„ახალგაზრდა ადვოკატები“ შსს-ს რეფორმირების სამუშო ჯგუფში ჩაერთვება

17 მარტი, 2015

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ მთავრობის ინიციატივით შექმნილ შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების საკითხებზე საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის შემსწავლელ სამუშაო ჯგუფში ჩაერთვება. ორგანიზაციამ საქართველოს მთავრობას შსს რეფორმირების პროცესში თანამონაწილეობის თობაზე, ოფიციალური წერილით, 2014 წლის 29 დეკემბერს მიმართა, მას შემდეგომ, რაც საჯარო სივრცეში ცნობილი გახდა ძალოვანი უწყების რეფორმირების შესახებ. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს 2015 წლის 12 მარტის ორგანიზაციის მიმართ გამოგზვანილ წერილშია ნათქვამი, პირველ ეტაპზე ჩამოყალიბდება საერთაშორისო პრაქტიკის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც შევლენ ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

შსს-ს რეფორმების საკითხებზე საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის შემსწავლელ სამუშაო ჯგუფში  ,,ახალგაზრდა ადვოკატები“ ერთი კანდიდატურით იქნება წარმოდგენილი.



კომენტარები