,,ახალგაზრდა ადვოკატები“ GBA-ის 2014 წლის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციას დაეწრო

6 მარტი, 2015

ორგანიზაცია ,,ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის 2014 წლის საქმიანობის ანგარიშისა და 2015 წლის სამოქმედო გეგმის პრეზენტაციას დაეწრო. პრეზენტაციაზე წარმოდგენილ იქნა ადვოკატთა ასოციაციის მიერ 2014 წელს ინსტიტუტის გაძლიერებისა და განვითარებისთვის განხორციელებული ღონისძიებები. ასოციაციის თავმჯდომარემ ზაზა ხატიაშვილმა ისაუბრა იმ პრიორიტეტებზე, რომლებიც ენიჭება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრ იურისტებს, ადვოკატთა პროფესიის ინსტიტუციური დაცვის გარანტიების და პროფესიული უფლებამოსილების პროცესში ხელისშემშლელ  ფაქტებზე, ასოციაციაში შექმნილი კომიტეტების და კომისიების საქმიანობის შესახებ.

ღონისძიებაზე განხილული იყო მართლმსაჯულების სისტემაში არსებული პრობლემები, ამ მიმართულებით ადვოკატთა ასოციაციის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი. ასევე, ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის მიერ განხილული საჩივრების, დაგეგმილი და მიმდინარე აქტივობების სტატისტიკა.

,,ახალგაზრდა ადვოკატები“ და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან მჭიდროდ თანამშრომლობს. ორგანიზაციამ ადვოკატთა ასოცოაციასთან, 2014 წლის დეკემბერში, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.



კომენტარები