ამომრჩეველთა ინფორმირების სამოქალაქო კამპანია თბილისში

11 ივლისი, 2014

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“, თბილისის მასშტაბეით, სამოქალაქო კამპანია ჩაატარეს, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით, მოსახლეობის ინფორმირების გაზრდას და არჩევნებში მათი მონაწილეობის სამოქალაქო პოზიციის მნიშვნელობას ეხებოდა. ორგანიზაციამ მოსახლეობას არჩევნების თემატიკაზე შექმნილი სპეციალური გაზეთი – „თვითმმართველობა – გამოიყენე შენი უფლება“ შესთავაზა. სამოქალაქო კამპანია თბილსის სამ ხალმხრავალ ადგილას – „თავისუფლების“, „რუსთაველისა“ და „მარჯანიშვილის“ მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა. სულ, მოსახლეობაში გაზეთის 500 ცალი ეგზემპლარი გავრცელდა.

ორგანიზაციამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით, სპეციალურ გაზეთში ყურადღება შემდეგ თემებს დაუთმო, თუ სად ჩატარდება არჩევნების მეორე ტური, როგორ გამოვლინდებიან გამარჯვებულები, საქართველოს მასშტაბით, რომელი კანდიდატები რომელ მუნიციპალიტეტებში იღებენ მონაწილეობას და რა შეიცვალა ახალი თვითმმართველობის კოდექსით. ამასთან, მკითველი გაზეთში გაეცნობა არჩევნების პირველი ტურის შედეგებს და წინასაარჩევნო გარემოს შეფასებას. ასევე, მეორე ტურში საერთაშორისო დამკვირვებლების ჩართულობას. ორგანიზაციამ ცალკე ყურადღება დაუთმო დედაქალაქის მერობის კანდიდატებს. სტატიაში: „თბილისის მეორე ტური“ ვრცალდ იქნა გადმოცემული თბილისის მერობის კანდიდატების, ნიკა მელიასა და დავით ნარმანიას საარჩევნო პროგრამების ძირითადი მიმართულებები, ხედვა და ბიოგრაფიები.

გაზეთის სარედაქციო წერილის თანახმად, საქართველოს საარჩევნო ისტორიაში, არჩევნების მეორე ტური, პირველი შემთხვევაა, რომელიც თვისობრივად ცვლის პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების მიდგომებს არჩევნებში მონაწილეობის კულტურასთან, ზრდის საზოგადოების პასუხისმგებლობას და პოლიტიკის შექმნელებს მიუთითებს იმ ვალდებულებების შესრულებაზე, რომელიც მათ ნდობის სახით, ამომრჩევლისგან მიიღეს.  შესაბამისად,„ახალგაზრდა ადვოკატები“ ამომრჩევლის ინფორმირებას განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს, ვინაიდან ინფორმირებული მოქალაქეები, რომლებიც დამოუკიდებელ და თავისუფალ არჩევანს აკეთებენ, ხდებიან უშუალო დემოკრატიის მონაწილენი და გააზრებულია პასუხისმგებლობა, რომელსაც ამომრჩეველი პოლიტიკური პასუხისმგებლობის მქონე კანდიდატებს აკისრებს. შესაბამისად, არჩევნების, საკუთარი უფლებებისა და მოვალეობების, მიმდინარე საკითხებზე სწორი ინფორმაციის მიწოდებას, ქვეყანაში დემოკრატიული მიდგომების დამკვიდრებისთვის, ერთ–ერთი აუცილებელი პირობა გააჩნია. ხელისუფლების მთავარი წყაროა ხალხი, თუმცა ეს კონსტიტუციური დებულება, დამოუკიდებელი საქართველოს საარჩევნო ისტორიაში, ხშირად საზოგადოებრივი ნების საწინააღმდეგო შედეგებით აღინიშნებოდა.

ცნობისთვის: „ახალგაზრდა ადვოკატები“ ადგილობრივი თვითმმართელობის არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით, ამომრჩეველთა აქტივობის მონიტორინგს განახორციელებს. ორგანიზაცია არჩევნებს 12 ივლისსაც დააკირდება. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ არჩევნების მიმართ, ეს ორგანიზაციის მიერ გამოცემული რიგით მეორე გაზეთია. „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ ამომრჩეველთა ინფორმირების მიზნით, სამოქალაქო კამპანია, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე განახორციელეს.



კომენტარები