„ახალგაზრდა ადვოკატები“ საერთაშორისო სემირანზე ქობულეთში

30 აპრილი, 2014

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტმა მარიამ ნეფარიძემ 2014 წლის 22 აპრილიდან 29 აპრილის ჩათვლით, მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „European Youth Organization“-ის პროექტში: „Turn Your Ideas Into Action“.  პროექტის ფარგლებში მარიამ ნეფარიძე  ევროპის სხვადასხვა ქვეყნების არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად, ახალგაზრდების დასაქმების პრობლემებზე ჩატარებულ ტრენინგში აქტიური მონაწილეობისთვის და ორგანიზაციის წარმატებით წარმოჩენისთვის სერტიფიკატით დაჯილდოვდა. 

პროექტის ფარგლებში მარიამ ნეფარიძემ წარმოადგინა პრეზენტაცია საქართველოში ახალგაზრდების დასაქმების სტატისტიკისა და პრობლემების გადაჭრის გზებზე. მან ასევე სხვადასხვა ქვეყნის არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს გააცნო  არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიმდინარე საქმიანობები და დაინტერესებულ პირებთან ერთად  თანამშრომლობის სამომავლო სტრატეგიები დასახა.

ახალგაზრდების დასაქმების პრობლემებთან დაკავშირებით  პროექტის ფარგლებში მიღებულ გამოცდილებას და სხვადასხვა ქვეყნების მიერ წარმოჩენილ პრაქტიკას „ახალგაზრდა ადვოკატები“  სამომავლო გეგმებსა და ქართულ მიდგომებში  აქტიურად გამოიყენებს.

ცნობისთვის „Turn Your Ideas Into Action“ პროექტში 1მონაწილეობას 18-დან 35 წლამდე  20-მდე აქტიური არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი იღებდა საბერძნეთიდან, რუმინეთიდან, მოლდოვადან, უკრაინიდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან და საქართველოდან. საქართველოს წარმომადგენელთა ჯგუფის ლიდერი კი არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტი მარიამ ნეფარიძე გახლდათ.  



კომენტარები