არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საზოგადოერბას ახალ ინიციატივას სთავაზობს, რომელიც საჯარო მმართველობის გამჭვირვალობასა და სამოქალაქო კონტროლის შესაძლებლობებს იძლევა. ორგანიზაცია 1 სექტემბრიდან განახორციელებს ინიციატივას: „სტრუქტურული დიალოგი აღმასრულებელ, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლოებასთან“. ინიციატივის მიზანს წარმოადგენს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ინსტიტუციების მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღალება, საჯარო უწყებების გამჭვირვალობა და ურთიერთობის უწყვეტობა საზოგადოებასთან, მაღალი საჯარო ინტერესის უზრუნველყოფა, ახალგაზრდების თანამონაწილეობა საჯარო მმართველობის პროცესში და ინსტიტუციური დიალოგის, როგორც კულტურის ჩამოყალიბება და განვითარება საქართველოში.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ინსტიტუციურ დიალოგს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. არსებობს მაღალი საჯარო ინტერესი საქართველოს მთავრობის, პარლამენტისა და სასამართლო სისტემის ეფექტური მუშაობის მიმდინარეობასთან. ამიტომაც, ხელისუფლებას უფლება არ აქვს დაუშვას შეცდომები, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2004–2012 წლებში. ხელისუფლების შტოთა საქმიანობის მიმართ ნდობას, გამჭვირვალობას და ავტორიტეტს საზოგადოებასთან მუდმივი კომუნიკაცია განსაზღვრავს. ამ მიმართულებით, მედიასთან ერთად, მთავარი როლი არასამთავრობო ორგანიზაციებსაც უჭირავთ.
ორგანიზაციის შეფასებით, დიალოგი აუცილებელია, რადგანაც აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებაში მიმდინარე საქმიანობას საფუძვლად უდევს ახალი ხელისუფლებისათვის მძიმე პოლიტიკური, სამართლებრივი და სოციალური მემკვიდრეობა, მმართველ პოლიტიკურ ძალასა და საპარლამენტო ოპოზიციას შორის დაწყებული კოჰაბიტაცია, პოლიტიკური მანიპულაციები, რითაც შესაძლებელია ზოგიერთი მნიშვნელოვანი წინადადება, ინიციატივა და მოვლენა ყურადღების მიღმა დარჩეს. სწორედ ამ მიმართულებით, ახალგაზრდობის ჩართულობა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სახელმწიფო ინსტიტუტების პასუხისმგებლობის, ანგარიშვალდებულებისა და საზოგადოებასთან კომუნიკაციის მუდმივობაში, რაც უფრო მეტად გახდის საზოგადოებრივ აზრს სტაბილურს და სამოქალაქო საზოგადოებას დაუბრუნებს ნამდვილ ფუნქციას.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ ინსტიტუციური დიალოგის კულტურის დამკვიდრებას ქართული პოლიტიკისთვის აუცილებელ პრინციპით ხსნიან. ამიტომაც, ორგანიზაცია გამოდის წინადადებით და საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატებს მიმართავს, რათა მათ საარჩევნო პროგრამებში ცალკე თავი დაეთმოს საზოგადოებასთან ინსტიტუციური დიალოგის ჩამოყალიბებას და ფორმებს. ორგანიზაცია მიესალმება საქართველოში ინსტიტუციური დიალოგის საპრეზიდენტო პროგრამად ჩამოყალიბებას და ამ კუთხით, საპრეზიდენტო კანდიდატებს უნგრეთის მაგალითის გაზიარებისკენ მოუწოდებს.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ ინიციატივა – ინსტიტუციური დიალოგი აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებასთან იქნება პირველი შემთხვევა, რომელიც ახლებურად წარმოაჩენს და ხელს შეუწყობს საჯარო უწყების ანგარიშვალდებულების გაზრდას საზოგადოების წინაშე და ახლგაზრდების მონაწილეობის უზრუნველყოფას საჯარო პოლიტიკის განხორციელების პროცესში. ორგანიზაციამ პროექტში მონაწილეობისთვის უკვე მიმართა საქართველოს მთავრობას, პარლამენტს, სასამართლო ხელისუფლებას. შეთავაზება მნიშვნელოვანი აღმოჩნდა საჯარო უწყებებისათვის. პროექტში მონაწილეობას უკვე დასთანხმდნენ საქართველოს იუსტიციის, შინაგან საქმეთა, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ევროინტეგრაციის, ფინანსთა სამინისტროები. აგრეთვე საპარლამენტო კომიტეტები. სასამართლოს მხრიდან, ამ დროისთვის, გამოხმაურება არ ყოფილა, რაც უნდა აიხსნას ხელმძღვანელი პირების საშვებულებო პერიოდით.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ საჯარო უწყების პირველ პირებთან პირდაპირი დიალოგის ფორმატში, ყველა პრობლემურ და აქტუალურ საკითხზე გამართავენ მსჯელობას. ფორმატში მონაწილეობას მხოლოდ ორგანიზაციის გუნდი და წევრი ადვოკატები მიიღებენ. დიალოგის შესახებ საზოგადოება ინფორმაციას მომზადებული ანგარიშის მიხედვით მიიღებს. ასევე, ინიციატივა განხორციელდება მედიის აქტიური მონაწილეობით.
„ახალგაზრდა ადვოკატრების“ პროექტი მუდმივმოქმედი ფორმატი იქნება და ყოველთვიურად, სამი შეხვედრა მომზადდება. ინიციატივის ფორმატი ქართული სინამდვილისთვის ახალია, რომელსაც ანალოგი, მხოლოდ უნგრეთში, ესპანეთსა და ბელგიაში გააჩნია. ურთიერთთანამშრომლობის ფორმატში, „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ უკვე მიიღეს საჭირო კონსულტაცია აღნიშნული ქვეყნების ეროვნული ჯგუფებისგანაც და დაგეგმილია მთთან კომუნიკაციით, გამოცდილების კიდევ უფრო მეტად გათვალისიწინება.