაცვის სამინისტროს არა ერთხელ მიმართეს, რათა დროულად მომხდარიყო გადაწყვეტილებები სფეროში არსებული საკადრო, საორგანიზაციო და სისტემური პრობლემების დარეგულირებისთვის, თუმცა სამინისტრომ ორგანიზაციას ინსტიტუციური დიალოგის ფორმატში თანამშრომლობაზე უარი განუცხადა.
ორგანიზაციამ მოითხოვს დაჩქარდეს გამოძიება და საზოგადოება ფლობდეს ინფორმაციას, როგორც ჯარისკაცების მოწამვლის შემთხვევებზე, აგრეთვე უწყებაში სახელმწიფო ტენდერების გამჭვირვალობის ფაქტებზე.