„ახალგაზრდა ადვოკატების“ სოციოლოგიური კვლევა თბილისში

30 მაისი, 2014

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ნდობის რეიტინგის დადგენის მიზნით, თბილისში, 30 მაისს, სოციოლოგიური გამოკითხვა ჩაატარეს. ატარებენ. სოციოლოგიური გამოკითხვა, თბილისის სამ სხვადასხვა ხალმხრავალ ადგილას – სააკაძის მოედანზე, რუსთაველის გამზირსა და მარჯანიშვილის მოედანზე ჩატარდება. ორგანიზაციამ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, 1 000 მოქალაქე გამოკითხა.

კითხვარი ექვს შეკითხვას აერთიანებდა. მოქალაქეებს პასუხის უნდა გაეცათ შემდეგ კითხვებზე: „მიიღებენ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას,“ „იცნობენ თუ არა თბილისის მერობის კანდიდატების საარჩევნო პროგრამებს,“ „თბილისის მერის თანამდებობაზე, რომელი კანდიდატი მოსწონთ,“ „ახალმა გამგებლებმა და საკრებულოს წევრებმა, რომელ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხში უნდა შეცვალონ სტრატეგია შედეგის მისაღწევად,“ „რამდენად სამართლიანია წინასაარჩევნო გარემო და რა განაპირობებს არჩევნების სამართლიანობასა და გამჭირვალობას.“

„ახალგაზრდა ადვოკატები“ კვლევის შედეგებს 8 ივნისს წარმოადგეენს. ორგანიზაციისთვის, ეს პირველი საარჩევნო კვლევა არ არის. „ახალგაზრდა ადვოკატებმა“, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ანალოგიური  გამოკითხვა ჩაატარეს.



კომენტარები