„ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამაინისტროს ოფიციალური წერილით მიმართავს და საქართველოში, განსაკუთრებით კი თბილისში, ბოლო პერიოდში, ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული ნარკოტიკული საშუალების ე.წ. „ბიოპლანის“ მოხმარების, შესყიდვისა და გამოწერის ამკრძალავი მექანიზმის შემოღების დაჩქარებას მოითხოვს. „ბიოპლანი,“ რომელსაც სამედიცინო წრე უკვე უწოდებს ახალი თაობის ნარკოტიკულ ნივთიერებას, ქართველ მომხმარებლებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. არაოფიციალური ინფორმაციით, თბილისში არაერთი ახალგაზრდა სწორედ „ბიოპლანის“ მოხმარების შედეგად დაიღუპა. მიუხედავად იმისა, რომ „ბიოპლანი“ ადამიანის ჯანმრთელობას და მის ფსიქიკური მდგომარეობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის, მომხმარებლებს რისკები სერიოზულად არ მიაჩნიათ, რაც ხელს უწყობს „ბოოპლანზეც“ ხელისაწვდომობაც და სახელმწიფოს მხრიდან ამკრძალავი ნორმების არარსებობა.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ შსს მინისტრს „ბიოპლანის“ საქართველოში შემოტანის პროცესის შეჩერების მიზნით შესაბამისი ზომების მიღებისკენ მოუწოდებს. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ აუცილებელია შესწავლილ იქნას, თუ რა მეთოდით ებრძვიან ბიოპლანის გავრცელებას სხვადასხვა ქვეყნები და დაისახოს შესაბამისი ეფექტური ღონისძიებები. ამ მიმართულებით, მნიშვნელოვანია სამინისტრომ დააჩქაროს კომუნიკაცია უცხოელ ექსპერტებთან და სამთავრობო დონეზე მიღებულ იქნეს საქართველოში „ბიოპლანის” მოხმარების, შესყიდვის და გამოწერის პროცესის შეჩერების ან/და შეზღუდვის გადაწყვეტილება. აუცილებელია საკითხის გადაჭრის პროცესში ჩართული აღმოჩდნენ ქართველი სპეციალისტები და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებიც. ამასთან, მნიშვნელოვანია საქართველომ საკითხის დარეგულირების მიზნით პრობლემის გადაჭრა საკანონმდებლო ცვლილებების დონეზეც მოახდინოს. ასეთი ცვლილებები, სხვადასხვა ფორმით, უკვე განახორციელეს ირლანდიამ, რუმინეთმა, ავსტრიამ, პოლონეთმა, უნგრეთმა, ფინეთმა და სხვა ქვეყნებმა, ძირითადად, დისტრიბუციის აკრძალვის კონტროლისა და ნივთიერებებზე „დროებითი კონტროლის“ შემოღების მიმართულებით. უცნობია, ამ მიმართულებით, საქართველოს შსს სამინიტრსოს მიერ დაწყებული ღონისძიებების მიმდინარეობა და პრობლემის გადაჭრის სავარაუდო ვადები.
„ახალგაზრდა ადვოკატები“, აგრეთვე, მიმართავს გადამზიდავ კომპანიებს, რათა სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი ზომების მიღებამდე, უარი თქვან ქვეყანაში ბიო არომატიზატორების შემოტანაზე. გავრცელებული ინფორმაციით, „ბიოპლანის“ ტრანსპორტირებაზე ერთ–ერთმა ქართულმა სადისტრიბუციო კომპანიამ უარი უკვე განაცხადა, რაც სამაგალითო უნდა გახდეს სხვა კომპანიებისთვისაც თუმცა, საკითხს ართულებს ის გარემოებაც, რომ მომხმარებელს ნივთიერების მიღება ინტერნეტის საშუალებით, ნებისმიერ დროს, გამოწერის ფორმით შეუძლია.