ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საჭიროდ მიიჩნევს დაინტერესებული ჟურნალისტების ინფორმირებასაც, რომელიც დაკავშირებულია „ახალგაზრდა ადვოკატების“ პოზიციასთან საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 8 აპრილს, ღია ეთრის დროს დასმულ პრობლემურ საკითხებთან მიმართებით. ორგანიზაცია, იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლის მიმართაც საჭიროდ მიიჩნევს გამოხმაურებას, განცხადებას უახლოეს დღეებში გაავრცელებს. ორგანიზაცია საზოგადოებას განცხადებას „ახალგაზრდა ადვოკატების“ თანადამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის თბილისში დაბრუნების შემდეგ გააკეთებს.