ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეხუთე მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების პროცესს გამჭვირვალედ მიიჩნევს და მიუთითებს, რომ უნივერსიტეტის სტუდენტებს, შესაძლებლობა აქვთ, არჩევნებში საკუთარი ნება თავისუფალ გარემოში გამოხატონ. ორგანიზაცია სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებს უნივერსიტეტის ყველა უბენაზე აკვირდება, თუმცა მიუთითებს, რომ გამოკვეთილია საერთო ტენდენცია, რომლის მიხედვითაც, არჩევნებში სტუდენტების ჩართულობა არ არის მაღალი. ორგანიზაცია, ასეთ შეფასებას წევრი დამკვირვებლების მხრიდან, 15:00 საათის მონაცემებზე დაყრდნობით აკეთებს. მაგალითად, 15:00 საათის მდგომარეობით, იურიდიული ფაკულტეტის მთლიანი 3378 ამომრჩევლიდან, საარჩევნო უბანზე გამოცხადდა 481 ამომრჩეველი. აღნიშნულ ფაკულტეტის პირველ კურსზე რეგისტრირებულია 713, მეორე კურსზე – 548, მესამე კურსზე – 667 და მეოთხე კურსზე – 1148 ამომრჩეველი. იურიდიულ ფაკულტეტზე, სულ განთავსებულია #1 და #2 საარჩევნო უბანი. აქედან, მოცემული მონაცემის მიხედვით, მაღალი აქტიურობა ფიქსირდება მხოლოდ #1 საარჩევნო უბანზე, სადაც რეგისტრირებულია ფაკულტეტის პირველი და მეორე კურსის სტუდენტები.
ორგანიზაციის განცხადებით, ადგილი არ ჰქონია საარჩევნო პროცედურების დარღვევას. ამასთან, „ახალგაზრდა ადვოკატები“ მიუთითებენ, რომ სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების ლეგიტიმაციას არავითარი საფრთხე არ ემუქრება, ვინაიდან მოქმედი დებულების თანახმად, არჩევნები ჩატარებულად ითვლება, თუკი საარჩევნო უბანზე ხმა მისცა საერთო ამომრჩეველთა 10%–მა. ორგანზიაცია, ამომრჩევლების აქტიურობის გაზრდას საარჩევნო დღის მეორე ნახევარში ვარაუდობს, რა დროსაც ამომრჩეველი სტუდენტების სასწავლო პროცესი დასრულებულ იქნება.
„ახალგაზრდა ადვოკატები“, თსუ–ის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებს 5 კანდიდატით აკვირდება. ორგანიზაცია დაესწრება ხმის დათვლის პროცედურასაც.