„ახალგაზრდა ადვოკატების“ სოციოლოგიურ გამოკითხვაში 52.8 %-ს დავით ნარმანია, 22.8%-ს დიმიტრი ლორთქიფანიძე, 13,8%-ს კი ნიკა მელია მოწონს
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ ჩატარებულ სოციოლოგიურ გამოკითხვაში, დავით ნარმანია, დიმიტრი ლორთქიფანიძე და ნიკა მელია ლიდერობენ. გამოკითხვაში „ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ნდობის რეიტინგი“ მონაწილეობა 1000-მა რეპოდენტმა მიიღო. სოციოლოგიური გამოკითხვა თბილისში, 2014 წლის 30 მაისს, დედაქალაქის სამ სხვადასხვა ხალმხრავალ ადგილას – სააკაძის მოედანზე, რუსთაველის გამზირსა და მარჯანიშვილის მოედანზე მიმდინარეობდა. სოცილოგიური გამოკითხვა შერჩევითი პრინციპით ჩატარდა.
რესპოდენტებმა შემდეგ კითხვებს გასცეს პასუხი: „იღებთ თუ არა ადგილობრივი თვითმმართელობის არჩევნებში მონაწილეობას,“ „იცნობთ თუ არა თბილისის მერობის კანდიდატების საარჩევნო პროგრამებს,“ „თბილისის მერის თანამდებობაზე, რომელი კანდიდატი მოგწონთ,“ „თქვენი აზრით, ახალმა გამგებელმა და საკრებულოებმა , რომელ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხში უნდა შეცვალონ სტრატეგია შედეგის მისაღწევად,“ „რამდენად სამართლიანია წინასაარჩევნო გარემო,“ „რა განაპირობებს თვითმმართველობის არჩევნების სამართლიანობასა და გამჭირვალობას.“
„ახალგაზრდა ადვოკატების“ სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები, ასე გადანაწილდა:
იღებთ თუ არა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას?
- დიახ -58,6% 2. არა -22,8% 3. არ ვიცი-14 % 88. მიჭირს პასუხის გაცემა-4,6%
იცნობთ თუ არა თბილისის მერობის კანდიდატების სააარჩვნო პროგრამებს?
1. დიახ -52,6% 2.არა-27,8% 3. მხოლოდ სლოგანებით-19,6%
თბილისის მერის თანამდებობაზე, რომელი კანდიდატი მოგწონთ?
- დავით ნარმანია (კოალიცია „ქართული ოცნება“)-52,8%
- დიმიტრი ლორთქიფანიძე („ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიცია“)-22,8%~
- ნიკა მელია („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)-13,8%
- ირმა ინაშვილი ( „პატრიოტთა ალიანსი“)-2,6%
- კახა კუკავა („გაერთიანებული ოპოზიცია“)-2%
- არც ერთი-2%
- ასმათ ტყაბლაძე („ლეიბორისტული პარტია“)-1,1%
- ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი-1,4%
- ირაკლი ღლონტი (პარტია „რეფორმატორები“)-1%
- სხვა-0,5%
თქვენი აზრით, ახალმა გამგებელმა და საკრებულოებმა, რომელ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხში უნდა
- შეცვალონ სტრატეგია შედეგის მისაღწევად?
- მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარება-16%
- სოციალური დახმარებების გაუმჯობესება-49%
- სხვა-19%
- ტურისტული ინფრასტრუქტურის მხარდაჭერა-16%
რამდენად სამართლიანია წინასაარჩევნო გარემო?
- სამართლიანია -60% 2.მიჭირს პასუხის გაცემა-27,2% 3. არ არის სამართლიანი -12,8%
რა განაპირობებს თვითმმართველობის არჩევნების სამართლიანობასა და გამჭირვალობას?
1. ხელისუფლებისადმი ნდობა-60%
2. საარჩვნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობა-18,4%
3. მოქალაქეების აქტივობა და რწმენა სამართლიანი არჩევნებისადმი-12,2%
4. საერთაშორისო დამკვირვებლების ყურადღება-9,4%
„ახალგაზრდა ადვოკატების“ სოციოლოგიურ გამოკითხვას თბილისში, ორგანიზაციის გუნდის მონაწილეობით, ორგანიზაციის მთავარი სოციოლოგი ნინო ღაჭავა ხელმძღვანელობდა. „ახალგაზრდა ადვოკატები“ თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგსაც განახორციელებს. ორგანიზაცია არჩევნებს თბილისსა და იმერეთის რეგიონში დააკვირდება.