ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტმა ნინო ისაკაძემ, 2014 წლის 2 მარტიდან 16 აპრილის ჩათვლით, იტალიის ქალაქ მილანში, მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ახალგაზრდული არასამთვრობო ორგანიზაცია AIESEC-ის გაცვლითი პროგრაში – “HELP TO HELP”. პროგრამის ფარგლებში, ნინო ისაკაძემ სამუშაო გამოცდილება მიიღო იტალიაში, ერთ–ერთ გამოცდილ არასამთავრობო ორგანიზაცია „Saman Association”-ში, რომლის საქმიანობის ფარგლებიც მოიცავდა, იტალიის მაშტაბით, ფსიქოლოგიურ–სამკურნალო–გამაჯანსაღებელ ცენტრებსა და თავშესაფრებში მყოფი, მათ შორის მოქალაქეობის არმქონე პირების მიმართ დახმარება და მხარდაჭერა, რომლებიც აღმოჩდნენ სხვადასხვა ნარკოტიკულ საშუალებებსა და სასამელზე დამოკიდებული, აგრეთვე ოჯახური ძალადობის მსხვერპლნი. მოცემული სამუშაო პერიოდის განმავლობასი, ნინო ისაკაძემ არაერთ მნიშვნელოვან ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ ორგანიზაცია „Saman Association“–ს უკვე გაუგზავნა მადლობის წერილი, რომელიც ნინო ისაკაძის მიმართ, მასპინძელი ორგანიზაციის მხრიდან საუკეთესო თანამშრომლობაში გამოიხატა. ამასთან, „ახალგაზრდა ადვოკატები“, უცხოურ ორგანიზაციის საქმიანობის გამოცდილებას, ქართულ მიდგომებშიც გაითვალისწინებს.
ცნობისთვის: “HELP TO HELP” პროგრამა ითვალისწინებს არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებას მათი საერთაშორისო ასპარეზზე დამკვიდრების მიზნით და ხელშეწყობას საერთაშორისო კონტაქტების მოძიებისა და პროექტების მომზადების კუთხით.