რა უჯდება უკრაინის მთავრობას ქართველი მაღალჩინოსნების შენახვა?!

18 ივნისი, 2015

ორგანიზაცია ,,ახალგაზრდა ადვოკატები“ უკრაინაში საქართველოს ყოფილი მაღალი თანამდებობის პირთა სახელფასო ფონდით, პრემიებითა და დანამატებით, სამივლინებო და ცხოვრების ხარჯებით დაინტერესდა. იქედან გამომდინარე, რომ უკრაინაში სხვადასხვა წამყვან თანამდებობებზე წინა ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები დაინიშნენ, არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი მათი საქმიანობის მიმართ, სხვადასხვა უკრაინული მედია-საშუალებები მიუთითებენ, რომ მაგალითად, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორის თანამდებობაზე, ყოველთვიური შრომითი ანაზღაურება შეადგენს 266 აშშ დოლარს უკრაინის ეროვნულ ვალუტაში, ორგანიზაცია დაინტერესდა ოფიციალური წერილით მიემართა უკრაინის შესაბამისი სამთავრობო უწყებებისთვის და „საჯარო ინფორმაციაზე წვდომის შესახებ“ უკრაინის კანონის მე-12 სტატიის პირველი ნაწილის პირველი პუნქტისა და მე-19 სტატიის მეორე ნაწილის თანახმად, გამოეთხოვა ქართველი ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების შესახებ შრომითი ანაზღაურების შესახებ ზუსტი ინფორმაცია, რაც ნაკლებად საინტერესოს, არც ქართული საზოგადოებისთვის წარმოადგენს.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 2015 წლის 9 ივნისს, საკითხზე ოფიციალური წერილით მიმართეს უკრაინის შემდეგ სამთავრობო უწყებებს: უკრაინის იუსტიციის სამინისტროს (მინისტრს), უკრაინის გენერალურ პროკურატურას (გენერალურ პროკურორს), უკრაინის პრემიერის აპარატს (აპარატის საჯარო ინფორმაციისა და კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორს), უკრაინის პრეზიდნეტის ადმინისტრაციას (ადმინისტრაციის უფროსს) და უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს (მინისტრს). ორგანიზაციის ინტერესს წარმოადგენდა ზემოაღნიშნული უწყებებიდან შემდეგ ქართველ ყოფილ მაღალი თანამდებობის პირების შესახებ - მიხეილ სააკაშვილის, ალექსანდრე კვიტაშვილის, ლევან ვარშალომიძის, ეკატერინე ზღულაძის, ჯაბა ებანოიძის, გიორგი წიკლაურის, გია გეწაძის, დავით საყვარელიძის, გიზო უგულავას და ხატია შელიას, შემდეგი სახის საჯარო ინფორმაციის მოწოდება: დასახელებულ უწყებებში, აღნიშნულ პირთა თანამდებობრივი სტატუსი და საქმიანობის დაწყების პერიოდი, მათი ყოველთვიური შრომითი ანაზღაურება, მიღებული პრემიები და დანამატები უკრაინის ეროვნულ ვალუტაში 2015 წლის 10 ივნისის მდგომარეობით და ინფორმაცია, უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რა ოდენობით თანხა მიემართება ყოველთვიურად მათი ცხოვრების ხარჯების დასაფარად.

ორგანიზაციამ უკრაინის სამთავრობო უწყებებს მიმართვები „საქართველოს ფოსტის“ მეშვეობით გაგზვანა. ამასთან, უკრაინის სამთავრობო უწყებებს წერილში მიეთითათ, რომ გამოხმაურება, მეტი ეფექტურობისთვის, ორგანიზაციისთვის მიეწოდებინათ ელექტრობული ფოსტის მეშვეობით. 2015 წლის 18 ივნისს, უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილე, დავით საყვარელიძემ სოციალური ქსელის მეშვეობით, ორგანიზაციის მიერ გაგზვანილი წერილის დასკანერებული ვერსია გამოაქვეყნდა და ირიბად აღნიშნა, რომ ორგანიზაციის დაინტერესება, მიიღოს საჯარო ინფორმაცია კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, მთავრობის ასევე ირიბი დავალებების შედეგია.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ მკაფიოდ განმარტავს, რომ არ მიიღებს მონაწილეობას იმ დისკუსიაში, რომელიც ეხება პოლიტიკური ოპონენტების ერთმანეთთან ბრალდებებს. ჩვენი მიზანია, უკრაინის სამთავრობო უწყებებიდან მივიღოთ მოთხოვნილ საკითხებზე ინფორმაცია და გავაცნოთ ქართულ საზოგადოებას. ვფიქრობ, საჯარო ინფორმაციის უზრუნველყოფას პატივისცემით და პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს ნებისმიერი საჯარო მოხელე, როგორც საქართველოს ხელისუფლებაში, ასევე უკრაინის მთავრობაში. მაშინ, როდესაც ქართული საზოგადოების მხრიდან საჯარო ინტერესი მიმართულია უკრაინაში დასაქმებული ქართველი ყოფილი მაღალი პოლიტიკური და საჯარო სამსახურის თანამდებობის პირების მიმართ, თუკი ვსაუბრობთ ღია და გამჭვირვალე დემოკრატიული ინსტიტუტების არსებობაზე, გაუგებარია, მაღალჩინოსანთა არასასურველ საკითხებზე არასამთავრობო ორგანიზაციას, ეს იქნება „ახალგაზრდა ადვოკატები“ თუ სხვა, რატომ არ უნდა ჰქონდეს დაინტერესება, განახორციელოს მონიტორინგი და შედეგები გააცნოს საზოგადოებას. პირიქით, ვფიქრობთ, უკრაინაში მოღვაწე ქართველი პოლიტიკოსები უნდა იყვნენ დაინტერესებულნი, უკრაინელ და ქართველ ხალხს ანგარიშვალდებულების მაგალითი უჩვენონ.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ უკრაინის სამთავრობო უწყებებიდან მიღებულ ინფორმაციას შეისწვალის, მოახდენს სამართლებრივ ანალიზს და გამოაქვეყნებს.

 


კომენტარები