„ახალგაზრდა ადვოკატები" ამომრჩეველთა ჩართულობის 19:00–საათიან მონაცემს და შედეგებს გამოაქვეყნებს

12 ივლისი, 2014

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“, თბილისში, ადგილობრივი თვითმმართელობის არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით, ამომრჩეველთა აქტივობის მონაცემს გამოაქვეყნებს. ორგანიზაცია ინფორმაციას თბილისის ათივე ოლქის მიხედვით გამოაქვეყნებს. ინფორმაცია მომზადდება 200 საარჩევნო უბანზე განხორციელებული მონიტორინგის შედეგად. „ახალგაზრდა ადვოკატები“ გამოაქვეყნებს 19:00 საათისთვის მოქალაქეების არჩევნების გამოცხადების მაჩვენებელს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“, აგრეთვე შეაფასებს დედაქალაქში არჩევნების მიმდინარეობის პროცესს და ყურადღებას დაუთმობს საარჩევნო უბნების მუშაობის საკითხს. „ახალგაზრდა ადვოკატები“, თბილისში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში, სხვადასხვა საარჩევნო უბანზე გამოკითხულ ამომრჩეველთა მიერ მიცემულ ხმათა შედეგებს გამოაცხადებს. ორგანიზაცია სპეციალურ განცხადებას 19:40 გააკეთებს.

ცნობისთვის: „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ თბილისში ადგილობრივი თვითმმართველობის მეორე ტურთან მიმართებით, 11 ივლისს, დედაქალაქის სამ ხალმხრავალ ადგილას, სამოქალაქო კამპანია ჩაატარეს. მოსახლეობას მიეწოდა არჩევნების თემატიკაზე შექმნილი სპეციალური გაზეთი – „თვითმმართველობა – გამოიყენე შენი უფლება“. კამპანია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით, მოსახლეობის ინფორმირების გაზრდას და არჩევნებში მათი მონაწილეობის სამოქალაქო პოზიციის მნიშვნელობას ეხებოდა. 



კომენტარები