„ახალგაზრდა ადვოკატები“ ახალციხის უნივერსიტეტში იმიტირებულ სასამართლოს დაესწრნენ

24 ივნისი, 2015

2015 წლის 24 ივნისს, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების მიერ ჩატარებულ იმიტირებულ სასამართლო სხდომას დაესწრნენ. იმიტირებული სასამართლო პროცესი სასწავლებლის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებმა წარმოადგინეს. განხილულ იქნა სისხლის სამართლის საქმე. სასამართლო სხდომას ესწრებოდნენ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები,  სასწავლებლის რექტორი, იურიდიული ფაკულტეტის დეკანი. იმიტირებული სასამართლო სხდომა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა შეაფასა და აღნიშნა, რომ მოულოდნელობა აღმოჩნდა, ასეთი მოტივირებული ახალგაზრდების შესაძლებლობები,  იმიტირებული სასამართლო სხდომის ჩატარება ყველა პროცესუალური ნორმის დაცვით, მხარეთა მიდგომები და ფაქტობრივი მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება. არჩილ კაიკაციშვილმა საკუთარი აზრი გამოთქვა პროცესის მონაწილეების ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ და უნივერსიტეტის რექტორს მადლობა გადაუხადა ცოცხალი აკადემიური პროცესისთვის. 



კომენტარები